რეგისტრირებული ფაქტები92922
სორტირება თარიღი მზარდობით
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 5 ივნისის „ერთობა“ იუწყება, რომ სომხეთის კონსულს სადგურიდან ნივთების გადატანის დროს მოჰპარეს 20000 მან. ღირებულების ნივთებით სავსე ჩემოდანი. ეჭვმიტანილები, ბარგის გადამზიდავები – ი. სიხარულიძე და მეტრეველი დააკავეს.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 5 ივნისის გაზეთ „ერთობაში“ დაბეჭდილი ქალაქის მილიციის უფროსის ვ. სულაქველიძის ბრძანებაში ნათქვამია, რომ თბილისში სისხლის სამართლის და ქალაქის მილიციის თანამშრომლები პასუხისმგებელ თანამდებობის პირთა დაუსწრებლად ჩხრეკდნენ სახლებს. ასეთ ქმედებას ის უკანონოდ თვლიდა და კატეგორიულად მოითხოვდა მილიციის უფროსის, მისი თანაშემწის, კომისრის ან კომისრის თანაშემწის ხელმძღვანელობის გარეშე არ ჩაეტარებინათ ჩხრეკა, სასურველი იყო დღისით. იარაღიც აღნიშნული წესით ჩამოართვან.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 5 ივნისს თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის დირექტორმა ევგენი ჭოღოშვილმა უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს მისწერა, რომ მასწავლებელ გრიგოლ იასონის ძე ამაღლობელს სხვა ადგილის მოსაძებნად მიეცა ორი თვის თავისუფლება ანაზღაურების შენარჩუნებით. მისი თავისუფლების ვადა 20 მაისს დასრულდა. ის ამაღლობელის შესახებ სათანადო განკარგულებას ითხოვდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 5 ივნისის გაზეთში „ჩვენი ქვეყანა“ (N102) დაიბეჭდა ქუთაისის ვაჟთა პირველ გიმნაზიასთან არსებული ღარიბ მოწაფეთა დამხმარე საზოგადოების მადლობის წერილი იმ პირთა მიმართ, რომლებმაც ფული და სანოვაგე შესწირეს და დაეხმარნენ საქველმოქმედო საღამოს გამართვაში, განსაკუთებულ მადლობას უხდის საღამოს მომწყობთ: ალექსანდრა აბაშიძისას, ოლღა ანჯაფარიძისას და კატო მისაბიშვილისას.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 5 ივნისის გაზეთში „ჩვენი ქვეყანა“ (N102) დაიბეჭდა ცნობა, რომ თბილისის გარნიზონის უფროსმა, გენერალმა აბელ მაყაშვილმა გამოსცა ბრძანება – თბილისში მყოფი ყველა რუსი ოფიცერი და ჩინოვნიკი უნდა გამოცხადებულიყო მის სამმართველოში რეგისტრაციისა და პიროვნების მოწმობის მისაღებად, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიჭერდნენ და სამხედრო დროის წესისამებრ პასუხისგებაში მისცემდნენ, როგორც საქართველოს რესპუბლიკისადმი ბოროტად განწყობილს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 5 ივნისის გაზეთის „ჩვენი ქვეყანა“ (N102) ცნობით, ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტალში რევიზიის ჩასატარებლად გაგზავნეს დამფუძნებელი კრების წევრი ლეონტი ჟღენტი და გენერალი სტეფანე ახმეტელაშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 5 ივნისის გაზეთის „ჩვენი ქვეყანა“ (N102) ცნობით, ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტალში რევიზიის ჩასატარებლად გაგზავნილმა ლეონტ ჟღენტმა და გენერ. სტეფანე ახმეტელაშვილმა შუამდგომლობა აღძრეს სამხედრო მინისტრის წინაშე, გაეთავისუფლებინათ ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის საოჯახო ნაწილის გამგე ანდრია ამბოკაძე.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 5 ივნისის გაზეთის „ჩვენი ქვეყანა“ (N102) ცნობით, ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტალში 46 ყუთამდე შაქარი დაიკარგა, კომისარ წივწივაძეს შაქრის ღირებულება გადაახდევინეს, საწყობის გამგე მასლიუკოვი კი პასუხისგებაში მისცეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 5 ივნისის გაზეთში „ჩვენი ქვეყანა“ (N102) დაიბეჭდა სოხუმის ჯარების უფროსის, პოლკოვნიკ კარგარეთელის ოპერატიული ცნობა, რომ მოწინააღმდეგემ, 200-მა კაცმა, შეუტია „222“ სიმაღლეს, მაგრამ უკუაქციეს დიდი ზარალით, რომ ქართველმა მზვერავებმა აღმოაჩინეს მტრის საყარაულო პუნქტები ახალ ბასიანში, ახალდაბასა (Новый городъ) და სხვ. მოკლულია მხედარი ისაკაშვილი და დაჭრილია მხედარი ივანიძე.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 6 ივნისს მილიციელი ჰუსეინ კაფარი საგუშაგოზე ჯდომის გამო სამსახურიდან დაითხოვეს.
1919
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1919 წლის 6 ივნისს მილიციელი სერგი ფირუზაშვილი საგუშაგო პოსტის თვითნებურად მიტოვების გამო სამსახურიდან დაითხოვეს.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 6 ივნისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, თბილისის მე-10 კომისარიატის ყოფილი მილიციონერი სერგი ფირუზაშვილი პოსტის თვითნებურად მიტოვების გამო 2 კვირით დააპატიმრეს.
1919
ტიპი: თანამდებობა
მთავარგამგე ჭუმბურიძე 1919 წლის 6 ივნისს სამხედრო სამინისტროს (ლეჩხუმის სამაზრო ერობის შუამდგომლობით) სათანადო განკარგულების გაცემას სთხოვს ჯარისკაც დავით ბაბლუანის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებაზე.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 6 ივნისს კ. აბაშიძის სახალხო განათლების მინისტრის თხოვნაში წერია, რომ 1914 წლიდან 1915 წლამდე მსახურობდა საერობო კავშირის ბათუმის განყოფილებაში და პირველ ხანებში განაგებდა მთელი ართვინის მიმართულების დაწესებულებათა საქმეებს,შემდეგ კი მთავარი დაწესებულების საქმის გამგედ ბათუმში. ჯამაგირს იღებდა თვეში-300 მან., ჰქონდა ოთახი და სადილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 7 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწრნენ: თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: ი. ვართაგავა, ს. იაშვილი, ი. გიორგობიანი, შ. დედაბრიშვილი, თავმჯდომარეობდა დ. კარიჭაშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 7 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომამ განიხილა თ. კიკვაძის სიტყვიერი მოხსენება საზოგადოების სკოლების გადაცემის შესახებ. თ. კიკვაძეს მინდობილი ჰქონდა, გამგეობის სახელით აღეძრა შუამდგომლობა დამფუძნებელი კრების განათლების კომისიაში ქ. შ. წ. კ. გ. ს. სკოლების გადაცემის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, აღძრულიყო შუამდგომლობა განათლების სამინისტროს წინაშე დამფუძნებელი კრების განათლების კომისიის დადგენილების თანახმად საზოგადოების სკოლების ერობათა უწყებაში გადაცემის შესახებ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 7 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ნავთლუღის სკოლის მასწავლებლების თხოვნა, მოემატოს მათ ჯამაგირები ან მიეცეთ ერთდროული დახმარება. გამგეობის ცნობით, საგნების მასწავლებელი ღებულობს თვეში 440 მან. საპროფესიო/ხელსაქმის – 254 მ. გამგეობამ გადაწყვიტა, მიეცეს თითოს ერთდროული დახმარების სახით ცხრაას-ცხრაასი მანეთი. ორივეს 1800 მანეთი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 7 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ს. იაშვილის თხოვნა, „ბუნებისმეტყველების“ I ნაწილის (გეოგრაფიის) ჰონორარის სრული ანგარიშის მიცემის შესახებ. მიღებული ჰქონდა 1400 მანეთი. გამგეობამ დაადგინა, ჰონორარის ანგარიშში მას კიდევ 2600 მანეთი გადასცემოდა.

