რეგისტრირებული ფაქტები81232
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის სექტემბერში ჭიათურის დასმა რეპეტიციები დაიწყო ახლად მიწვეულ წევრებთან – ოლღა ლეჟავასა და ოლიმპიადა ღოღობერიძესთან ერთად.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის სექტემბერში ქართულმა დრამატულმა საზოგადოებამ ვასილ აბაშიძე რეჟისორად დანიშნა.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის სექტემბერში, ახალ სეზონზე, ქუთაისის დასში თამაშობდნენ ტასო აბაშიძე, ნინო დავითაშვილი, ბაბო ასათიანი, მარო მდივანი, მარგარიტა ქილარჯიშვილი და ელენე ციმაკურიძე.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წელს ლავრენტი მაქსიმეს ძე დევიძე ჭყვიშის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.
1882
ტიპი: თანამდებობა
1882-1905 წლებში ანტონ გიორგის ძე კანდელაკი ჭყვიშის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.
1872
ტიპი: თანამდებობა
1872-83 წლებში ლუკა ნიკოლოზის ძე ჩაჩუა ჭყვიშის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის მაისში ისაკ ძნელაშვილის სახლში სცენისმოყვარე ხელოსანთა ამხანაგობამ წარმოადგინა პიესა „კაპიშონი“.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 20 აგვისტოს თბილისში ჩამოვიდა მთავარმართებლის კანცელარიის დირექტორი სანდრაგაილოვი.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914-1915 წლების თეატრალურ სეზონზე ქუთაისის დასში თამაშობდნენ: დ. აბდუშელი, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, მიხეილ გელოვანი, ალექსანდრე გუგუშვილი, ვალერიან გუნია, ილია მამფორია, დ. მგალობლიშვილი, აანდრია მურუსიძე, ვასილ ურუშაძე და პავლე ფრანგიშვილი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ივლისში მასწავლებელმა ნატალია ბასილაშვილმა დუშეთის სცენისმოყვარეთა წრეს 12 წიგნი (პიესების კრებულები) შესწირა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს თბილისის გუბერნიის ექიმის თანაშემწე გიორგი ბროძელის თავმჯდომარეობით კომისიამ დაიწყო მინერალური წყლების ქარხნების დათვალიერება.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს მთავრობის განკარგულებით ბათუმის ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილების ფოსტალიონი მაქსიმე ნადირაძე თავისი თხოვნით გათავისუფლდა სამსახურიდან.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს მთავრობის განკარგულებით კავკასიის სარეზერვო არტილერიის ბრიგადის პირველი დივიზიონის უფროსი ილია მაკარაშვილი წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1901
ტიპი: მფლობელობა
1901 წელს მთავრობის განკარგულებით 259-ე ქვეითთა სარეზერვო გორის პოლკის პოდპოლკოვნიკი ივანე მაყაშვილი წმ. ანას მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს მთავრობის განკარგულებით 39-ე არტილერიის პოლკის უფროსი ტარიელ ჯავრიშვილი წმ. ანას მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს მთავრობის განკარგულებით კავკასიის გრენადერთა მე-2 საარტილერიო ბრიგადის ბატალიონის უფროსი ნიკოლოზ ავალიშვილი წმ. ანას მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს მთავრობის განკარგულებით გროზნოს 253-ე სარეზერვო ბატალიონის კაპიტანი ვალერიან წიკლაური წმ. ანას მე-3 ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს კიევის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა დასახმარებლად თანხა გაიღეს ალექსანდრე სიმონის ძე საყვარელიძემ, ვლადიმერ ზურაბის ძე ჩაჩიბიამ, სერგი ლუკას ძე ბახტაძემ და ვ. ა. დემიდოვმა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს მთავრობის განკარგულებით კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადის კაპიტანი ივანე ნიკოლოზის ძე ყაზბეგი წმ. ანას მე-3 ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.