რეგისტრირებული ფაქტები85221
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 3 დეკემბერს ქართულმა დრამატულმა საზოგადოებამ კოტე მესხისა და ვასო აბაშიძის მიერ დადგმული სპექტაკლი „აყალ-მაყალი ცოლ-ქმარს შუა“ წარმოადგინა. პიესა ქართულად ალექსანდრე ჭავჭავაძემ თარგმნა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 3 დეკემბერს ქართულმა დრამატულმა საზოგადოებამ წარმოადგინა კოტე მესხის ოთხმოქმედებიანი პიესა „რუსთაველი“, რომელშიც ეფემია მესხი და ვალერიან გუნია მონაწილეობდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 3 დეკემბერს ქართულ დრამატულ საზოგადოებაში მსახიობ ალექსანდრა კარგარეთელის ბენეფისი გაიმართა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 1-ელი დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ეპისკოპოსმა ლეონიდემ ეგზარქოს ფლაბიანეს შეატყობინა, რომ თბილისში გამოჩნდნენ თვითმარქვია ბერები, რომლებიც ეკლესიის სახელით მოქალაქეებს ფულს სძალავდნენ.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 29 ნოემბერს მიხეილ ალექსანდრეს ძე რომანოვი თბილისიდან სანკტ-პეტერბურგში გაემგზავრა.
1898
ტიპი: ნასამართლეობა
1898 წლის 30 ნოემბერს თბილისის ოლქის სასამართლომ დამნაშავედ სცნო გიორგი კობიაშვილი, რომელსაც მარიამ ოხრომენკოს მკვლელობის მცდელობაში იყო ეჭვმიტანილი. სასამართლომ ბრალდებულს ქონების კონფისკაცია და ტომსკის გუბერნიაში გადასახლება მიუსაჯა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 15 ნოემბერს სოსიკო კაბელაშვილი ცხინვალის მაზრის სოფელ ბელოთის მამასახლისად აირჩიეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 3 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ზაქარია ჯანდიერმა არაფხიზელ მდგომარეობაში ხანჯლით დაჭრა სოფელ ველისციხის მკვიდრი, სოლომონ გურგენაშვილი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 3 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ხევსურეთის სოფლებში ძებნილი ქისტი ყაჩაღი ოსია ფარეშას ძე ხარსიევი და მისი შეიარაღებული დაჯგუფების წევრები გამოჩნდნენ, რომლებმაც მენახირე თათარა ოჩიაურს ცეცხლი გაუხსნეს და საქონელი მოსტაცეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 3 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ხევსურეთში ყაჩაღი ოსია ფარეშას ძე ხარსიევი და მისი შეიარაღებული დაჯგუფების წევრები თავს დაესხნენ გიორგი გიგაურს, რომელსაც ორი ფარდაგი და საქონელი მოსტაცეს.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 6 ნოემბერს ხევსურეთში ყაჩაღ ოსია ფარეშას ძე ხარსიევს და მისი შეარაღებული დაჯგუფების წევრებს უშიშა წიკლაური და ბეწიკა გიგაური ჩაუსაფრდნენ, რათა მძარცველებისთვის ნაქურდალი წაერთმიათ. ორმხრივი სროლის შედეგად უშიშა წიკლაური მძიმედ დაიჭრა და მეორე დღეს გარდაიცვალა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 6 ნოემბერს ხევსურეთში ყაჩაღმა ოსია ფარეშას ძე ხარსიევმა და მისი შეიარაღებული დაჯგუფების წევრებმა მანგია გიგაურის გომური გატეხეს, საიდანაც ერთი ცხენი და ერთი ხარი გაიტაცეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 6 ნოემბერს ხევსურმა გიგა წიკლაურმა და მისმა თანასოფლელებმა ყაჩაღი ოსია ფარეშას ძე ხარსიევი და მისი შეიარაღებული დაჯგუფების წევრები ალყაში მოიმწყვდიეს და შეიპყრეს, ხოლო ერთი მათგანი, ცნობილი ყაჩაღი ჯინჯალი არაფიაშვილი, ადგილზე მოკლეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 ნოემბერს სოფელ ონტოფოში ვაჭარ ოტია კორძახიას შეიარაღებული ყაჩაღები დაესხნენ თავს და 400 მანეთი გამოსძალეს.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 3 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის მოურავმა გიორგი გრიგორის ძე ევანგულოვმა ქალთა საავადმყოფოს დირექტორ ისტამანოვს საბებიო ინსტიტუტის კურსდამთავრებულთა დასაქმება შესთავაზა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 3 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის საბჭოს ხმოსნები ალექსანდრე ბებუთოვი, მ. ს. შესტაკოვი და დამფასებელი კომისიის წევრი ვასილ ჩერქეზიშვილი ქალაქის საბჭოს წევრობის კანდიდატებად აირჩიეს.
1898
ტიპი: ნასამართლეობა
1898 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისის სასამართლო პალატამ მკვლელობაში ეჭვმიტანილების, კასან-ალი-ოღლისა და ბაირამოვის საქმის განხილვა დაიწყო, მაგრამ ვექილ კოროლკოვის სიმთვრალის გამო მოსამართლემ სხდომა შეწყვიტა და პროცესი 11 დეკემბრისთვის გადადო.
1898
ტიპი: ნასამართლეობა
1898 წლის 1-ელი დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სოფელ ქვემო ხოდაშნის მამასახლისმა დიმიტრი ბურნაძემ შეიპყრო იმავე სოფლის მკვიდრის, მართა შიუკაშვილის ცხვრის ქურდობაში ეჭვმიტანილი პირები – ლევან შიუკაშვილი, დიმიტრი ხმალაძე და ლევან ავბეწვაშვილი, რომლებმაც სასამართლოზე დანაშაული აღიარეს.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 1-ელი დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ბაქოელი ინჟინრები, გ. თუმაევი, ი. ადამოვი და ჯ. და პ. აკოპოვები თბილისის ქაღალდის ქარხნის მშენებელი საზოგადოების დამფუძნებლები იყვნენ.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 1-ელი დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მომრიგებელი მოსამართლეების თანაშემწეები, ლიგენზევიჩი და კ. მ. შნეიდერი თბილისისა და ზუგდიდის მომრიგებელ მოსამართლეებად დაინიშნენ.