რეგისტრირებული ფაქტები81344
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 19 თებერვლის „დროებაში“ დაიბეჭდა სტატია, „რუსულ „ობზორს“ და ქართველ ნ. ნიკოლაძეს“.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 20 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის სომხური თეატრის მოყვარული დასის წევრი ქალები სატინიკ ჩიმიშკიანის სასცენო მოღვაწეობის 35 წლის იუბილეს აღნიშნვას გეგმავდნენ.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 20 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ფოთის პოლიცმეისტერის თანაშემწედ დაინიშნა ბათუმის ყოფილი ბოქაული ბ. კახიძე.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 17 ოქტომბერს კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ გოლიცინი ბათუმში ჩავიდა, სადაც მას ქუთაისის გუბერნატორი, ფიოდორ გერშელმანი დახვდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 20 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ნიკო თავდგირიძის პეტერბურგიდან დაბრუნების შემდეგ ოზურგეთის თეატრის მშენებლობა დაჩქარდა. ადგილობრივებს იმედი ჰქონდათ, რომ სამ-ოთხ თვეში ქალაქს თეატრი ექნებოდა.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 19 ოქტომბერს საქართველოში სტუმრად მყოფი საიმპერატორო ოჯახის წევრები, მარია თეოდორეს ასული და ოლღა ალექსანდრეს ასული რომანოვები, თანმხლებ პირებთან ერთად ბორჯომში ჩავიდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 18 ოქტომბერს ნიკოლოზ მიხეილის ძე რომანოვმა საქართველოში ჩამოსულ საიმპერატორო ოჯახის წევრებს, მარია თეოდორეს ასულ და ოლღა ალექსანდრეს ასულ რომანოვებს, ბათუმის ნავსადგურში კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ გოლიცინი და ქუთაისის გუბერნატორი ფიოდორ გერშელმანი წარუდგინა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 18 ოქტომბერს საქართველოში ჩამოსულ საიმპერატორო ოჯახის წევრებს, მარია თეოდორეს ასულ და ოლღა ალექსანდრეს ასულ რომანოვებს, ბათუმის ნავსადგურში ნიკოლოზ მიხეილის ძე რომანოვი შეეგება.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 18 ოქტომბერს ბათუმის საზოგადო საკრებულოში გამართულ ხმოსანთა არჩევნებს ქალაქის მოურავი, ლუკა ასათიანი თავმჯდომარეობდა. კრებას 332 დელეგატი ესწრებოდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 18 ოქტომბერს ბათუმის საზოგადო საკრებულოში გამართულ ხმოსანთა არჩევნებზე გამგეობის წევრმა, გრიგოლ იოსების ძე ვოლსკიმ ვერ დააგროვა გამარჯვებისათვის საჭირო ხმები და საარჩევნო პროცესს გამოეთიშა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის ოქტომბერში ფოთის საადგილმამულო ბანკის დამფასებელი კომისიის წევრებად ი.ს. ხუნჯუა და პლატონ შაფათავა აირჩიეს.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის ოქტომბერში ფოთის საადგილმამულო ბანკის დამფასებელი კომისიის წევრებად მ. ა. ალანია, ს. დ. გოგინავა და პ. ს. ეგორშევი აირჩიეს.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის ოქტომბერში ფოთის საადგილმამულო ბანკის კომისიის წევრებად ვ. ი. ჯაიანი, ლ. ვ. კონოვალოვი და ნ. ფ. ტკაჩენკო აირჩიეს.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის ოქტომბერში ფოთის საადგილმამულო ბანკის კომისიის წევრებად მ. გ. ანდღულაძე, ბ. ტ. გაბელია და დ. გ. გრიგოლია აირჩიეს.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის ოქტომბერში ფოთის სადგილმამულო ბანკის საფინანსო კომისიის წევრებად მ. ი. გროდსკი, ალექსანდრე (ალექსი) დიმიტრის ძე გუგუშვილი და კონსტანტინე იოსების ძე მიქაბერიძე აირჩიეს.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის ოქტომბერში ფოთის საადგილმამულო ბანკის საფინანსო კომისიის წევრებად ა. ა. ალანია, მიხეილ ალხაზიშვილი და კონსტანტინე ბაჟბეუქ-მელიქოვი აირჩიეს.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის ოქტომბერში ფოთის პორტის კომისიის წევრებად დიმიტრი გიორგის ძე პილიდი, გიორგი სტავრის ძე სტავრიდი და სამსონ შუკოჩიას ძე ჭოჭუა (ჩოჩუა) აირჩიეს.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის ოქტომბერში ფოთის პორტის კომისიის წევრებად კ. ი. კაუხჩევი, ლ. ვ. კონოვალოვი და კონსტანტინე იოსების ძე მიქაბერიძე აირჩიეს.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის ოქტომბერში ფოთის ქალაქის საბჭოს თავმჯდომარედ ხმოსანი სამსონ ჭოჭუა აირჩიეს.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის ოქტომბერში ფოთის პორტის კომისიის წევრებად ი. ლ. ღოღობერიძე, ა. დ. გუგუშვილი და ა. პ. ჟვანია აირჩიეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 20 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ი. გ. მიქიაშვილის მიერ წარმოებული შპალერები თბილისში, სასახლის ქუჩაზე მდებარე საწყობში გაიყიდებოდა.
1898
ტიპი: ნასამართლეობა
1898 წლის 17 ოქტომბერს ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე მექი ფაღავამ განიხილა პეტრე გელაშვილისა და სამსონ ყიფიანის ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი დავა და უკანასკნელს გამამართლებელი ვერდიქტი გამოუტანა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის ოქტომბერში სოფელ ჩხარში მომრიგებელი სასამართლოს დაარსება გადაწყდა, რომელსაც დროებით შორაპნის მაზრის მომრიგებელი მოსამართლის თანაშემწე ბ. ონკელი უხელმძღვანელებდა.