საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85422

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 11 თებერვლის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, განსვენებულმა ნიკოლოზ ზუბალაშვილმა კათოლიკეთა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიას ორი ათასი მანეთი უანდერძა.

1898

ტიპი: მფლობელობა

1898 წლის 11 თებერვლის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, განსვენებულმა ნიკოლოზ ზუბალაშვილმა დაიბარა, რომ იუნკერთა მოედანზე მდებარე კუთვნილი სახლი გაეყიდათ და ამოგებული თანხა ქალაქის საჭიროებისთვის გამოეყენებინათ.

1898

ტიპი: მფლობელობა

1898 წლის 11 თებერვლის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, განსვენებულმა ნიკოლოზ ზუბალაშვილმა თბილისსა და გორში მდებარე პეტრე-პავლეს ეკლესიებს ათას-ათასი მანეთი უანდერძა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914-16 წლებში პახუმ ეპიფანეს ძე აბრამიშვილი შომახეთის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902-14 წლებში სერგო ილარიონის ძე მაჭარაშვილი შომახეთის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ალფეზ სვიმონის ძე აბულაძე შომახეთის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წელს ალფეზ სვიმონის ძე აბულაძე შომახეთის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

914 წლის 8 ივნისს საქართველოს სცენისმოყვარეთა პირველ ყრილობაზე პროფესიული საკითხების გასარკვევად შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელშიც აირჩიეს: ვალერიან გუნია, შალვა დადიანი, ვლადიმერ მესხიშვილი, შალვა ნუცუბიძე, ალექსანდრე წუწუნავა და თითო წევრი ყველა დრამატული საზოგადოების წრიდან.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 8 ივნისს საქართველოს სცენისმოყვარეთა პირველ ყრილობაზე ხაშურის დრამატული წრისა და „ბათუმის გაზეთის“ სახელით მისალოცი სიტყვა წარმოთქვა კ. ნ. სიხარულიძემ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 15 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოფრომ მგალობლიშვილის წერილის „ქართველ მწერალთა წერილები“ (ილია ჭავჭავაძე) VIII ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 15 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე გომართელის ვოდევილის „იასონის ოინები“ მე-3 ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 15 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ლეონიძის ლექსი „აპრილი და მაისი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 15 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის სტატიის „მუსიკა და ქართველი მუსიკოსნი“ III ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 15 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პლატონ კორიშელის თხზულება „იმერილი სცენა“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 15 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ლეონიძის ლექსი „სამშობლო სტირის...“ (მ. გობეჩიას ხსოვნას).

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 15 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „მელ. გობეჩია“.

1914

ტიპი: გარდაცვალება

1914 წლის ივნისში ხარკოვის ციხეში გარდაიცვალა პოლიტიკური პატიმარი მელიტონ გობეჩია.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 15 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მოსე თოიძის სტატია „ქართული პლასტიკური ხელოვნება“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 15 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ლეო ქიაჩელის თხზულება „ქება გაზაფხულისა“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 8 ივნისს საქართველოს სცენისმოყვარეთა პირველ ყრილობაზე წაიკითხეს ხონის დრამატული წრის, იუზა ზარდალიშვილის, იოსებ გრიშაშვილის და სხვათა მისალოცი დეპეშები.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს მთავარმართებლის საბჭოს წევრის, ნიკოლოზ სულთან-კრიმ-გირეის თავმჯდომარეობით გაიხსნა კავკასიის მეურნე-მებაღეთა კრება.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 15 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ფილიმონ შომახია აბაშის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 15 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ფარნა იოსავამ, თეოფანე ქუთათელაძემ და პავლე ჯეჯელავამ აბაშის საეკლესიო სკოლის დასაარსებლად შემწეობა გაიღეს.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 15 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, პავლე სულავამ, გიორგი ერაგიამ და ბიქტორ აბესაძემ აბაშის საეკლესიო სკოლის დასაარსებლად შემწეობა გაიღეს.