რეგისტრირებული ფაქტები81340
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 29 იანვარს პროფესორ სიმონ ავალიანის თავმჯდომარეობით გაიმართა სრულიად საქართველოს აგრონომიული დახმარების მოღვაწეთა პირველი ყრილობის პლენუმის მეორე სხდომა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ აღმოსავლეთ კავკასიის ნავთ-მრეწველთა და ვაჭრების აქციონერთა საზოგადოების წარმომადგენელი ა. ლ. ბახტაძე გამგეობის სახელით ნავთის მყიდველთა საყურადღებოდ იუწყებოდა, საქართველო-სომხეთისთვის ნავთი, მაზუთი, ბენზინი და სხვადასხვა ზეთი იყიდებოდა საზოგადოების თბილისის კანტორაში, რუსთაველის პროსპექტი N30, ბინა 3, ასევე საწყობში, ბათუმის შესახვევი N3 .
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სომხეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით ერევანში მოწყობილ ზეიმზე ქალაქის კომენდანტი, კაპიტანი ხატუნი სამხედრო მუსიკით მივიდა პარლამენტთან და მიულოცა თავმჯდომარე ავეტიქ სააკიანს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ავეტის აჰარონიანი პარიზში სომხეთის საზავო დელეგაციის წევრი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, რედაქციამ დეპუტატ ალექსანდრე ასათიანს გაუგზავნა გაზეთები „ვოზროჟდენიე“ და „ბორბა“, რომლებშიც მომარაგების სამმართველოს მოხელე შრედერი ბრალს დებდა მას ყალბი ცნობების გავრცელებაში.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დეპუტატი ალექსანდრე ასათიანი შრედერის საქმესთან დაკავშირებით რედაქციას სწერდა, რომ თავდაპირველად არ სურდა გაზეთ „ვოზროჟდენიეში“ დაბეჭდილ ცილისწამებლურ წერილზე პასუხის გაცემა, მაგრამ გაზეთ „ბორბას“ მიღების შემდეგ თბილისში ჩამოსვლა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დამფუძნებელი კრების წევრი ალექსანდრე ასათიანი სოხუმში იმყოფებოდა, როცა მომარაგების სამმართველოს მოხელე შრედერმა პრესაში მასზე ცილისმწამლებლური წერილები გამოაქვეყნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 29 იანვარს, 18 საათზე კლუბ „ქიმერიონში“ დავით კლდიაშვილის საიუბილეო კომისიის სხდომა იყო დანიშნული.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აგრონიმიული დახმარების მოღვაწეთა პირველი ყრილობის მეორე სექციამ ნოე მანუჩარის ძე ყიფიანის მოხსენებაზე შესაბამისი თეზისები მიიღო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აგრონიმიული დახმარების მოღვაწეთა პირველი ყრილობის პირველმა სექციამ აგრონომ ვასილ რცხილაძის მოხსენება მიიღო და დაადგინა, აღძრულიყო შუამდგომლობა მთავრობის წინაშე დახმარების შესახებ.