საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85422

1877

ტიპი: მფლობელობა

1877 წლის 23 იანვრის გაზეთ „დროების” ცნობით, ქუთაისში, ბალახვანში სვიმონ ივანეს ძე მესხი და ელისაბედ ს. მარჯანოვი სამოსახლო ადგილებს ყიდდნენ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 23 იანვრის გაზეთ „დროების” ცნობით, კუკიის ხიდთან მდებარე გრიქუროვის წიგნის მაღაზიაში მიხეილ ბებუთოვის მიერ ქართულად ნათარგმნი კრილოვის იგავები იყიდებოდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 3 მაისის გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა რუისის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის შემოსავალ-გასავლის ანგარიში, რომელსაც ხელს მიხეილ კლიმიაშვილი, სოსე მღებრიშვილი და ესტატე ბუზიაშვილი აწერდნენ.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 28 აპრილის „დროების“ ცნობით, ივანე ავალიშვილი ბანკის დამფასებელი იყო.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს ივანე მჭედლიშვილმა ავლაბარში სახალხო წარმოდგენების მმართველი წრე ჩამოაყალიბა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 21 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ჯაბაურის სტატიის „ქართული სახალხო თეატრის ისტორია“ VIII ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 21 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვახტანგ კოტეტიშვილის წერილის „ილია ჭავჭავაძე“ III ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 21 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა რაფიელ ალექსანდრეს ძე ჯიბლაძის ლექსი „სიზმარი“.

1843

ტიპი: თანამდებობა

1843 წელს პეტრე მათეს ძე ბახტაძე ხონის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1838

ტიპი: თანამდებობა

1838 წელს პეტრე ივანეს ძე ჩხენკელი ხონის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1828

ტიპი: თანამდებობა

1828 წელს პეტრე ივანეს ძე ჩხენკელი ხონის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წელს ზაქარია სიმონის ძე მჭედლიძე ხონის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916-17 წლებში ილარიონ ლევანის ძე გორდულაძე ხონის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1915

ტიპი: გარდაცვალება

1915 წლის 8 აგვისტოს ხონის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იასონ პეტრეს ძე ქუთათელაძე გარდაიცვალა.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904-13 წლებში იასონ პეტრეს ძე ქუთათელაძე ხონის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1891

ტიპი: თანამდებობა

1891-1893 წლებში ზოსიმე კონსტანტინეს ძე ნემსიწვერიძე ხონის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 28 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ქუჩიშვილის ლექსი „უპასუხო“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 28 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შაქრო საფაროვის წერილი „სტუმრად რეჟისორ კ. მარჯანიშვილთან“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 21 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იუზა ზარდალიშვილის წერილი „ამდროული ქართული“ (ორი კონდუქტორის საუბარი ვერის დაღმართზე).

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 28 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შალვა შარაშიძის მოთხრობა „მთვარის თვალები“.

1891

ტიპი: ორგანიზაცია

1891 წელს მიშა თუშმალიშვილი, ბესო მაისურაძე, გიორგი ჩიქოვანი, გ. ხუციევი, ვანო მაისურაძე და სხვ. ავლაბარის სცენისმოყვარეთა ამხანაგობის წევრები იყვნენ.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 3 სექტემბერს ხონის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი პეტრე მათეს ძე ბახტაძე გარდაიცვალა.

1899

ტიპი: ღონისძიება

ლევან ბაღაშვილმა პირველი როლი 1899 წლის 22 სექტემბერს თბილისის პოლკის სცენაზე შეასრულა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წელს პეტრე მათეს ძე ბახტაძე ხონის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს ავლაბარში ბესო მაისურაძის, ვანო იმედაშვილის, ლევან პოღოსოვის და ასოთამწყობ ვანო მჭედლიშვილის მეთაურობით სცენისმოყვარეთა ახალი ამხანაგობა შეიქმნა.