რეგისტრირებული ფაქტები85404
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 21 სექტემბერს ქუთაისის თეატრში წარმოადგინეს სტინდბერგის დრამა „მამა“ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის მონაწილეობით.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის სექტემბერში ქართული თეატრის აღსადგენად „სახალხო ფურცლის“ ასოთამწყობებმა – ნ. ქოზაშვილმა, ა. გაბრიელაშვილმა, ი. ჩაგუნავამ და სხვა 22 მანეთი შეაგროვეს.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს თბილისის პოლიცმეისტერ კოვალიოვის გარკვეული დროით ბორჯომში წასვლის გამო მის მოვალეობას თანაშემწე სიდამონ-ერისთავი ასრულებდა.
1914
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1914 წელს, პირველ მსოფლიო ომში, დაჭრეს პორუჩიკები ა. კ. ფარესიშვილი და ა. რ. მიქელაძე.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 28 სექტემბერს შეიქმნა კომიტეტი, რომლის წევრებიც იყვნენ: პ. ი. თუმანიშვილი, მიხეილ და იოსებ გედევანიშვილები, გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული, გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა, გიორგი ლასხიშვილი, შალვა მიქელაძე, მიხეილ ქორელი, ივანე ზურაბიშვილი და კონსტანტინე ანდრონიკაშვილი. კომიტეტს ქართული თეატრის აღსადგენი თანხების მოძიების დასაწყებად მეფის მოადგილისგან ნებართვა უნდა მიეღო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 28 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილიკო სინჯიაშვილის მიერ კაკაბეთში თქმული ხალხური ლექსი „ლექსი რუსთველზე“.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 14 სექტემბერს გიორგი თაზიშვილის მეთაურობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გორში გაიმართა წარმოდგენები „დედინაცვალი“ და „მამის მკვლელი“.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912-17 წლებში ბიქტორ მიხეილის ძე ჯაფარიძე ხრეითის წმ. გიორგის (ლოლაძეების უბნის) ეკლესიის მღვდელი იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს საგენერალო შტაბის ციხის უფროსი, პოდპოლკოვნიკი ილია ოდიშელიძე წმ. სტანისლავის მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს აგრონომი არტემ ფირალოვი რეგიონებში მოგზაურობის შემდეგ თბილისში დაბრუნდა.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წელს კიევის უნივერსიტეტის პროფესორი კონსტანტინე ტომაშევსკი თბილისიდან ბათუმში წავიდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 19 ივლისს კავკასიის სამეურნეო საზოგადოების შენობაში გიორგი თუმანიშვილის თავმჯდომარეობით გაიმართა სხდომა, რომლის გადაწყვეტილებითაც კავკასიის სამეურნეო-სამრეწველო გამოფენაზე ბეჭდვითი განყოფილება ჩააბარეს „კავკაზკი ვესტნიკის" გამომცემელ ვასილ ყორღანოვს.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897-1903 წლებში გიორგი ბესარიონის ძე შენგელია ხუნჯულაურის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896-97 წლებში პავლე გიორგის ძე შენგელია ხუნჯულაურის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.
1873
ტიპი: თანამდებობა
1873-96 წლებში ლუკა ივანეს ძე კანდელაკი ხუნჯულაურის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.
1856
ტიპი: თანამდებობა
1856-60 წლებში მაქსიმე გრიგოლის ძე კანდელაკი ხუნჯულაურის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს თადეოზ დიანოსის ძე კანდელაკი ხუნჯულაურის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.
1856
ტიპი: გარდაცვალება
1856 წლის 20 დეკემბერს ხუნჯულაურის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იესე სეხნიას ძე შენგელია გარდაიცვალა.