რეგისტრირებული ფაქტები85437
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: თანამდებობა
1919-20 წლებში სოხუმის პირველ გიმნაზიაში ეკატერინა პეტრეს ასული არგუტინსკაია მასწავლებლების შემცვლელად მუშაობდა. მისი ხელფასი იყო 11000 მანეთი.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 12 თებერვლის „დროების“ ცნობით, ნ. ნიკოლაძე გაზეთ „ობზორის“ რედაქტორი იყო.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 12 თებერვლის „დროების“ ცნობით, წითლიევს ორმა ყასაბმა შეურაცხყოფა მიაყენა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 11 თებერვლის „დროების“ ცნობით, ანდრია მრევლოვმა თავისი შედგენილი საეკლესიო გალობის ნოტები მიხეილ მაჭავარიანს გადასცა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 11 თებერვლის „დროების“ ცნობით, ილო ილერციანს ი. გარსოევის მკვლელობაში ედებოდა ბრალი.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 11 თებერვლის „დროების“ ცნობით, ილო ილერციანი გორის მამასახლისმა დაიჭირა.
1878
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1878 წლის 11 თებერვლის „დროების“ ცნობით, ილო ილერციანი ტატო წულუკიძის მეგობარი იყო.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 7 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მ. ო. კაზარიანი თბილისის საქალაქო ლომბარდის გამგედ ხელმეორედ აირჩიეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 4 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ბაქო-ბალახანის სამკითხველო ბიბლიოთეკის დასახმარებლად იროდიონ ევდოშვილის ინიციატივით ბალახანის თეატრში დაიდგა ვალერიან გუნიას წარმოდგენა „ვაის გავეყარე და ვუის შევეყარე“.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 4 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, მედიცინის დოქტორი, ქირურგი ბენკლევსკი პაციენტებს თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე კერძო კლინიკაში მიიღებდა.
1898
ტიპი: მფლობელობა
1898 წლის 11 თებერვლის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, განსვენებულმა ნიკოლოზ ზუბალაშვილმა გორის მაზრაში მცხოვრებ ღარიბ აზნაურს სწავლა-განათლებისთვის 8 ათასი მანეთი უანდერძა.