საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81232

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 31 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით კილოსანიძის თხზულება „ილოცე, დენის ილოცე!“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 25 აგვისტოს ქართულ თეატრში გამართულ დრამატული საზოგადოების გამგეობისა და დასის წევრების I კრებაზე სიტყვა წარმოთქვეს პავლე იოსების ძე თუმანიშვილმა, ალექსანდრე წუწუნავამ და იოსებ იმედაშვილმა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 31 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ევ. ფურცხვანიძის მოთხრობის „დედის მკვლელი“ I ნაწილი.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 27 აგვისტოს ქართულ თეატრში გამართულ მსახიობთა კრებაზე ქართულმა დრამატულმა დასმა აირჩია პრეზიდიუმის წევრები: ეფემია მესხი, ალექსანდრე იმედაშვილი, პლატონ კორიშელი, არეთა ლოლუა და გოგი ფრონისპირელი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 27 აგვისტოს ქართულ თეატრში მიხეილ ქორელის თავმჯდომარეობით მსახიობთა კრება გაიმართა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 31 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის სტატია „კომპოზიტორი კ. ფოცხვერაშვილი თბილისში“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 27 აგვისტოს ქართულ თეატრში მიხეილ ქორელის თავმჯდომარეობით გამართულმა მსახიობთა კრებამ დაადგინა, მსახიობთა ჯამაგირიდან 1% ომიანობის გამო დაზარალებულთა სასარგებლოდ გადაედოთ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 7 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა მიხეილ ზაალიშვილის წერილი „ბოტანიკის ტერმინების გამო ქართულად“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 7 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ელპიდა მგელაძის წერილი „ჩვენი ქალების გამო“, რომლითაც ავტორი ეკატერინე გაბაშვილის მიერ გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილ სტატიას ეხმიანებოდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 7 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ლიხელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა მიხეილ ილიას ძე მურვანიშვილის კორესპონდენცია „აქტი ტომსკის უნივერსიტეტში“.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 5 ნოემბერს კავკასიის მთავარმართებლის საგანგებო მინდობილობათა მოხელე დავით ზაქარიას ძე მელიქიშვილი უცხოეთიდან თბილისში დაბრუნდა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 7 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კავკასიის მთავარმართებელ გრიგოლ გოლიცინს აბასთუმნის სამკურნალო წყლების მართვა-გამგეობა დაექვემდებარა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 4 ნოემბრის გაზეთ „ცნობის ფურცლის" მიხედვით, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის სახელმწიფო მოღვაწეობის 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად ქალაქის გამგეობის საგანგებო კომისიამ თბილისში ახალი ოთხკლასიანი სასწავლებლისა და რამდენიმე სტიპენდიის დაარსება დაადგინა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 7 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაღაზიაში აკაკი წერეთლის მიერ თარგმნილი კრილოვის არაკების კრებული 30 კაპიკად იყიდებოდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 7 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაღაზიაში 15 კაპიკად იყიდებოდა ვაჟა ფშაველას წიგნი „ამოდის, ნათდება! და სხვა მოთხრობანი“.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 4 ნოემბერს კავკასიის მთავარმართებელმა გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინმა თბილისის ქუჩები და მოედნები დაათვალიერა და ქალაქის დასუფთავების აუცილებლობაში პირადად დარწმუნდა.

1898

ტიპი: ნასამართლეობა

1898 წლის 6 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ყვარლის სკოლის მასწავლებელი დიმიტრი დუმბაძე, რომელსაც კლავდია შმაკოვის განზრახ მკვლელობა ედებოდა ბრალად, პროპორშიკ ჯაბა გურიელის თავდებობით სატუსაღოდან გაათავისუფლეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 6 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის გუბერნატორმა მოურავ გ. გ. ევანგულოვს ქალაქის დასუფთავებისათვის 500 მანეთის განკარგვა დაავალა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 8 ნოემბერს ეგზარქოსმა ფლაბიანემ და გორის ეპისკოპოსმა ლეონიდემ წმინდა მიხეილ-მთავარანგელოზის ეკლესიაში ტაძრის დღეობისადმი მიძღვნილი წირვა აღავლინეს.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 6 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, პროფესორი ალექსანდრე ხახანაშვილი დეპეშით იტყობინებოდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 6 აპრილის „დროების“ ცნობით, ვასილ აბაშიძის ერთმოქმედებიანი ვოდევილი „ცოლი თუ გინდათ, ეს არის“, ქუთაისში, ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში იყიდებოდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 6 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მეორედ გამოიცა და ერთ შაურად იყიდებოდა რაჟდენ ბარამიძის მიერ შედგენილი „ცხოვრება ღირსისა ალექსის ღვთის კაცისა“.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 6 აპრილის „დროების“ ცნობით, ვასილ აბაშიძის ერთმოქმედებიანი ვოდევილი „ცოლი თუ გინდათ, ეს არის“ თბილისში, ვართანოვის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 6 აპრილის „დროებაში“ რაფიელ ერისთავის „ბაზრის სცენები“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 5 აპრილის „დროების“ ცნობით, გარსევან რატიანი ვაჭარი იყო.