საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91870

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ქ. თელავის მოურავის, მიხეილ თათუზოვის შუამდგომლობაზე, დაარსებულიყო მოძრავი საავადმყოფო, სამაზრო ექიმმა მიტროფანოვმა თანხმობა განაცხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 ივლისს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის შენობაში გამართულ თბილისის სავაჭრო ამხანაგობა „შუამავლის" წევრთა საზოგადო კრების თავმჯდომარედ ანტონ ფურცელაძე აირჩიეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ნინო სოლომონის ასულმა მირიანაშვილმა სოფ. შილდის სახალხო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს დასახმარებლად თანხა შეაგროვა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ალექანდრა აბაშიძისამ ზესტაფონის სამკითხველოს სასარგებლოდ საცეკვაო საღამო გამართა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 3 ივლისს ქ. სიღნაღის თვითმმართველობის კრებაზე ხმოსანი ნ. ამირხანოვი ითხოვდა სამაზრო ზედამხედველის თანამდებობის შექმნას.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ქ. თელავის მოურავმა მიხეილ თათუზოვმა მთავრობის წინაშე აღძრა შუამდგომლობა, თელავში დაარსებულიყო მოძრავი საავადმყოფო ერთი საწოლით.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 ივლისს ქუთაისის გუბერნიის მმართველის განკარგულებით საგლეხო საქმეთა საკრებულოს წევრი ა. ა. ბიბიკოვი ბათუმში გაემგზავრა ბათუმის საბჭოში მომხდარი ინციდენტის გამოსაკვლევად.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის ივლისში კავკასიის სამხედრო ოლქის საინჟინრო სამმართველოს უფროსის თანაშემწე გენერალ-მაიორი ტარასენკო ბათუმში გაემგზავრა იქ მომხდარი უბედური შემთხვევის გამო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 11 ოქტომბერს სახალხო წარმოდგენების მმართველმა წრემ ტრიფონ რამიშვილის პიესა „მეზობლები“ წამოადგინა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 3 ივლისს ქ. სიღნაღის თვითმმართველობის კრებამ დაადგინა, აკ. გრიგორიანს თელავის გზაზე გაეშენებინა ხეივანი, აუცილებლად დაერგო აკაციები და ცაცხვები.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს თბილისში ჩამოვიდა ყაზანის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი ლებედევი, რომელსაც ყაზანის ბუნებისმეტყველების მეცნიერთა საზოგადოებისგან დავალებული ჰქონდა კავკასიის გეოლოგიური გამოკვლევა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 5 ივლისს თბილისის თავად-აზნაურთა თეატრის ფოიეში გამართულ ქართული დრამატული საზოგადოების კრებას 25 წევრი დაესწრო. კრების თავმჯდომარედ აირჩიეს ანტონ ფურცელაძე.

1853

ტიპი: გარდაცვალება

1853 წელს არქიმანდრიტი სვიმონ წულუკიძე გარდაიცვალა და გელათის ღვთისმშობლის შობის ტაძარში დაკრძალეს.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წლის ივლისში თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიის დირექტორი ლევ მარკოვი ორი თვით საზღვარგარეთ წავიდა.

1795

ტიპი: თანამდებობა

1795 წლის აპრილში გრიგოლ დაჩიბერიძე ჭელიშის მონასტრის წინამძღოლი იყო.

1845

ტიპი: თანამდებობა

1845 წლის შემდეგ სვიმონ წულუკიძე გელათის მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს კავკასიის მთავარ მმართებლის გრიგოლ გოლიცინის ნებართვით სოფ. ავლევის ქსენონს საერობო თანხიდან 600 მან. გადაეცა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ოქტომბერში დავით კასრაძე ბელგიიდან საქართველოში დაბრუნდა.

1845

ტიპი: ნასამართლეობა

1845 წელს სინოდალურმა კანტორამ არქიმანდრიტი სვიმონ წულუკიძე ბრალდებისგან გაათავისუფლა და საეკლესიო ხაზინისთვის გადაცემული მამულები დაუბრუნა.

1901

ტიპი: ნასამართლეობა

1901 წლის 13 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილეს ყარამან ორჯონიკიძის საქმე, რომელსაც ადამიანის მოკვლის განზრახვა ედებოდა ბრალად.

1838

ტიპი: ნასამართლეობა

1838 წელს არქიმანდრიტ სვიმონ წულუკიძეს და მის მოადგილეს სასულიერო კანტორა 944 მანეთის დაკლებას ედავებოდა.

1827

ტიპი: თანამდებობა

1827 წელს არქიმანდრიტი სვიმონ წულუკიძე იმერეთის საეკლესიო შემოსავლების ხაზინადრად დანიშნეს.

1823

ტიპი: თანამდებობა

1823 წელს არქიმანდრიტი სვიმონ წულუკიძე ვაკის ოლქის საეკლესიო ქონების მმართველად დანიშნეს.