რეგისტრირებული ფაქტები85415
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 5 ოქტომბერს გიორგი ლასხიშვილი დრამატული საზოგადოების სახალხო წარმოდგენების გამგებლად აირჩიეს.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 5 ოქტომბერს ნიკოლოზ ხიზანიშვილი დრამატული საზოგადოების თავმჯდომარის ამხანაგად აირჩიეს.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 5 ოქტომბერს ვასილ სულხანიშვილი დრამატული საზოგადოების თავმჯდომარედ აირჩიეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის სექტემბერში პეტრე ნაცვლიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ყულაბით შეგროვებული ფული გადასცა.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 4 ოქტომბრის „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა ცნობა ახალქალაქის მაზრის უფროსის, გიორგი თარხან-მოურავის მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის ოქტომბერში გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინმა დაამტკიცა თბილისის საბჭოს დადგენილება, რომლის თანახმად, ქალაქის სამ ახალ სკოლას და სიონის ტაძრის მიმდებარე ქუჩას ერეკლე მეორის სახელი ეწოდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 11 თებერვალს ქართულ თეატრში დაიდგა პიესა „ადვოკატთან“, რომელშიც მაკო საფაროვა, ბარბარე ავალიშვილი და ნატო გაბუნია-ცაგარელი მონაწილეობდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 4 ოქტომბრის „ცნობის ფურცელში“ მიხეილ გაჩეჩილაძე ყვირილაში, ჩუბინიძის სახლში გახსნილი წიგნებისა და საკანცელარიო ნივთების მაღაზიის შესახებ იუწყებოდა.
1898
ტიპი: მფლობელობა
1898 წლის 4 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ილია აბრამიშვილმა თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე, რესტორანი „იუჟნიე ნომერა“ გახსნა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 8 თებერვალს თბილისის საბჭოს კომისიამ პოლიტექნიკუმის დაარსების საკითხზე აზერბაიჯანის დელეგაციასთან მოლაპარაკების წარმოება კონსტატინე ალიხანოვს დაავალა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 8 თებერვალს თბილისის საბჭოს კომისიის სხდომაზე ა. ა. ივანენკომ და ნიკოლოზ არღუთინსკი-დოლგორუკოვმა დამსწრეებს აუწყეს, რომ თბილისში პოლიტექნიკუმის დაარსების შესახებ მთავრობას მიმართეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 8 თებერვალს ა. ა. ივანენკოს თავმჯდომარეობით გაიმართა თბილისის საბჭოს სხდომა, რომელზეც პოლიტექნიკუმის დაარსების შესახებ იმსჯელეს.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის თებერვალში გრიგოლ გოლიცინის პეტერბურგში გამგზავრების გამო კავკასიის მთავარმართებლის მოვალეობას ალექსანდრე ფრეზე ასრულებდა.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 11 თებერვალს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ფოტოგრაფ ალექსანდრე როინიშვილის განცხადება, რომლითაც ის მსურველებს ძველი ნივთების შესყიდვას სთავაზობდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 11 თებერვალს ქართულ თეატრში დაიდგა პიესა „ორი ობოლი“, რომელშიც მაკო საფაროვა, ბარბარე ავალიშვილი და ნატო გაბუნია-ცაგარელი მონაწილეობდნენ.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 9 თებერვლის „დროების“ ცნობით, ალალო თუთაევის კომედია „ცოლი ვიტირო, თუ ფული?“ მეჯვრისხევში, მოსე ნათაძის მაღაზიაში, იყიდებოდა.