საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები84008

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 1-ელ დეკემბერს სახალხო სახლში ქართული დრამატული დასის ამხანაგობამ ალექსანდრე წუწუნავას რეჟისორობით პიესა „იმედის დაღუპვა“ წარმოადგინა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 23 ნოემბერს მეფის მოადგილის სასახლეში კავკასიის მებრძოლი ლაშქრის ჯარისკაცთა დასახმარებლად კოტე ფოცხვერაშვილის მონაწილეობით რუსულ-ქართული კონცერტი გაიმართა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 26 აპრილის „ერთობაში“ ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის მშობელთა წრის კომიტეტი მადლობას უხდის კომიტეტის საპატიო წევრებს – მ. დაბრუნდაშვილს, ალ. აღაჯანაშვილს, ი. სულაშვილს, რომლებმაც გიმნაზიის ღარიბ მოსწავლეთა დასახმარებლად ფული შეკრიბეს. შემომწირველები: მ. დაბრუნდაშვილი, ს. არაჯანაშვილი, ფ. მოწონელიძე, ნ. გოქაძე, ი. მოწონელიძე, ლ. გვენცაძე, ტ. ჭკუასელი, ს. ქურდაძე, დ. ქიტიაშვილი, გ. გელაშვილი, ი. სულაშვილი, ს. მანჯავიძე, ნ. თოხმოვი, ი. ძნელაძე, ვ. ნიკოლეიშვილი, მ. მესაბლიშვილი, თ. რამიშვილი, ი. ცეცხლაძე, ნ. ანასტასიადი, ს. ტერ-პეტროსოვი.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 30 ნოემბერს ავლაბრის სახალხო წარმოდგენების მმართველი წრის მიერ იოსებ ივანიძის, იოსებ ჟივიძისა და სხვ. მონაწილეობით ისტორიული დრამა „სამშობლო“ წარმოადგინეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 26 ნოემბერს არტისტთა საზაფხულო თეატრში ვასო აბაშიძის ბენეფისი გაიმართა, წარმოადგინეს ზურაბ ანტონოვის „მზის დაბნელება საქართველოში“.

1821

ტიპი: თანამდებობა

1821 წელს ქუთაისის, გელათის, ხონისა და ნიკორწმინდის საეპისკოპოსოების ბაზაზე ოფიციალურად ჩამოყალიბდა იმერეთის ეპარქია, რომელსაც სათავეში იმერეთის ყოფილი ეპისკოპოსი სოფრონ წულუკიძე ჩაუდგა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის ნოემბერში გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულმა შეიმუშავა თეატრის აღმდგენელი კომიტეტის სააღმშენებლო ბიუროს სამოქმედო ინსტრუქცია.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 16 ნოემბერს ავლაბრის სახალხო თეატრში წარმოადგინეს ალექსანდრე სუმბათაშვილის პიესა „ღალატი“ ეფემია მესხის, ვასო აბაშიძის, ვასილ არაბიძის, იოსებ ივანიძის, იუზა ზარდალიშვილის, პლატონ კორიშელისა და ალექსანდრე ყალაბეგიშვილის მონაწილეობით.

1848

ტიპი: ღონისძიება

1848 წელს ჭელიშის მონასტერში არქიმანდრიტ იოანე იოსელიანის ხელმძღვანელობით ტილოს კანკელი გააკეთეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით კილოსანიძის ეტიუდი „მწვერვალნი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე შანშიაშვილის ლექსი „სიმღერა“.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს პეტერბურგიდან თბილისში ჩამოვიდა კავკასიის წყლების უფროსი ს. ს. პეტროვი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გედევანიშვილის პიესის „სინათლე“ X ნაწილი.

1914

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ჯარისკაცი გიორგი ჟივიძე I მსოფლიო ომში, 1914 წელს, დაჭრეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ კიაზოშვილის თხზულება „ხომ დავიღუპეთ?!“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ქუჩიშვილის ლექსი „ამაოება“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით მესხის წერილი „ივანე მაჩაბელი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ისიდორე ვარაზაშვილის წერილი „სალამი“.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის ნოემბერში სვიმონ გოგოლაშვილი ნაძალადევის სცენისმოყვარეთა წრის რეჟისორად მიიწვიეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 30 ნოემბერს ნაძალადევის თეატრში სვიმონ გოგოლაშვილის რეჟისორობით კოტე მესხის ისტორიული დრამა „თამარ ბატონიშვილი“ წარმოადგინეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 11 ნოემბერს სახალხო სახლში ქართულმა წარმოდგენების მმართველმა წრემ წარმოადგინა იუშკევიჩის პიესა „მეფე“ კოტე ხახანაშვილის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ანა ჩირგაძის, ალექსი მეტრეველის, ნიკო გოცირიძის, ი. მინდიაშვილის, მ. რომანიშვილისა და სხვ. მონაწილეობით.

1914

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ჯარისკაცი სიმონ ცაგარელი I მსოფლიო ომში, 1914 წელს, დაჭრეს.

1914

ტიპი: პირადი ინფორმაცია

მოხალისე ჯარისკაცი ივანე კობალაძე I მსოფლიო ომში, 1914 წელს, დაჭრეს.

1806

ტიპი: ღონისძიება

1806 წლის 16 მარტს ნიკოლოზ იაშვილმა ჭელიშის მონასტერს შესწირა კრიხის მცხოვრებნი, გიორგი და გლახუნა კუბლაშვილები.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889-90 წლებში ჭელიშის მონასტერში ქვის ორსართულიანი სამრეკლოს ასაშენებლად დახარჯული 840 მანეთამდე თანხიდან 600 მანეთი ოსტატებმა ვასილ და ივანე ბერეკაშვილებმა გასამრჯელოდ მიიღეს.