რეგისტრირებული ფაქტები89910
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1822
ტიპი: თანამდებობა
1822 წლიდან იოანე იოსელიანი თბილისის ფერისცვალების მონასტერში ეკონომოსად მუშაობდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 ივლისს ფოთის გამგეობის დარბაზში გამართულ კრებაზე ფოთის პროგიმნაზიის დასაარსებლად ზაგორსკიმ თანხა გაიღო.
1914
ტიპი: გარდაცვალება
პოლკოვნიკი კონსტანტინე გიორგის ძე შერვაშიძე მოკლეს 1914 წელს, I მსოფლიო ომში.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 18 თებერვლის „ივერიაში" ვკითხულობთ, რომ საადგილმამულო ბანკმა ილია ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელს გამოუყო 500 თუმანი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ნაძალადევის ახლად გახსნილ სამკითხველოს სიმონ გრიგოლის ძე კლდიაშვილმა საჩუქრად მაგიდა გადასცა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის ივნისში ოზურგეთში ვანო ურუშაძისა და ალექსანდრე წუწუნავას ხელმძღვანელობით წარმოდგენებს მართავდნენ.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლის 17 ნოემბრის „დროების” ცნობით, გაზეთის ოზურგეთელი მკითხველები 1873 წლის ნომრების გამოწერას მელიტონ ღოღობერიძის წიგნის მაღაზიაში შეძლებდნენ.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლის 17 ნოემბრის „დროების” ცნობით, გაზეთის ყვირილელ მკითხველებს 1873 წლის ნომრების გამოწერა დეკანოზ დავით ღამბაშიძესთან შეეძლოთ.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლის 17 ნოემბრის „დროების“ ცნობით, სენაკელი მკითხველები გაზეთის 1873 წლის ნომრების გამოწერას ნ. დგებუაძის წიგნის მაღაზიაში შეძლებდნენ.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლის 17 ნოემბრის „დროების” ცნობით, გაზეთის ლაგოდეხელი და ყვარლელი მკითხველები 1873 წლის ნომრების გამოწერას ალ. მარჯანიშვილის წიგნის მაღაზიაში შეძლებდნენ.

