რეგისტრირებული ფაქტები81232
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 29 აპრილის „დროებაში“ ალექსანდრე ჭიჭინაძის კორესპონდენციაზე პავლე თუმანიშვილის მოსაზრება დაიბეჭდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 12 ნოემბრის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სურამის მომრიგებელმა მოსამართლემ განიხილა მელქო ლოტუევის საჩივარი სურამის რკინიგზის სადგურის უფროსის თანაშემწის, იაგორ მახარაძის წინააღმდეგ, რომელსაც მომჩივანი მისი კუთვნილი ამანათის მითვისებაში სდებდა ბრალს.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 10 თებერვალს თბილისის საოლქო სასამართლოში მევახშეობაში ეჭვმიტანილი ვერა პოლონსკისა და ნიკოლოზ გვარამიძის საქმის განხილვა დაინიშნა.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 12 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ფოტოგრამა აბრამ ნორდშტეინმა გამოსცა ქართველი მწერლების პორტრეტების ალბომი, რომელშიც ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ნიკო ნიკოლაძის, ალექსანდრე ყაზბეგის და სხვათა სურათები იყო წარმოდგენილი. ალბომი 75 კაპიკი ღირდა და შემოსავლის 10 პროცენტი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საჭიროებებს მოხმარდებოდა.
1898
ტიპი: ნასამართლეობა
1898 წლის 9 ნოემბერს ახალციხის სასამართლომ ა. ი. ბოგაევსკის თავმჯდომარეობით, განიხილა ივანე მეფისაშვილის მკვლელობის საქმე და პატიმრობა მიუსაჯა მიხეილ მეფისაშვილს და ახალციხის მაზრის გლეხებს, 58 წლის მოლა ალი-მუსა-ოღლის, 18 წლის ფაღლი ალი-მუსა-ოღლის, 27 წლის ტიუფან რაჯაფ-ოღლის და 18 წლის მურად მევლუდ-ოღლის. პროცესზე მხარეთა ინტერესებს ნაფიცი ვექილი გ. ს. ტერ-სტეფანოვი და კერძო ვექილი დოლგოლენკო წარმოადგენდნენ.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 4 ნოემბერს სასიკვდილოდ დაჭრეს სოფელ ბედიის მკვიდრი, მაჰმუდ წურწუმია, ერთი წლის წინ იმავე სოფლის ბოქაულის, კეღუცა მახარიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 5 ნოემბერს ოჩამჩირის პოლიციას მედუქნე ანტონ შელიას უგზოუკვლოდ გაუჩინარების შესახებ შეატყობინეს.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 11 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ნატალია ივანეს ასულ მაჩაბლის მიერ ყორღანოვის ქუჩაზე დაკარგული ჩემოდანი, რომელშიც 30000 მანეთი იდო, გამვლელმა იპოვა და პოლიცმეისტერის გამგეობას გადასცა, რის შემდეგაც დაკარგული ნივთი და თანხა მეპატრონეს დაუბრუნდა.
1898
ტიპი: ნასამართლეობა
1898 წლის 13 ნოემბერს თბილისის სასამართლო პალატაში ს. მილილოვის საქმის განხილვა იყო დაგეგმილი, რომელსაც მოქალაქე გრ. მირზოევისთვის 40000 მანეთის გაბათილებული ვექსილის წარდგენა ედებოდა ბრალად.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 11 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი ბაქოდან ყუბანის მაზრაში, შემდეგ კი ქალაქ დარუბანდში გაემგზავრებოდა და თბილისში 14 ნოემბერს დაბრუნდებოდა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 11 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ხელოსანთა ამხანაგობა „შრომამ“ მეჩუქურთმე ა. აფ. ბატანოვი დაიქირავა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 11 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ავადმყოფი მსახიობის, ბარბარე ავალიშვილის დასახმარებლად ქართულ დრამატულ საზოგადოებას უნდა წარმოედგინა სცენები დავით კეზელის პიესიდან „მიროვოი სუდიასთან“ ელისაბედ ჩერქეზიშვილის, კონსტანტინე შათირიშვილის, ბ. ბ. აბაშიძის, გიორგი კანდელაკის, ალექსანდრე იმედაშვილისა და სანდრო თამაზიშვილის მონაწილეობით.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 11 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ავადმყოფი მსახიობის, ბარბარე ხერხეულიძე-ავალიშვილის დასახმარებლად, ქართული დრამატული საზოგადოება ჰერმან მელვილის „სიულივანის“ პრემიერას წარმოადგენდა, რომლის თარგმანიც დავით მესხს ეკუთვნოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 28 აპრილის გაზეთ „დროების“ ცნობით, სათავადაზნაურო ბანკის დამფუძნებელთა სხდომაზე დაამტკიცეს ზაქარია ანდრონიკაშვილის წინადადება კრებაზე ხმის მიცემის უფლების შესახებ.