რეგისტრირებული ფაქტები81156
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 ივლისს ქ. სიღნაღის თვითმმართველობის კრებამ დაადგინა, აკ. გრიგორიანს თელავის გზაზე გაეშენებინა ხეივანი, აუცილებლად დაერგო აკაციები და ცაცხვები.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს თბილისში ჩამოვიდა ყაზანის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი ლებედევი, რომელსაც ყაზანის ბუნებისმეტყველების მეცნიერთა საზოგადოებისგან დავალებული ჰქონდა კავკასიის გეოლოგიური გამოკვლევა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 5 ივლისს თბილისის თავად-აზნაურთა თეატრის ფოიეში გამართულ ქართული დრამატული საზოგადოების კრებას 25 წევრი დაესწრო. კრების თავმჯდომარედ აირჩიეს ანტონ ფურცელაძე.
1853
ტიპი: გარდაცვალება
1853 წელს არქიმანდრიტი სვიმონ წულუკიძე გარდაიცვალა და გელათის ღვთისმშობლის შობის ტაძარში დაკრძალეს.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წლის ივლისში თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიის დირექტორი ლევ მარკოვი ორი თვით საზღვარგარეთ წავიდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს კავკასიის მთავარ მმართებლის გრიგოლ გოლიცინის ნებართვით სოფ. ავლევის ქსენონს საერობო თანხიდან 600 მან. გადაეცა.
1845
ტიპი: ნასამართლეობა
1845 წელს სინოდალურმა კანტორამ არქიმანდრიტი სვიმონ წულუკიძე ბრალდებისგან გაათავისუფლა და საეკლესიო ხაზინისთვის გადაცემული მამულები დაუბრუნა.
1901
ტიპი: ნასამართლეობა
1901 წლის 13 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილეს ყარამან ორჯონიკიძის საქმე, რომელსაც ადამიანის მოკვლის განზრახვა ედებოდა ბრალად.
1838
ტიპი: ნასამართლეობა
1838 წელს არქიმანდრიტ სვიმონ წულუკიძეს და მის მოადგილეს სასულიერო კანტორა 944 მანეთის დაკლებას ედავებოდა.
1827
ტიპი: თანამდებობა
1827 წელს არქიმანდრიტი სვიმონ წულუკიძე იმერეთის საეკლესიო შემოსავლების ხაზინადრად დანიშნეს.
1823
ტიპი: თანამდებობა
1823 წელს არქიმანდრიტი სვიმონ წულუკიძე ვაკის ოლქის საეკლესიო ქონების მმართველად დანიშნეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ბორჩალოში გადამდები დაავადების გაჩენის გამო გუბერნიის ექიმის თანაშემწე გიორგი ბროძელი საჭირო ზომების მისაღებად გაგზავნეს.
1811
ტიპი: თანამდებობა
1811 წელს სვიმონ წულუკიძე იღუმენად აკურთხეს და ჭელიშის მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს.
1799
ტიპი: თანამდებობა
1799 წელს ჭელიშის მონასტერში ეპისკოპოსმა სოფრონ წულუკიძემ სვიმონ წულუკიძე ბერად აღკვეცა.