რეგისტრირებული ფაქტები83999
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წლის 15 სექტემბერს ჭელიშის მონასტერში, რომლის წინამძღვარიც იყო ამბროსი ხელაია იყო, რაჭის სამღვდელოება შეიკრიბა. სხდომაზე გადაწყდა, შეექმნათ უფასო ბიბლიოთეკები, დაებეჭდათ პატარ-პატარა წიგნაკები წმინდა მამათა და მოწამეთა შესახებ და ხალხში გაევრცელებინათ.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902-03 წლებში, ამბროსი ხელაია ჭელიშის მონასტრის წინამძღვრად ყოფნის დროს, აქტიურ სამეცნიერო მუშაობას ეწეოდა.
1861
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1861 წელს დაბადებული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია ჭელიშის მონასტრის ისტორიისა და სიძველეების პირველი მკვლევარი იყო.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს მეცნიერმა პრასკოვია უვაროვამ საქართველოს სხვა კუთხეებთან ერთად რაჭაც მოინახულა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 აგვისტოს კაცხის მონასტრის წინამძღოლმა ლავრენტი მეტრეველმა ანტონ ქუთათელს ჭელიშის მონასტრის წინამძღვრის თანამდებობაზე გადაყვანა სთხოვა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902-03 წლებში ამბროსი ხელაიას ხელმძღვანელობით ჭელიშის მონასტერში ათეულობით ძვირფასი ხელნაწერი აღმოაჩინეს.
1901
ტიპი: ავტორობა
1901 წელს მიწათმოქმედების სამინისტროს დეპარტამენტმა სამინისტროს რწმუნებულ იაკობ მედვედევს შეატყობინა, რომ თბილისის ბოტანიკურ ბაღს ყოველწლიურად გადასცემდნენ 500 მან. შემწეობას იმ პირობით, რომ ბაღი შეღავათიან ფასად (25% ფასდაკლებით) დაუთმობდა ხეხილის ნერგებს სამრევლო, სამეურნეო და საერო განათლების სამინისტროს სკოლებს.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923-26 წლებში გიორგი ბოჭორიძემ რაჭაში მოგზაურობის დროს უნიკალური საეკლესიო ნივთები შეაგროვა და საქართველოს მუზეუმებს ჩააბარა.
1884
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1884 წელს დაბადებულ ისტორიკოს გიორგი ბოჭორიძეს დიდი წვლილი მიუძღვის რაჭის ისტორიული ძეგლებისა და ეკლესიების შესწავლის საქმეში.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 26 ოქტომბერს ხარფუხის სახალხო წარმოდგენების მმართველი წრის წლიურ კრებაზე რ. სალაყაია და მ. ხითარიშვილი გამგეობის წევრობის კანდიდატებად აირჩიეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919-20 წლებში ექვთიმე თაყაიშვილმა რაჭაში მოგზაურობის დროს ხოტევის პატარა ეკლესიის ნაგავში XV საუკუნის ზატიკი (საეკლესიო წიგნი) იპოვა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919-20 წლებში რაჭაში მოგზაურობის დროს ექვთიმე თაყაიშვილმა დეტალურად აღწერა და გამოიკვლია ეკლესია-მონასტრები და მათში დაცული სიწმინდეები.