საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85250

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 26 ოქტომბერს იოსებ ჟივიძე ხარფუხის სახალხო წარმოდგენების მმართველი წრის წლიური კრების მდივანი იყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 26 ოქტომბერს თეოფილე კეკელიძის თავმჯდომარეობით ხარფუხის სახალხო წარმოდგენების მმართველი წრის წლიური კრება გაიმართა.

1833

ტიპი: ღონისძიება

1833 წელს, რაჭაში მოგზაურობის დროს, დიუბუა დე მონპერემ ბევრი არქიტექტურული ძეგლი აღწერა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 28 ოქტომბერს ქუთაისის საეპისკოპოსო საბჭოს გადაწყვეტილებით ლავრენტი მეტრეველი ჭელიშის მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ოქტომბრში არჩილ ფარესიშვილმა ჟურნალ „ბურნუთის“ გამოცემის უფლება მიიღო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ოქტომბერში იოსებ გრიშაშვილმა საიათნოვას ლექსები ცალკე წიგნად გამოსცა.

1914

ტიპი: გარდაცვალება

პოლკოვნიკი კონსტანტინე ვაჩნაძე I მსოფლიო ომში, 1914 წელს, მოკლეს.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წელს, ლავრენტი მეტრეველის წინამძღვრად ყოფნის დროს, ჭელიშის მონასტერი დაიხურა.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წელს მორჩილი ივანე გობეჯაშვილი ჭელიშის მონასტერში მოღვაწეობდა.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წლის 15 სექტემბერს ჭელიშის მონასტერში, რომლის წინამძღვარიც იყო ამბროსი ხელაია, რაჭის სამღვდელოება შეიკრიბა. ყრილობა ხალხში განათლებისა და რწმენის გაძლიერების აუცილებლობას ეხებოდა.

1914

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ოფიცერი ივლიანე ჩახავა I მსოფლიო ომში, 1914 წელს, დაჭრეს.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 26 ოქტომბერს გამართულ ქართული დრამატული საზოგადოების წლიური კრების I სხდომაზე აირჩიეს სათეატრო კომისიის წევრები: ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანია, სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა, დავით ვლადიმერის ძე ვაჩნაძე, გრიგოლ ნიკოლოზის ძე დიასამიძე, გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული, ს. ი. ფორაქაშვილი, ივანე ივანეს ძე ზურაბიშვილი და სხვ.

1914

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ოფიცერი ი. პაპუაშვილი I მსოფლიო ომში, 1914 წელს, დაჭრეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 28 ოქტომბერს სახალხო სახლში ლ. ცაგარლის მიერ თარგმნილი ს. იუშკევიჩის პიესა „ქალაქში“ წარმოადგინეს.

1902

ტიპი: ავტორობა

1902-03 წლებში ამბროსი ხელაიამ აღმოაჩინა „მოქცევაი ქართლისაის“ ჭელიშური ვარიანტი, რომელიც პირველად თავად აღმომჩენმა შეისწავლა და გამოსცა.

1848

ტიპი: ღონისძიება

1848 წლის შემდეგ მარი ბროსემ რაჭის არაერთი ისტორიული ძეგლი აღწერა და წარწერები გაშიფრა.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წელს კლიმენტი ჩიქვანი ნამარნევის მონასტერში ბერად აღიკვეცა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წელს სარგის კაკაბაძემ ორ წიგნად გამოსცა დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები. წიგნში რაჭის ეკლესია-მონასტრების კუთვნილი მრავალი სიგელ-გუჯარი დაიბეჭდა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902-03 წლებში ამბროსი ხელაიამ დეტალურად აღწერა ჭელიშის მონასტრის ხელნაწერი წიგნები, ასევე ნივთ-სამკაუკლები და მოგვიანებით ჟურნალებში „განთიადსა“ და „ცხოვრებაში“ გამოაქვეყნა.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წლის 15 სექტემბერს ჭელიშის მონასტერში, რომლის წინამძღვარიც იყო ამბროსი ხელაია იყო, რაჭის სამღვდელოება შეიკრიბა. სხდომაზე გადაწყდა, შეექმნათ უფასო ბიბლიოთეკები, დაებეჭდათ პატარ-პატარა წიგნაკები წმინდა მამათა და მოწამეთა შესახებ და ხალხში გაევრცელებინათ.