რეგისტრირებული ფაქტები86984
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1870
ტიპი: ღონისძიება
1870 წლის თებერვალში ქუთაისის კეთილშობილთა კლუბში დაიდგა რაფიელ ერისთავის მიერ თარგმნილი კომედია „ჯერ დაიხოცნენ, მერე დაქორწინდნენ“.
1868
ტიპი: მფლობელობა
1868 წლის 9 დეკემბერს თელავის მაზრის სამმართველოს გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო გასპარ ტერ-სარქისოვის ქვითკირის სახლი მიწითა და ეზოთი, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1871
ტიპი: ღონისძიება
1871 წლის 23 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, ფოთში სტუმრად იმყოფებოდა გრაფი ვლადიმერ ალექსანდრეს ძე სოლოგუბი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღოდა ფოთის დრამატული თეატრის დაარსების საქმეში.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 26 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა აკურთხა ბიჭვინთის ახლად აღდგენილი მონასტერი.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 26 მაისს თბილისის მმართველობის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო კულიბეკ-მირზა მამადას ძე აღალაროვის სახლი თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: მფლობელობა
1967 წლის 2 ნოემბერს კავკასიის მმართველობის დადგენილების თანახმად საჯაროდ უნდა გაყიდულიყო საფარ ბაღდანის ძე ბაღდანოვის სახლი თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 24 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრეს განკარგულება მთელ იმპერიაში გლეხების გათავისუფლების შესახებ.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლის 3 იანვარს თბილისის თეატრალურ „კრუჟოკში“ დაგეგმილი იყო ზურაბ ანტონოვის კომედიის „ქმარი ხუთი ცოლისა“ პრემიერა.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 26 მაისს თბილისის მმართველობის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ტასია სტეფანეს ასულ აბა-მელიქოვას სახლი თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

