რეგისტრირებული ფაქტები86984
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 20 იანვარს კავკასიის სამხედრო მმართველობის დადგენილებით იუნკერ დიმიტრი მდივანს მიენიჭა პროპორშჩიკის წოდება.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წლის 5 აპრილს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით კოლეგიის მრჩეველი კრავჩინსკი გორის მაზრის საეკლესიო მამულების გამგებლად დაინიშნა.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 18 სექტემბერს გორის მაზრის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო თავად ესტატე მირმანოზის ძე ერისთავის მამულები გორის მაზრის რამდენიმე სოფელში, რომლებიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1868
ტიპი: თანამდებობა
1868 წლის 18 იანვარს იაროსლავის პროკურორის თანაშემწე კანატოვი თბილისის სამაზრო სამსჯავროს პროკურორად დაინიშნა.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 6 მარტს თელავის მაზრის სამსჯავროს გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო აზნაურ აღალო პეტრეს ძე ონიკაშვილის ვენახი სოფელ კურდღელაურში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 24 აპრილს მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ანდრია კარეევის მამული თბილისში, სოლოლაკის უბანში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: მფლობელობა
1967 წლის 9 ივნისს მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ოფიცერ ბესარიონ სოლომონის ძე ბებურო-ვაჩნაძის მამული სიღნაღის მაზრაში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 24 აგვისტოს ამიერკავკასიის სამსჯავროს გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო გუბერნიის მრჩევლის, თავად მიხეილ სუმბათაშვილის ვენახი ნავთლუღში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 6 მაისს თავადაზნაურობის შეკრებაზე თბილისის გუბერნიის მარშლად ერთხმად აირჩიეს დიმიტრი ყიფიანი.
1968
ტიპი: მფლობელობა
1868 წლის 22 მარტს თელავის მაზრის სამსჯავროში საჯაროდ გაიყიდებოდა გენერალ-მაიორ ივანე იოსების ძე შალიკოვის ვენახები სოფელ უჯარმასა და ზიარში, რომლებიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 14 აგვისტოს მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო იოსებ რევაზის ძე ჯორჯაძის მამული თელავის მაზრის სოფელ გრემში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

