საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები86984

1842

ტიპი: თანამდებობა

1842 წელს ოქროპირ გიორგის ძე ბუცხრიკიძე ჩხარ-ეწრის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1807

ტიპი: თანამდებობა

1807 წელს ოქროპირ გიორგის ძე ბუცხრიკიძე ჩხარ-ეწრის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1838

ტიპი: თანამდებობა

1838 წელს სვიმონ ბუცხრიკიძე ჩხარ-ეწრის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1781

ტიპი: თანამდებობა

1781 წელს სვიმონ ბუცხრიკიძე ჩხარ-ეწრის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს გიორგი ფოცხოველმა დაწერა ოთხმოქმედებიანი კომედია „ყორნები“ თავად-აზნაურების ცხოვრების შესახებ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს გიორგი ფოცხოველმა დაწერა ოთხმოქმედებიანი დრამა „განადგურებულნი“ გლეხებისა და თავადაზნაურობის ურთიერთობის შესახებ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივნისში ალაგირის ქართული სცენისმოყვარეთა წრის წევრებმა ნატალია ლობჟანიძემ, სერგო იოსების ძე ჭეიშვილმა და ოქრო ლობჟანიძემ მსახიობ ვიქტორ მატარაძის დასახმარებლად ათ-ათი შაური გაიღეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 13 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გრიგოლ მეგრელიშვილის ლექსი „ბედის ვარსკვლავს“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 13 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მოსე თოიძის სტატია „ქართული პლასტიკური ხელოვნება“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის ივლისში გიორგი ფოცხოველი წერდა რომანს „თავის ქალა“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს დავით ანდუყაფარის ძე ჩხეიძემ თარგმნა ერთმოქმედებიანი უკრაინული პიესა „შემოდგომა სიყვარულისა“.

1877

ტიპი: ორგანიზაცია

1877 წლის „დროების” ცნობით, თბილისის ცხოველთა დამცველი საზოგადოების გამგეობა წევრობის მსურველებს სთხოვდა, საწევრო ფული ხაზინადარ მ. ი. სერგეევთან მიეტანათ.

1877

ტიპი: მფლობელობა

1877 წლის 29 მაისის გაზეთ "დროების" ცნობით, გენერალ ესაძეს თბილისში, ქირით, ათოთახიანი ბინა გადასცეს.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წელს "დროებაში" გორის საოსტატო სემინარიის ქართული ენის მასწავლებლის, ფ.ნათიევის წერილი "ორი სასწავლებელი" დაიბეჭდა.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877 წელს „კავკაზში” დაიბეჭდა კავკასიის ნამესტნიკის ბრძანება, რომლის საფუძველზეც გენერალ-ადიუტანტი სვიატოპოლკ-მირსკი კავკასიის სამხედრო მაზრის უფროსად (არმიის მთავარსარდლად) დაინიშნა.

1877

ტიპი: მფლობელობა

1877 წლის 29 მაისის გაზეთის “ნაშ ვეკ” ცნობით, თ. შარვაშიძემ რუსის ჯარს უღალატა და აფხაზები ააჯანყა, ამის გამო სოხუმი და მისი მაზრა ოსმალებმა ჩაიგდეს ხელთ.

1877

ტიპი: მფლობელობა

1877 წლის 29 მაისის გაზეთ "დროების" ცნობით, 26 მაისს პოლკოვნიკ კომაროვის რაზმმა პენაკი და ოლთა უბრძოლველად დაიპყრო.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 14 მარტის „დროების“ ცნობით, გრიგოლ არწრუნი თავის ქარვასლაში მახიობებს სომხური წარმოდგენისთვის ადგილს გამოუყოფდა.

1878

ტიპი: ორგანიზაცია

1878 წლის 12 მარტის „დროების“ ცნობით, ზაქარია გულისაშვილი ივრის დამზოგველი ამხანაგობის წევრი იყო.

1878

ტიპი: ორგანიზაცია

1878 წლის 12 მარტის „დროების“ ცნობით, ნიკოლოზ დავიდოვი ივრის დამზოგველი ამხანაგობის წევრი იყო.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 12 მარტის „დროების“ ცნობით, ნიკოლოზ დავიდოვი მღვდელი იყო.

1878

ტიპი: ორგანიზაცია

1878 წლის 12 მარტის „დროების“ ცნობით, დიმიტრი ციციანოვი ივრის დამზოგველი ამხანაგობის წევრი იყო.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 9 მარტის „დროების“ ცნობით, მ. იზმირიანი და ხორენაცი ოდესაში იმყოფებოდნენ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 29 ივნისს ხონის დრამატულმა საზოგადოებამ ზაფხულის სეზონი დაიწყო, წარმოადგინეს შალვა დადიანის „შენი ჭირიმე“ და კოტე ყიფიანის „დატრიალდა ჯარა“, რომელთა რეჟისორი იყო ალექსანდრე ყალაბეგიშვილი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს ალექსანდრე ბაქრაძის მიერ შექმნილ თეატრალურ ამხანაგობას წარმოდგენების გამართვაში დროდადრო ეხმარებოდნენ სოსო გიორგის ძე ივანიძე, სანდრო მელქოს ძე ბაჯიაშვილი, მიშა ლელაშვილი, ხოზიაშვილი და სხვ.