რეგისტრირებული ფაქტები91869
სორტირება თარიღი მზარდობით
1919
ტიპი: ღონისძიება
ევგენი ჟარკოვსკის ანალიტიკური რუბრიკის მე-5 ნაწილიდან ვიგებთ, რომ 1918 წელს მოზდოკის საოლქო ყრილობაზე ყაჩაღობასთან ბრძოლის საკითხი განიხილეს, რაც ინგუში მოსახლეობის განიარაღებას გულისხმობდა. ჩანაფიქრის განხორციელება მისი სირთულიდან გამომდინარე ნიკოლოზ მეფის ხელისუფლებამაც ვერ შეძლო. სოციალისტური ბლოკის მოთხოვნით აღნიშნული საკითხი არ დაამტკიცეს.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ვოლნი გორეცში“ დაბეჭდილ ინტერვიუში ჩრდილოკავკასიელთა სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობაზე აზრს გამოთქვამს ორი რესპონდენტი: გაჯი ქერიმ სანიევი – აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი სოციალისტთა ფრაქციიდან (პარტია „ჰუმეთი“) და ჰაიდარ ბამატი – მთიელთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი და მთიელთა დელეგაციის წევრი ვერსალის კონფერენციაზე.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ვოლნი გორეცის“ ცნობით, გ. სანიევმა კავკასიელ მთიელთა სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობაზე საუბრისას ინტერვიუში განაცხადა, რომ ვიდრე ჩეჩნეთსა და დაღესტანზე იმამ შამილის გავლენა ვრცელდებოდა, მთიელებს დამოუკიდებელი ცხოვრება და საკუთარი პრიმიტიული სახელმწიფოებრიობა ჰქონდათ, რასაც გენერალმა ბარიატინსკიმ ბოლო მოუღო.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ვოლნი გორეცში“ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის წევრი გაჯი სანიევი აცხადებს, რომ ჩრდილოკავკასიელთა განმათავისუფლებელ ბრძოლაში საქართველო და აზერბაიჯანი უმოქმედო მაყურებლებად არ უნდა დარჩნენ, რადგან მთიელთა დამარცხება მათ თავისუფლებასაც დიდ საფრთხეს უქმნის.
1919
ტიპი: ავტორობა
გაზეთთან ინტერვიუში ჰაიდარ ბამატმა განაცხადა, რომ პარიზიდან კავკასიაში დაბრუნდა ვერსალის კონფერენციის მთიელ დელეგატთა ნაწილთან ერთად, რათა ხალხისთვის გაეცნოთ მუშაობის შედეგები, აეხსნათ, თუ რა ვითარება იყო კონფერენციაზე მთიელთა დამოუკიდებლობის საკითხთან დაკავშირებით. ამასთან, საჭირო იყო ადგილზე გასცნობოდნენ შეცვლილ ვითარებას.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 14 ოქტომბერს ჯავის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის ხელმძღვანელებს მისწერეს, რომ თუ ჯავის სასწავლებელში მშობლიურ (ოსურ) ენაზე სწავლა შეუძლებელი იყო, მაშინ სახელმწიფო ენაზე უნდა ეწარმოებინათ სასწავლო პროცესი, რადგან სახელმწიფო ენა სავალდებულო იყო. ხელს აწერენ გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და საქმისმწარმოებელი კონსტანტინე ილიას ძე აბაშიძე.
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 14 ოქტომბერს ანდრო ივანეს ძე აბაშიძე საჩხერიდან თბილისის მეხუთე ვაჟთა გიმნაზიაში ჯიშკარიანს სწერდა, რომ ექიმი იაშვილის სანახავად ბათუმში მიდიოდა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 14 ოქტომბერს, ოზურგეთის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი, ილია ფერაძე, უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს წერს, რომ თანახმაა გიორგი ანდრიაძე გადაიყვანონ ქუთაისის გიმნაზიაში. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სურდა საგნის მცოდნე და ენერგიული მასწავლებელი, ანდრიაძე, თავის გიმნაზიაში დარჩენილიყო ესმის მისი ოჯახური მდგომარეობა და ანგარიშს უწევს არსებულ ვითარებას. დარწმუნებულია, ქუთაისის გიმნაზიაში ანდრიაძის არ დამტკიცება გამოიწვევს მასწავლებლობის ასპარეზობიდან მის ჩამოშორებას და ერობის გამგეობაში შესვლას ქუთაისშივე, ეს კი სასარგებლო არ არის, ვინაიდან ანდრიაძე ენერგიული და საგნის მცოდნეა, მსგავსი მასწავლებლების დაკარგვა კი არ არის სასიამოვნო ფაქტი. სწორედ ამიტომ, მისი დამტკიცება ქუთაისის გიმნაზიაში ძალიან საჭიროა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 15 ოქტომბერს სახელმწიფო კონტროლის წარმომადგენლებმა მისწერეს განათლების სამინისტროს, რომ გიმნაზიის ყოფილი პედაგოგი ფ. სირაძე სამინისტროს დაუკითხავად მიიწვიეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 15 ოქტომბერს გორის სამაზრო ერობის გამგეობას უგზავნიან ჯავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის შუამდგომლობას N55-ით და მასთან დართულ მაღაევის თხოვნას მიწერ-მოწერის უკან დაბრუნების და საქმესთან დაკავშირებით აზრის შეტყობინების შესახებ. ხელს აწერენ: მთავარგამგე გ. ჭუმბურიძე და საქმის მწარმოებელი კ. აბაშიძე. ფანქრით არის მიწერილი სხვა თარიღი 20.10.1919.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 15 ოქტომბერს განათლების სამინისტრომ გორის სამაზრო ერობის გამგეობას გაუგზავნა ჯავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის N 54 შუამდგომლობა და დავით გიკაევის თხოვნის დოკუმენტი. ხელს აწერენ გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და საქმისმწარმოებელი კონსტანტინე ილიას ძე აბაშიძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 15 ოქტომბრიდან მარგალიტა გიგინეიშვილი, თანახმად მისი თხოვნისა, გაათავისუფლეს უფროსი ქალის თანამდებობიდან.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 15 ოქტომბერს ოლივერ უორდროპი, გრანდი, მამუკა ორბელიანი, რობეკის ორი ოფიცერი და სომეხი პოლკოვნიკი ერევანში მატარებლით გაემგზავრნენ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 16 ოქტომბერს ოლივერ უორდროპმა ერევანში ექვსკაციან ამალასთან ერთად ყველა სავალდებულო ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 16 ოქტომბერს ოლივერ უორდროპმა ერევანში მთავრობის სასტუმრო სახლში პრეზიდენტთან, მინისტრებთან და ინგლისის, ამერიკის, რუსეთის (დენიკინის არმიის), საქართველოს, აზერბაიჯანისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად ივახშმა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 16 ოქტომბერს ერევანში ჩასულ ოლივერ უორდროპს დახვდა პრეზიდენტი ხატისიანი, რომელმაც აღნიშნა, რომ ბაქოში მისმა ვიზიტმა მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაუნდობელ საომარ მოქმედებათა შესაწყვეტად.

