რეგისტრირებული ფაქტები85235
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 26 ოქტომბერს გამართულ ქართული დრამატული საზოგადოების წლიური კრების I სხდომაზე ალექსანდრე მიხეილის ძე სუმბათაშვილი სათეატრო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წელს კლიმენტი ჩიქვანმა ჭელიშის მონასტრის საკუთრებაში არსებული სამი სახლი შეაკეთა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888-1906 წლებში სვანეთში ყოფნის დროს იღუმენმა კლიმენტიმ უფასოდ აღზარდა 35-მდე მოსწავლე.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 19 თებარვალს პავლე ჯაფარიძე შიომღვიმის მონასტერში ბერ დიაკვნად აკურთხეს.
1908
ტიპი: თანამდებობა
1908 წელს მღვდელ-მონაზონი ზაბულონი (ზაქარია თომას ძე ჩინჩალაძე) ჭელიშის მონასტერში მოღვაწეობდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917-18 წლებში, იოანე შანიძის ჭელიშის მონასტრის წინამძღვრის თანამდებობაზე ყოფნის დროს, მასობრივად დაიწყეს მონასტრისთვის მიწების მიტაცება.
1851
ტიპი: თანამდებობა
1851 წელს დაბადებულმა კლიმენტი ჩიქვანმა საეკლესიო განათლება საირმის მონასტერში მიიღო.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს მღვდელ-მონაზონი იოანე შანიძე ჭელიშის მონასტრის წინამძღვრის თანამდებობის აღმასრულებლად დანიშნეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ოქტომბერში თბილისის ცენტრალური ტელეგრაფის თანამშრომლებმა – თ. დ. ლოდაძისამ, ა. დ. სადკოვმა, ლ. გამცემლიძემ, ა. მურაჟკომ, ვ. დავიდოვმა, ბ. ბეჟანოვისამ და სხვ. – ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას ათ-ათი შაური შესწირეს.
1893
ტიპი: თანამდებობა
1893 წლის 14 სექტემბერს შემოქმედის მონასტრის წინამძღვარმა იოანე შანიძე ბერად აღურთხა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906-16 წლებში კლიმენტი ჩიქვანის თაოსნობით ჭელიშის მონასტრისთვის შეიძინეს ფუტკარი და ამ დარგის შესასწავლად მონასტერში მეფუტკრეობის შემსწავლელი კურსები გახსნეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის აპრილამდე იოანე შანიძე ჭელიშის მონასტრის წინამძღვრის თანამდებობის აღმასრულებელი იყო.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წელს ნიკორწმინდელმა ხელოსნებმა გიორგი კობახიძემ და სეფე ჯავახიძემ ჭელიშის მონასტერში ორსართულიანი ექვსოთახიანი საწინამძღვრო სახლი ააშენეს.