საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85224

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 23 მაისის გაზეთ „დროების“ ცნობით, გამოიცა იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის ქადაგებათა ახალი კრებული „სიტყვანი და მოძღვრებანი“, რომელშიც მღვდელთმთავრის 23 ახალი ქადაგება იყო შესული.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 4 ივნისის გაზეთ „დროების“ ცნობით, გამოიცა ალმანახ „კრებულის“ მეოთხე წიგნი, რომელშიც თომა კარგარეთელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა კირილე ლორთქიფანიძის მიერ თარგმნილი ნ. ა. დობროლუბოვის ლექსები.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 27 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ დიმიტრიძის ფსევდონიმით გამოქვეყნდა პირველი ნაწილი ნიკოლოზ ყიფიანის წერილისა „ბიბლიოგრაფია“ ალმანახ „კრებულის“ პირველი და მეორე გამოცემის შესახებ, რომელშიც დაიბეჭდა გრიგოლ ორბელიანის „სადღეგრძელო“, ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილები“ და გიორგი წერეთლის „ჯიბრი“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 15 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გრიგოლ თარხან-მოურავის წერილი „დროების და მნათობის ღონის-ძიება და საზოგადოების თანაგრძნობა ლიტერატურისადმი“, რომელშიც ავტორი მიმოიხილავს და აჯამებს ორი მთავარი სალიტერატურო გამოცემის მიერ ბოლო ათი წლის მანძილზე გაწეულ სამუშაოს.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 23 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ ქართული თეატრის მოყვარულის სახელით გამოქვეყნდა ნიკოლოზ ავალიშვილის ღია წერილი რედაქტორისადმი, ავტორი წუხდა ზურაბ ანტონოვის დრამატულ თხზულებათა გამოსაცემად შეგროვებული თანხის გაურკვეველი მიზნით გაფლანგვის გამო.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წლის 24 იანვარს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით რაჭის მაზრის უფროსი, თავადი ჩიჯავაძე წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1867

ტიპი: მფლობელობა

1967 წლის 2 ნოემბერს კავკასიის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ოჰანეზ აფრიამას ძე აფრიამოვის სახლი თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1868

ტიპი: მფლობელობა

1868 წლის 14 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებულ სახაზინო განცხადებაში თბილისის მაზრის მომრიგებელი მოსამართლე გარდაცვლილი მარიამ ჯამბაკურიან-ორბელიანის მემკვიდრეებს მოუწოდებდა, კანონით დადგენილ ვადებში განეცხადებინათ თავიანთი კანონიერი უფლება თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებში მდებარე უძრავ და მოძრავ ქონებაზე.

1867

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 24 აპრილს თბილისის მმართველობის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ივანე გერასიმეს ძე სარაჯიშვილის სახლი თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წლის 22 იანვარს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით ქუთაისის სამხედრო გუბერნატორის კანცელარიის გამგებლის თანაშემწე ჟდანოვი რაჭის მაზრის მომრიგებელი მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე დანიშნეს.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 5 იანვარს ფსევდონიმით გ-თელი გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გიორგი წერეთლის წერილი „ორიოდე სიტყვა კომედიაზე „ვაი ჭკუისაგან“ და რუსულ ტრუპპაზე“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 4 ივნისის გაზეთ „დროების“ ცნობით, გამოიცა ალმანახ „კრებულის“ მეოთხე წიგნი, რომელშიც სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის წერილი „ძველი და ახალი ამბები“ და მისივე ფელეტონი „ფიქრი ლიხის მთაზე“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 23 მაისს გაზეთ „დროებაში“ N.N.-ის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის კორესპონდენცია „ქუთაისიდან“ ფოთის პორტისა და ფოთი-ქუთაისის სარკინიგზო ხაზის მშენებლობის შესახებ.

1981

ტიპი: ნასამართლეობა

1871 წლის 11 სექტემბერს ქუთაისის სასამართლო პალატამ განიხილა საქმე გიორგი და ბესარიონ ნიჟარაძეებისა, რომელთაც მეფაიტონეს გაძარცვა ედებოდათ ბრალად. მოსამართლე მოსე ქიქოძემ ბესარიონ ნიჟარაძე უდანაშაულოდ ცნო, ხოლო გიორგი ნიჟარაძეს პატიმრობა მიუსაჯა.

1871

ტიპი: ავტორობა

1891 წლის 17 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის კორესპონდენცია „ქუთაისის ამბები“ ქუთაისში გამართული სასამართლო პროცესის შესახებ, რომელზეც განიხილავდნენ ექიმ იუხნოვიჩის მეუღლის სარჩელს გიმნაზიის ინსპექტორ ალექსანდრე სტოიანოვის წინააღმდეგ. ქალი ინსპექტორს გაუპატიურების მცდელობაში სდებდა ბრალს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ამაშუკეთის სამკითხველოს დასახმარებლად ჩიტო ალექსანდრეს ძე ჩხეიძემ 5 მანეთი გაიღო – გაზეთი „კვალი" გამოუწერა.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 29 დეკემბერს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით ფოთის საბაჟოს გამგებელი ტიმოთერევი წმინდა ანნას II ხარისხის გვირგვინით დააჯილდოვეს.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 29 დეკემბერს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით თბილისის გუბერნიის უმაღლესი სამმართველოს საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ტარსაიძე წმინდა სტანისლავის II ხარისხის გვირგვინით დააჯილდოვეს.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 29 დეკემბერს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით თბილისის ვიცე-გუბერნატორი აკიმ ნესტორის ძე მიცულოვი წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 29 დეკემბერს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით თბილისის გუბერნიის სახელმწიფო ქონების სამმართველოს საქმის მწარმოებელი ნიკოლოზ სიტოვსკი წმინდა ანნას II ხარისხის გვირგვინით დააჯილდოვეს.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 29 დეკემბერს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით თბილისის გუბერნიის სახელმწიფო ქონების სამმართველოს უფროსის თანაშემწე, გენერალ-მაიორი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მურავიოვი წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 29 დეკემბერს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით თბილისის გუბერნიის სახელმწიფო ქონების სამმართველოს გამგებელი, ტიტულოვანი მრჩეველი ვასილ ათანასეს ძე ძუბენკო წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 29 დეკემბერს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით თბილისის გუბერნიის სამოქალაქო უწყების სამკურნალო ნაწილის გამგებელი, ტიტულოვანი მრჩეველი პეტრე ივანეს ძე სობოლშჩიკოვი წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 27 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა პირველი ნაწილი დავით ერისთავის წერილისა „სიტყუა საყოველთაოდ საუწყებელი წიგნთა ქართულთა ბეჭდვისა გამო“, რომელშიც ავტორი კრიტიკულად აფასებდა პლატონ იოსელიანის ისტორიულ ნაშრომებს.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წლის 24 იანვარს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით ახალციხის მაზრის კავალერიის პოლკოვნიკი, თავადი ივანე დიმიტრის ძე რატიშვილი წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.