რეგისტრირებული ფაქტები86984
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 28 მარტს ქუთაისის მაზრის სამსჯავროს გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ქაიხოსრო, კონსტანტინე და სიმონ აგიაშვილების კუთვნილი მამული ქუთაისის მაზრაში, რომელიც მეპატრონეებს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1869
ტიპი: მფლობელობა
1869 წლის 6 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა რაჟდენ ბედიანიძის კერძო განცხადება თბილისში ახალი ბერძნული მაღაზიის გახსნის შესახებ, სადაც გაიყიდებოდა იაფი კოლონიური საქონელი.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 8 მაისს გაზეთი „დროება“ იუწყებოდა ჟურნალ „მნათობის“ დაარსების შესახებ, რომლის პირველ ნომერში გამოქვეყნდა ნიკოლოზ ინაშვილის, დიმიტრი ჯანაშვილის, ნიკოლოზ ავალიშვილისა და სხვათა ნაწარმოებები.
1868
ტიპი: მფლობელობა
1868 წლის 5 თებერვალს თბილისის გუბერნიის სამმართველოში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო თავად ივანე იოსების ძე ანდრონიკაშვილის მამული თელავის მაზრაში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 21 სექტემბერს თელავის მაზრის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო თავად რევაზ გრიგოლის ძე ყარალაშვილის მამული სოფელ არტანში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 11 სექტემბერს თელავის მაზრის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო დარია იოსების ასულ ჯორჯაძის მამული ახმეტაში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 21 სექტემბერს თელავის მაზრის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო თავად ზაქარია ნოშრევანის ძე ჯორჯაძის მამული სოფელ გრემში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 24 მაისს თბილისის სამაზრო სასამართლოს უნდა განეხილა მოქალაქე გიგოლა დიაკონიძის სააპელაციო სარჩელი, რომელიც მოქალაქე სოფრომ ჩხიკვაძეს 150 მანეთს ედავებოდა.
1867
ტიპი: მფლობელობა
1967 წლის 11 დეკემბერს კავკასიის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო თავად ლეონიდე გერმანოზის ძე ბარათაშვილის დაუსახლებელი მამული თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

