საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85404

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ოქტომბერში კამარლოდან ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას ანა და ივანე ზედგინიძეებმა 130 მანეთი შესწირეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს გზათა სამინისტროს კანცელარიის ვიცე-დირექტორი ნ. ს. ტერსკი პეტერბურგიდან ამიერკავკასიაში გაგზავნეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ოქტომბერში ნინო და დარიკო ნიკიტინებმა ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას 2 მანეთი შესწირეს.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მღვდელმა გაბრიელ დარჩიამ ელენე ბერიძესა და მატრონე დარჩოს ასულ კუპრაძეს მადლობა გადაუხადა ბულაჩაურის წმ. გიორგის ეკლესიისათვის საეკლესიო ნივთების, მათ შორის ვერცხლის ყდიანი ქართული სახარების, შეწირვის გამო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ოქტომბერში გიორგი და მიხეილ საბახტარიშვილებმა ფოთიდან ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას 150 მანეთის ხის მასალა შესწირეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს მთავრობის განკარგულებით, გენერალ, თავად ბაგრატიონის სახ. პოლკის პოდპოლკოვნიკი შიო ელიავა წმ. ანას მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907-17 წლებში ბარნაბა ივანეს ძე საყვარელიძე ჯოყოეთის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1865

ტიპი: თანამდებობა

1865-1907 წლებში იოვანე ლევანის ძე საყვარელიძე ჯოყოეთის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1851

ტიპი: თანამდებობა

1851 წელს წელს სვიმონ ქაიხოსროს ძე ეჯიბაძე ჯოყოეთის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს სვიმონ ქაიხოსროს ძე ეჯიბაძე ჯოყოეთის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1845

ტიპი: თანამდებობა

1845-51 წლებში პეტრე ვასილის ძე მოდებაძე ჯოყოეთის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-66 წლებში დიმიტრი თამაზის ძე გიორგაძე ჯონიის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1846

ტიპი: გარდაცვალება

1846 წლის 8 აპრილს ჯონიის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი თეოდოსი (თედორე) ნიკოლოზის ძე ბუხაიძე გარდაიცვალა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ოქტომბერში მზარეულმა ლევან არჩვაძემ ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას 2 მანეთი შესწირა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ოქტომბერში მზარეულებმა თ. სვანმა, სიმონ ხორხაძემ და დ. ენუქიძემ ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას თითო მანეთი შესწირეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ოქტომბერში ივანე ესტატეს მჭედლიშვილმა ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას 3 მანეთი შესწირა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ოქტომბერში ალ. თევ. ბელინსკიმ ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას მანეთი შესწირა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ოქტომბერში ვაჭარმა ალ. ბადინოვმა ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას მანეთი შესწირა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ოქტომბერში ივანე საათაშვილმა ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას 3 მანეთი შესწირა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ოქტომბერში დიმიტრი იოსების ძე მელაშვილმა ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას 2 მანეთი შესწირა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ოქტომბერში ექიმმა ილია იოსების ძე ანდრონიკაშვილმა ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას 10 მანეთი შესწირა და განაცხადა, რომ თეატრის აშენებამდე ყოველთვიურად მანეთს გაიღებდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ოქტომბერში ჯარში გაწვეულმა ჯარისკაცებმა – ვ. თავბერიძემ, მ. რუსიძემ, კ. ჩხენკელმა, გ. ტორაძემ და სხვ. – გადაწყვიტეს, შინ დაბრუნებამდე ხელფასის მეექვსედი, 3. 97 მანეთი, ყოველთვიურად ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიისთვის გამოეგზავნათ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 10 სექტემბერს ხაშურის დრამატული წრის სცენისმოყვარეებმა – ქეთევან კალაძემ, ლ. და ქს. კამკამაძეებმა, ალექსანდრე ნესტორის ძე კორძაიამ, სტეფანე გიორგის ძე ნოზაძემ, მ. კვალიაშვილმა, ნ. სიხარულიძემ, გ. სულიაშვილმა, ალ. ქუთათელაძემ და ვასილ ხოზბერაშვილმა – წარმოადგინეს „მოტყუებულნი“ და „ცოლ-ქმრობის წინააღმდეგ“.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გუდაუთაში ტრაგიკულად დაიღუპა ლევან სვიმონის ძე ყიფიანი, მას ქუთაისში ჩამოასვენებდნენ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 19 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა მესამე ნაწილი არჩილ დარეჯანაშვილის ნარკვევისა „მცენარეთ-მეტყველება“.