საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81403

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 ივლისის „ერთობაში“ გურიის საოლქო შტაბის წევრი რ. ჩხაიძე აქვეყნებს იმ გვარდიელთა სიას, რომელთაც საოლქო შტაბი დაეხმარა (სიმინდი იაფად დაუთმო): თედორე ჭანიშვილი, თეოფილე ურუშაძე, გრიგოლ მენაბდე, პროკოპი კიღურაძე, იორდანე მურვანიძე, ქრისტეფორე თავბერიძე, სიმონ სადრაძე, პარმენ კობალავა, ნოე გოგელია.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 ივლისის გაზეთი „ერთობა“ იუწყება, რომ დამფუძნებელი კრების სამხ. კომისიამ დამფ. კრების წევრ ა. ი. ჩხენკელის სახელზე მიღებული თანხით ბათუმის მიმართულებით მყოფი ჯარისთვის საჩუქრები შეიძინა.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 2 ივლისს ადგილობრივი მთავრობის განკარგულებით დაიხურა თურქული გაზეთი „სედაი მილეთი“. მთავრობამ დაატუსაღა სტამბის პატრონი ბ. შმაევსკი გაზეთის უნებართვოდ დაბეჭდვისთვის და აპირებდა მის გასამართლებას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 ივლისს რკინიგზის სადგურზე ქობულეთის უხუცესმა გულუ აღა კაიკაციშვილმა ქართულ ჯარს პურ-მარილი მიართვა და მიესალმა საქართველოს ისტორიული საზღვრების აღდგენას. საჩუქარი ჩამოართვა პოლკოვნიკმა სოლომონ გეგელაშვილმა. ხალხმა გამარჯვება უსურვა ნოე ჟორდანიას. მიესალმნენ საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს, რომელმაც ბევრი დაბრკოლება დაძლია და ბათუმი და ბათუმის ოლქი უსისხლოდ შეუერთა საქართველოს; მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს მემედ აღა გოგიბერიძემ და ბათუმის ქართული გიმნაზიის მოსწავლემ, ცივაძემ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 3 ივლისს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგჭკორი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ბათუმის საქართველოსთვის გადმომცემი საგანგებო კომისიის თავმჯდომარემ, პოლკოვნიკმა სტროქსმა ინახულა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 ივლისის „ერთობა“ იუწყებოდა, რომ თბილისის ქალაქის თვითმართველობის სასურსათო განყოფ. გამგე პანიევმა დეპეშათა სააგენტოს წარმომადგენლის შეკითხვაზე, სანოვაგეზე ფასების აწევის მიზეზებთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ ეს იყო დროებითი და გამოწვეული ინგლისელების ბათუმიდან წასვლისთვის მზადებით. კომერსანტებმა საქონლის გაზიდვა დაიწყეს, ამიტომ გაძვირდა ვალუტა და საქონელიც. პანიკა შეწყდა, როგორც კი გაიგეს, რომ ბათუმი საქართველოს გადაეცემოდა.

1922

ტიპი: ავტორობა

ალექსანდრე არსენიშვილმა გაზეთ „ბარრიკადში“ გამოაქვეყნა წერილი „დახვეწილი ნაოჭი“, რომელშიც განიხილა სანდრო ცირეკიძის, შალვა აფხაიძის, ნიკოლოზ მიწიშვილის, კოლაუ ნადირაძის, ტიციან ტაბიძს, გრიგოლ რობაქიძის, ვალერიან გაფრინდაშვილის, პაოლო იაშვილისა და პავლე ინგოროყვას პოეზია.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 7 იანვარს ვალერიან გაფრინდაშვილმა გაზეთ „ბარრიკადში“ გამოაქვეყნა წერილი სანდრო ცირეკიძის შესახებ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, ილია ზდანევიჩმა „ცისფერყანწელებს“ პარიზში მყოფი ლადო გულიაშვილისა და დავით კაკაბაძის გაჭირვების შესახებ წერილით შეატყობინა.

1922

ტიპი: ღონისძიება

გერონტი ქიქოძემ, როგორც ახალ მწერალთა კავშირის საბჭოს წარმომადგენელმა, მიმართა კომისარს დავით კაკაბაძისა და ლადო გუდიაშვილის დასახმარებლად.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ თბილისში დაბრუნდა სამთამადნო სამმართველოს კომისია (ხელმძღ. ინჟინერი ყიფშიძე), რომელმაც კვლევა-ძიება ჩაატარა სოფ. მუხროვანში, უჯარმაში, საცხენისში, მარტყოფში, ახალსოფელში, ნორიოში.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, სანდრო ცირეკიძის რედაქტორობით ქუთაისში ჟურნალი „შვილდოსანი“ განახლდა.

1922

ტიპი: გარდაცვალება

1922 წლის 7 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ცნობა შალვა ქიქოძე ტუბერკულოზით გარდაცვალების შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 ივლისს სოფელ ონტოფოს უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგე ფედოსია ალექსანდრეს ასული ანჯაფარიძე იუწყება, რომ სასწავლებელმა სეფიეთში გამართა ფრონტის დღე წარმოდგენით და შემოსავალს უგზავნიან დანიშნულებისამებრ გადასაცემად.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, სანდრო ყანჩელმა პიესა „სიზმრები“ დაწერა, რომელიც შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში დაიდგა.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წელს ხელოვნების სასახლეში დაარსებული პროლეტარულ პოეტთა ასოციაციის თავმჯდომარე იყო სანდრო ეული.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, ხელოვნების სასახლეში „პროლეტარულ პოეტთა ასოციაციის“ გახსნას მიესალმა დავით კანდელაკი, სიტყვა წარმოთქვეს: სანდრო ეულმა და გრიგოლ საყვარელიძემ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, ვალერიან გაფრინდაშვილმა რუსულად თარგმნა ნიკოლოზ ბარათაშვილის ნაწარმოებები და დასაბეჭდად გადასცა სახალხო განათლების კომისარიატთან არსებულ სახელმწიფო გამომცემლობას.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წელს საქართველოს სახალხო განათლების კომისარ დავით კანდელაკის ინიციატივით თბილისში უნდა გამართულიყო დოსტოევსკის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, მწერალთა კავშირის ახალი საბჭო აპირებდა ხელოვნების სასახლეში დოსტოევსკისადმი მიძღვნილი საღამოს გამართვას, სადაც გრიგოლ რობაქიძეს უნდა წაეკითხა მოხსენება „ნიცშე და დოსტოევსკი“, ტიციან ტაბიძეს კი – „ლეგენდა დიდებულ ინკვიზიტორზე“.

1920

ტიპი: ორგანიზაცია

1920 წლის 6 ივლისის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საზოგადოებამ გადაწყვიტა, საზღვარგარეთ ორგანიზაციის ჩამოსაყალიბებლად გაეგზავნა „ჩემოს" წარმომადგენლები, რისთვისაც შექმნეს კომისია. კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს ნიკო (ნიკოლოზ) იოსების ძე ნიკოლაძე, წევრებად – ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ჯაყელი, პ. ი. ოგანეზოვი, ვ. დრენენი, გ. ე. ჯავახიშვილი, ბ. ა. პაპავა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ სვირის მილიციის უფროსმა შეიპყრო ფილიმონ ხიდაშელის შარშანდელი მძარცველები დავ. ჩხიკვაძე და ვ. კოხეიძე.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 6 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ სვირის მილიციის უფროსმა შეიპყრო ღვინის ვაჭრები სიმონ ნიკოლოზის ძე ჯღამაძე და სტეფანე ალექსანდრეს ძე ტაბიძე, რომელთაც 90 000 მან. ყალბი ფული აღმოაჩნდათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ მევენახეთა და მეღვინეთა ყრილობის საბჭომ პროფესორ მელიქიშვილის თავმჯდომარეობით შექმნა კომისია ღვინის შესახებ კანონპროექტის შესამუშავებლად. პროექტმა ფალსიფიკაციასთან ბრძოლა უნდა გაითვალისწინოს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ მარო ბეჟიაშვილისა და თამარა ივანიძის მიერ გამართული წარმოდგენიდან რედაქციამ 43 მან. მიიღო. გორის ფონდი.