რეგისტრირებული ფაქტები85422
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 სექტემბერს თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დარბაზში გიმნაზიის მღვდელმა მიხეილ ხელაძემ კავკასიის მებაღე-მეურნეთა კრების ჩატარებამდე მცირე პარაკლისი გადაიხადა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 9 სექტემბერს თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დარბაზში გაიხსნა კავკასიის მებაღე-მეურნეთა კრება, რომლის თავმჯდომარე იყო კავკასიის მთავარმართებელი ნიკოლოზ სულთან-კრიმ-გირეი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ქუთაისის გუბერნიის მემამულე თ. ნიჟარაძის მიერ კავკასიის გამოფენაზე წარადგენილმა პროდუქტმა (ხორბალი, ბოსტნეული (ლობიო, მუხუდო და სხვ.), სიმინდი) დიდი ინტერესი გამოიწვია.
1853
ტიპი: თანამდებობა
1853-81 წლებში მარკოზ გლახას (სიმონის) ძე შველიძე შროშის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.
1848
ტიპი: თანამდებობა
1848-50 წლებში ბესარიონ შიოს ძე ღამბაშიძე შროშის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.
1847
ტიპი: თანამდებობა
1847 წელს ოქროპირ ბერის ძე ცქიტიშვილი შროშის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.
1840
ტიპი: თანამდებობა
1840 წელს ოქროპირ ბერის ძე ცქიტიშვილი შროშის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916-17 წლებში ილარიონ ხარიტონის ძე მაჭარაშვილი შომახეთის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მღვდელი იყო.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წელს თბილისის პირველი განყოფილების მომრიგებელი სასამართლოს გამომძიებელს გადაეცა თბილისის საბჭოს ხმოსნად ნამყოფი ნ. ზ. თუმანოვის საქმე, რომელსაც ბრალად ედებოდა სიყალბე ქალაქის დამფასებელი კომისიის წევრად ყოფნის დროს.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 11 თებერვლის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ნიკოლოზ ზუბალაშვილი ნიცაში გარდაიცვალა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 11 თებერვლის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, იაკობ სერგის ძე მედვედევი სამსახურებრივი მივლინებით პეტერბურგში გაემგზავრა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 11 თებერვლის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, იაკობ სერგის ძე მედვედევი მიწათმოქმედებისა და სახელმწიფო ქონებათა მინისტრის რწმუნებული იყო.
1898
ტიპი: ორგანიზაცია
1898 წლის 11 თებერვლის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ქუთაისში, სამსონ თოფურიას საავადმყოფოში, ავადმყოფებისთვის 50 საწოლი იყო გამოყოფილი და მათ სხვადასხვა პროფილის ექიმები მკურნალობდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის ოქტომბერში ა. ნ. გორჩაკოვმა ამიერკავკასიის რკინიგზა დაათვალიარა და მის ნაკლოვანებებზე ისაუბრა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 5 ოქტომბერს პეტრე ყიფიანი დრამატული საზოგადოების ხაზინადრად აირჩიეს.