რეგისტრირებული ფაქტები86224
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1910
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მას ჰყავდა პაპა, მახარე დედაბრიშვილი.
1910
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ზაქარია დედაბრიშვილი მისი მამა იყო.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიის თანახმად, მამის გარდაცვალების შემდეგ იგი და მისი ძმა დედამ თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის პირველი ოქტომბრიდან ალექსანდრა გარდაფხაძე-ქიქოძე გადაიყვანეს გურიაში, სოფ. ბახვში, ორკლასიანი სასწავლებლის პედაგოგად.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 22 ოქტომბერს არტისტთა საზოგადო თეატრში ქართულმა დრამატული საზოგადოების დასმა წარმოადგინა ალექსანდრე სუმბათაშვილის ისტორიული დრამა „ღალატი“.
1898
ტიპი: მფლობელობა
1898 წლის 30 ნოემბერს როსტოვის მახლობლად გაჩენილი ხანძრის შედეგად ივანე არღუთინსკი-დოლგორუკოვის სახლი დაიწვა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 3 დეკემბერს ქართულმა დრამატულმა საზოგადოებამ კოტე მესხისა და ვასო აბაშიძის მიერ დადგმული სპექტაკლი „აყალ-მაყალი ცოლ-ქმარს შუა“ წარმოადგინა. პიესა ქართულად ალექსანდრე ჭავჭავაძემ თარგმნა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 3 დეკემბერს ქართულმა დრამატულმა საზოგადოებამ წარმოადგინა კოტე მესხის ოთხმოქმედებიანი პიესა „რუსთაველი“, რომელშიც ეფემია მესხი და ვალერიან გუნია მონაწილეობდნენ.