რეგისტრირებული ფაქტები91879
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1877
ტიპი: მფლობელობა
1877 წლის 23 მაისს, გაზეთ "დროების" ცნობით, არშაკ ტერ-გუკასოვის ლეგიონმა ყარა-კილისი აიღო.
1905
ტიპი: ნასამართლეობა
1905 წლის 4 აპრილს თბილისის სამოსამართლო პალატამ განიხილა დუშეთის ფოსტა-ტელეგრაფის კანტორის უფროსის, მალაქია ცხვედაძის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმე და მისთვის ზოგიერთი უფლების ჩამორთმევა და 2 წლით პატიმართა გამოსასწორებელ რაზმში გაგზავნა გადაწყვიტა.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს ი. დარუაშვილი, გ. იორდანაშვილი, ი. მოსაშვილი, რ. ნასიძე, გ. ხატისკაცი და ა. შ. მოძრავი დასის ამხანაგობის წევრები იყვნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 3 ნოემბერს თბილისის ოლქის სასამართლომ განიხილა თ. შ. ტუსიშვილის, ვლადიმერ ბარათაშვილისა და ალექსანდრე შმოვანოვის საქმე, რომელთაც დავით გაბაშვილის მკვლელობაში ედებოდათ ბრალი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 5 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა სუფსის მეეტლეთა ამხანაგობის გამგის, ბ. შ. კომახიძის განცხადება, რომ სუფსის რკინიგზის სადგურში ეტლები მატარებლების განრიგის შესაბამისად იმოძრავებდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 4 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ინჟინერმა სულპიცკიმ ქუთაისის გუბერნიაში ნავთის საბადოები აღმოაჩინა.
1898
ტიპი: ნასამართლეობა
1898 წლის 4 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გორის ბოქაულის თანაშემწე თ. ჯავახიშვილმა ძარცვაში ბრალდებულები ნაგი-კურბან-ოღლი და აბდულ-ქაირალი-ოღლი დააკავა.

