საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89849

1872

ტიპი: თანამდებობა

1872 წლის 30 ივნისის გაზეთ „დროების“ ცნობით, ბარბარე მესხიშვილი, ანა გოპაძე, მარიამ ხოჯევანოვა და მარიამ მეფისოვისა ახალციხის ქალთა სკოლის მასწავლებლები იყვნენ.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 7 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ქეთო ზარაფიშვილის კორესპონდენცია „გორი, 28 ივნისს“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 7 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გიორგი ჭალადიდელის ფელეტონი „ცივ-ცივი ამბები (პეტერბურღიდამ)“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 7 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სტეფანე გულიშამბაროვის წერილი „როგორი სწავლა უფრო საჭიროა ჩვენთვის“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 7 ივლისს გაზეთ „დროებაში“ სემინარიელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა დასასრული რაფიელ ერისთავის ნარკვევისა „ცხინვალი. მგზავრის წერილებიდამ“.

1872

ტიპი: გარდაცვალება

1872 წლის 12 ივლისს სამტრედიის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი ლუკა ქაიხოსროს ძე კახიანი გარდაიცვალა.

1872

ტიპი: განათლება

1872 წლის 18 ივლისს თბილისის ქალთა ინსტიტუტის კურსდამთავრებულები ნაცვალოვა, ნადიოჟდინა, ზემიანსკაია და ტისჩენკო, სწავლის გასაგრძელებლად ციურიხში გაემგზავრნენ.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 21 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მესამე სტატია პეტრე ჩერექოვის ნარკვევისა „ახალი სამართალი“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 21 ივლისს გაზეთ „დროებაში“ ქიშვარდიანის ფსევდონიმით გამოქვეყნდა დასაწყისი გიორგი ჭალადიდელის წერილისა „მოკლე მიმოხილვა ფრანცუზებსა და პრუსიელებს შუა ომისა (1870-1871წ.)“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 21 ივლისს გაზეთ „დროებაში“ შორაპნელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა დავით ღამბაშიძის კორესპონდენცია „ყვირილიდამ, 13 ივლისს“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 21 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სერგეი მესხის წერილი „თფილისის დროს გასატარებელი ადგილები და ქართული თეატრი“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 28 ივლისს გაზეთ „დროებაში“ ზურაბისშვილის ფსევდონიმით გამოქვეყნდა დავით ჩქოტუას ისტორიული ნარკვევი „ბასტილიის აღება 1789 წელსა და ამისი დღესასწაულობა წელს“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 28 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ხ. სარქისოვის კორესპონდენცია „ქიზიყიდამ, ივლისის 12-ს“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 28 ივლისს გაზეთ „დროებაში“ ქიშვარდიანის ფსევდონიმით გამოქვეყნდა დასასრული გიორგი ჭალადიდელის წერილისა „მოკლე მიმოხილვა ფრანცუზებსა და პრუსიელებს შუა ომისა (1870-1871წ.)“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 28 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის ფელეტონი „ახმედ-ფაშა ვახა-ბერი“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 4 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ივანე მესხის კორესპონდენცია „შვეიცარია ციურიხიდამ“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 4 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დავით ჩქოტუას ფელეტონი „ორი ჩვეულება აფხაზეთში“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 4 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სერგეი მესხის წერილი „ერთმანეთის დახმარება“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 4 აგვისტოს გაზეთ „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ერიციანის თაოსნობით თბილისში ახალი ყოვეთვიური ალმანახი „Кавказская старина“ გამოიცემოდა, რომელშიც კავკასიის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის მასალები დაიბეჭდებოდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 11 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დასაწყისი ქ. ყანჩელის ფელეტონისა „ეჭვიანობა“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 11 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ალმანახ „კრებულის“ მერვე ნომერში მამია გურიელის ლექსი „კითხვა“ გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 11 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ალმანახ „კრებულის“ მერვე ნომერში გიორგი ჭალადიდელის ლექსი „ერეკლეს გლოვა“ გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 11 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ალმანახ „კრებულის“ მერვე ნომერში ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი „აღმოჰხდა მნათი“ გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 11 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ალმანახ „კრებულის“ მერვე ნომერში გიორგი წერეთლის თხზულება „ჩვენი ცხოვრების ყვავილი“ გამოქვეყნდა.