რეგისტრირებული ფაქტები89367
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წელს ი. ა. მაჭარაძესა და ვ. ა. წოწონავას ბათუმში დონდუკო-კორსაკოვის ქუჩაზე ჰქონდათ ავეჯეულობისა და ჭურჭლეულობის სავაჭრო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის პირველი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იმავე წლის იანვარში უნდა გამოსულიყო ყოველთვიური ჟურნალი „შვილდოსანი“ შემდეგ პირთა მონაწილეობით: შალვა ამირაჯიბი, ალექსანდრე ილიას ძე არსენიშვილი, შალვა ნიკოლოზის ძე აფხაიძე, ვალერიან ივანეს ძე გაფრინდაშვილი, რაჟდენ მათეს ძე გვეტაძე, ნიკოლაი ევრეინოვი, გიორგი ნიკოლოზის ძე ლეონიძე, ნიკო მერაბის ძე ლორთქიფანიძე, ნინა ალექსანდრეს ასული მაყაშვილი, არჩილ მიქაძე, ნიკოლოზ იოსების ძე სირბილაძე (ნიკოლო მიწიშვილი), კოლაუ გალაქტიონის ძე ნადირაძე, გრიგოლ ტიტეს ძე რობაქიძე, სერგეი სუდეიკინი, გალაკტიონ ვასილის ძე ტაბიძე, ტიციან იუსტინეს ძე ტაბიძე, ივანე (ივი) ყიფიანი, ალექსანდრე (სანდრო) გიორგის ძე ცირეკიძე და ლელი ჯაფარიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ლი იანვრის გაზეთი „საქართველო“ წერს, რომ პოლონური გაზეთების ცნობით, დენიკინსა და ანტანტას შორის უთანხმოებაა, რომლის მიზეზია ყუბანის მიერ პურის მიცემის შეწყვეტა.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ეკატერინე გაგოშიძის მშობლები იყვნენ: პოლიევკტოს სოფრომის ძე გაგოშიძე და მატრონა იაკობის ასული.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გეფშტეინი იყო ქალაქ თბილისის გამგეობის რწმუნებული, ნაფიცი ვექილი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის პირველი იანვრიდან ბარბალე გარსიაშვილი დამტკიცდა ახალციხის უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლის მოვალეობის აღმასრულებლად.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1920 წელს დიმიტრი ბოკილიონი ცხოვრობდა პარიზში და საქართველოს განათლების სამინსტროს სთხოვდა გაეგზავნათ მისი კუთვნილი ატესტატი, რათა შეძლებოდა სწავლის გაგრძელება.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს, შრომის კომისრის თხოვნის თანახმად, მომრიგებელ კამერაში ბათუმის წარმომადგენელად საბჭომ აირჩია ჯემალ-ეფენდი ქიქავა და მის კანდიდატად – გ. ვ. ბოგდანოვი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს არდადეგებზე ივანე გაჩეჩილაძე ითხოვდა 28 დღიან შვებულებას ჯამაგირის შენახვით, რომელიც არ დაუკმაყოფილეს. განათლების სამინისტროს პასუხის მიხედვით, სასწავლებლის ინსპექტორი შვებულებაში იყო და დირექტორის გარეშე სასწავლებლის დატოვება უხერხული იქნებოდა.
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წელს ექიმი ე. მ. მძინარიშვილი, რომელსაც თბილისში კერძო სამკურნალო ჰქონდა, ღარიბ ავადმყოფებს უფასოდ ემსახურებოდა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს სიმონ ილიას ძე ანანიევი განათლების სამინისტროში საქმისმწარმოებლად მსახურობდა.
1920
ტიპი: თანამდებობა
28 წლის ნიკანდრო ზაქარიას ძე არველაძე 1920 წელს ქვიტირის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წლის ნიკანდრი ზაქარიას ძე არველაძის პირადი საქმის მიხედვით, ქვიტირის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგ ნიკანდრო ზაქარიას ძე არველაძეს და მის მეუღლეს არც თავისი ქონება და არც მშობლების მემკვიდრეობა არ ჰქონდათ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს სახელმწიფო თეატრის კომისარმა ალექსანდრე წუწუნავამ ნ. ხოლიფი პეტროგრადში გაგზავნა ლ. სიბინოვის, ლ. სიბირიაკოვის, ნ. ვოლევიჩისა და ვ. მეტცალის თბილისში მოსაწვევად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს ბენია ჩხიკვიშვილმა ორთაბათუმში ჯარის ნაწილი გაგზავნა ხალხის მტრების საპოვნელად და გაანარქისტებული ჯგუფებისათვის გადასახადის დასაკისრებლად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს ხულოში საქონელს შავი ჭირი გაუჩნდა. ამის გამო იქ ვეტერინარი ტიმოფეევი გაგზავნეს.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წელს ბაქოს მუშათა საბჭოში ჰუსეინოვი ამტკიცებდა, რომ საქართველო ნავთობს ვრანგელს მიჰყიდდა. საბოლოო რეზოლუციის თანახმად, საქართველოსთან სავაჭრო ხელშეკრულება გაფორმდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა აზერბაიჯანულ მხარეს განატიას მისცემდა, რომ ნავთობს მხოლოდ თვითონ მოიხმარდა და კავშირს გაწყვეტდა საბჭოთა მტრებთან.

