საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85422

1911

ტიპი: თანამდებობა

1911-17 წლებში ქსენოფანტე დავითის ძე ღამბაშიძე ყვირილის წმ. დავითისა და კონსტანტინეს ეკლესიის მღვდელი იყო.

1911

ტიპი: გარდაცვალება

1911 წლის 3 იანვარს ყვირილის წმ. დავით და კონსტანტინეს ეკლესიის მღვდელი დავით ბესარიონის ძე ღამბაშიძე გარდაიცვალა.

1887

ტიპი: თანამდებობა

1887-1911 წლებში დავით ბესარიონის ძე ღამბაშიძე ყვირილის წმ. დავითა და კონსტანტინეს ეკლესიის მღვდელი იყო.

1895

ტიპი: თანამდებობა

1895 წელს სერაპიონ მიხეილის ძე დადუნაშვილი ღორეშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893-94 წლებში კალისტრატე ვასილის ძე ფანცხავა ყუმისთავის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1870

ტიპი: თანამდებობა

1870-94 წლებში მათე ლაზარეს ძე ხელაძე ღორეშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-50 წლებში პავლე დავითის ძე ყუფარაძე ღორეშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1837

ტიპი: თანამდებობა

1837-49 წლებში გიორგი იესეს ძე ავალიანი ღორეშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1819

ტიპი: თანამდებობა

1819-47 წლებში ბესარიონ გიორგის ძე იოსელიანი ყუმისთავის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1891

ტიპი: თანამდებობა

1891-1917 წლებში სიმონ ივანეს ძე ჭუმბურიძე ღორეშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1823

ტიპი: თანამდებობა

1823-67 წლებში ოქროპირ გიორგის ძე ორჯონიკიძე ღორეშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 8 ივნისს საქართველოს სცენისმოყვარეთა პირველ ყრილობაზე იოსებ იმედაშვილი პროფესიული საკითხების გასარკვევად შექმნილი კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 8 ივნისს საქართველოს სცენისმოყვარეთა პირველ ყრილობაზე საგარეჯოს დრამატული წრის სახელით მისალოცი სიტყვა წარმოთქვა სოფრომ ტარუაშვილმა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 8 ივნისს საქართველოს სცენისმოყვარეთა პირველ ყრილობაზე ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საბჭოს სახელით მისალოცი სიტყვა წარმოთქვა კიტა აბაშიძემ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 8 ივნისს საქართველოს სცენისმოყვარეთა პირველ ყრილობაზე ახალი კლუბის სახელით მისალოცი სიტყვა წარმოთქვა კონსტანტინე ანდრონიკაშვილმა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 8 ივნისს საქართველოს სცენისმოყვარეთა პირველ ყრილობაზე მისალოცი სიტყვა წარმოთქვა „ზაკავკაზსკაი რეჩის“ წარმომადგენელმა დიმიტრი დუმბაძემ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 8 ივნისს საქართველოს სცენისმოყვარეთა პირველ ყრილობაზე მისალოცი სიტყვა წარმოთქვა მოსკოვის ქართული საზოგადოების წარმომადგენელმა დიმიტრი არაყიშვილმა

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 8 ივნისს საქართველოს სცენისმოყვარეთა პირველ ყრილობაზე მისალოცი სიტყვა წარმოთქვა ჭიათურის დრამატული წრის წარმომადგენელმა ისიდორე ვარაზაშვილმა.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 8 ივნისს საქართველოს სცენისმოყვარეთა პირველი ყრილობის მდივანთა კოლეგიაში იყვნენ: კონსტანტინე ანდრონიკაშვილი, შალვა დადიანი, იოსებ რომანიშვილი, იოსებ იმედაშვილი და სიო ჭანტურიშვილი.

1914

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1914 წლის ივნისში კოტე მარჯანიშვილს რეჟისორ სუხდოლსკისთან უთანხმოება მოუვიდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 8 ივნისს საქართველოს სცენისმოყვარეთა პირველ ყრილობაზე „სახალხო ფურცლისა“ და სიტყვაკაზმული მწერლობის საზოგადოების სახელით მისალოცი სიტყვა წარმოთქვა სანდრო შანშიაშვილმა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ნოემბერსა და დეკემბერში ირაკლი ჯაბადარს 2-2 კონცერტი უნდა გაემართა პარიზსა და ბერლინში.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 8 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, 80-იან წლებში გორის მოყვარულთა მუდმივი დასის წევრები იყვნენ: მარიამ კერესელიძისა, სოფიო ლომოურისა, ნინო მგალობლიშვილისა, კესარია გაბუნია-ტატიშვილისა და სხვ.

1914

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1914 წლის მაისში მუსიკოსი ირაკლი ჯაბადარი პარიზში იმყოფებოდა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის ივნისში სომხურმა დრამატულმა საზოგადოებამ დასში მიიწვია მაისურიანი, პავლე არაქსიანი, ჰოვანეს არტემის ძე აბელიანი, ავეტიანი, არაქსიანი და ვაჰრამ ფაფაზიანი.