რეგისტრირებული ფაქტები89454
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1871
ტიპი: გარდაცვალება
1871 წლის 18 იანვარს გარდაცვლილი ახალგაზრდა პოეტის, ივანე ზაალის ძე ბარათაშვილის პანაშვიდზე გამოსათხოვარი სიტყვა წარმოთქვა თავადმა ვლადიმერ სიმონის ძე აბაშიძემ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ქართული თეატრის მუზეუმს ალექსანდრე მირიანაშვილმა გიორგი თუმანიშვილის „ქართული თეატრის საქმე“ შესწირა.
1869
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1869 წლის 12 მარტს საქართველოს ეგზარქოსის სასახლის ეკლესიაში მონაზვნად აღიკვეცა ქეთევან ჯავახიშვილი-წერეთლისა, რომელსაც სამონაზვნო სახელად ეწოდა ნინა.
1871
ტიპი: გარდაცვალება
1871 წლის 18 იანვარს გარდაიცვალა ახალგაზრდა მწერალი, თავადი ივანე ზაალის ძე ბარათაშვილი.
1871
ტიპი: გარდაცვალება
1871 წლის 27 სექტემბერს ოდესაში გარდაიცვალა თბილისელი სტუდენტი ივანე სოლომონის ძე ხახანოვი.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 16 სექტემბერს მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით შუშის მაზრის მსაჯულის თანამდებობის შემსრულებელი ივანე პოლტარაცკი კოლეგიის მდივნის თანამდებობაზე დაინიშნა.
1867
ტიპი: მფლობელობა
1967 წლის 11 დეკემბერს კავკასიის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ივანე ნონიას ძე პედელოვის სახლი და დუქანი თბილისში, რომლებიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 1-ელ ნოემბერს თბილისში, სოლოლაკისა და კუკიის უბნებში, ლიდია ლავრენკოსა და ელენა ჯაბადარის თაოსნობით ორი საყმაწვილო ბაღი გაიხსნა.
1868
ტიპი: მფლობელობა
1868 წლის 22 მარტს თბილისის სასამართლო პალატაში დანიშნული იყო მარიამ ბარათაშვილის, ისაი ტერ-ღუკასოვისა და სულხან სულხანოვის სადავო მამულებთან დაკავშირებული საქმის განხილვა.

