რეგისტრირებული ფაქტები88412
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 2 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ბათუმისკენ მიემგზავრებოდა საგანგებო მატარებლით, რომელიც ძალიან კომფორტული აღმოჩნდა, აბაზანით, სასტუმრო ოთახითა და ორი საძინებლით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს ბათუმიდან მისწერა, რომ კონსული სტივენსი ესტურმა დღის სამ საათზე და ერთად გაემგზავრნენ ნოვოროსიისაკენ.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 2 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ რვა საათზე ნოვოროსიისკის პორტში იყო. მან მთელი დღე ჰარფორდ მაკინდერთან საუბარში გაატარა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 2 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ბათუმში გემის კაპიტანი ჯერალდ სეიმური საოცრად სასიამოვნო კომპანიონი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 იანვარს იუსტიციის ახალმა მინისტრმა რაჟდენ არსენიძემ და იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის დარბაზებში სიტყვით მიმართეს შეკრებილ მოხელეებს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 იანვარს თანამდებობის აღსრულებას შეუდგა იუსტიციის მინისტრად ახლად დანიშნული რაჟდენ არსენიძე, რომელმაც იუსტიციის ყოფილ მინისტრთან, ევგენი გეგეჭკორთან ერთად დაიარა სასამართლო უწყების დაწესებულებები და გაეცნო სასამართლო მოხელეებს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 იანვარს იუსტიციის მინისტრ რაჟდენ არსენიძის თავმჯდომარეობით მის კაბინეტში გაიმართა თათბირი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სასამართლო დაწესებულებათა უფროსებმა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 იანვარს საოლქო სასამართლოს დარბაზებში მყოფ, ახლად დანიშნულ იუსტიციის მინისტრ რაჟდენ არსენიძეს სიტყვით მიმართა სასამართლო მოხელე ა. შანშიაშვილმა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 იანვარს მსახიობის დღესთან დაკავშირებულ კარნავალში მონაწილეობდნენ მსახიობები: ვასო აბაშიძე, მარიამ საფაროვა-აბაშიძისა და ელისაბედ ჩერქეზიშვილი, რომლებიც საკარნავალო მსვლელობისას მორთულ ავტომობილში ისხდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 იანვარს მსახიობის დღესთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო თეატრში დადგმულ სუმბათაშვილის სპექტაკლ „ღალატში“ საზოგადოებაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ნინო ჩხეიძემ ზეინაბის შესანიშნავი შესრულებით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 იანვარს მსახიობის დღესთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო თეატრში დაიდგა ალექსანდრე სუმბათაშვილის სპექტაკლი „ღალატი“, რომელმაც დიდძალი საზოგადოება მიიზიდა. მონაწილეობდნენ: ნინო ჩხეიძე, ვასო აბაშიძე, ვალერიან გუნია, ვიქტორ გამყრელიძე, ელისაბედ ჩერქეზიშვილი და სხვები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 იანვარს საბჭოთა რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარმა გეორგი ჩიჩერინმა რადიო-ტელეგრამაში წინადადებით მიმართა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ფატალი ხან-ხოისკის.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 3 იანვრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ევგენი გეგეჭკორმა სომხეთ-აზერბაიჯანის შეტაკების გამო სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ივანეს ძე ხატისოვს თბილისში ჩამოსვლის თხოვნის დეპეშა გაუგზავნა საერთო კონფერენციის მოწვევამდე შექმნილი მდგომარეობის გამო სათათბიროდ. გეგეჭკორმა მსგავსი შინაარსის დეპეშა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ფათალი ხან ხოისკისაც გაუგზავნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, თავმჯდომარის ამხანაგი თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე. სხვა წევრები: შიო ზაქარიას ძე არაგვისპირელი (დედაბრიშვილი), ქრისტინე გიორგის ასული შარაშიძე.
1920
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 3 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის სკოლის ყოფილი პედაგოგის ნიკო ჯანაშიას (იმსახურა 15 წელიწადი) მეუღლის, ელენე ჯანაშიას თხოვნა დახმარების შესახებ. გამგეობის განჩინებით ელენე ჯანაშიას გადაეცა ერთჯერადი დახმარება 600 მანეთის ოდენობით. განსვენებულის ვაჟს, სვიმონს, თვეში 100 მანეთი სტიპენდია დაენიშნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველ მწერალთა კლუბ „ქიმერიონში“, რუსთაველის გამზირი N21, ყოფილი „ანონა“, ყოველდღე დღის 1-ლი საათიდან 5 საათამდე გაიმართება სადილი. დაუკრავს რუმინული ორკესტრი ცნობილ ანგელესკოს ხელმძღვანელობით.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 3 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ მეშვეობით ქ. თბილისში მარიამ (მაიკო) დიმიტრის ასული ბილანიშვილის გარდაცვალებას იუწყებიან მშობლები – თამარი და დიმიტრი ბილანიშვილები, ძმა – გიგა ბილანიშვილი, ნათესავები – ლოლა და გიორგი გაბიტაშვილები, თეკლე და ბიკენტი მდივნები.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 3 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარიამ (მაიკო) დიმიტრის ასული ბილანიშვილის მამა იყო დიმიტრი ბილანიშვილი, დედა – თამარ ბილანიშვილი, ძმა – გიგა დიმიტრის ძე ბილანიშვილი.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 3 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარიამ (მაიკო) დიმიტრის ასული ბილანიშვილის ნათესავი იყო გიორგი გაბიტაშვილი, ხოლო მისი მეუღლე – ლოლა გაბიტაშვილი.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 3 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარიამ (მაიკო) დიმიტრის ასული ბილანიშვილის ნათესავი იყო ბიკენტი მდივანი, ხოლო მისი მეუღლე – თეკლა მდივანი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 3 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ დაიბეჭდა ოპერის სახელმწიფო თეატრის აფიშა. თეატრის საოპერო დასის ხელმძღვანელი იყო სერგო ივანეს ძე ევლახიშვილი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 3 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ დაიბეჭდა სტატია „სომხეთ-აზებაიჯანის კონფლიქტი (ამიერკავკასიის რესპუბლიკების კონფერენციების მოწვევა)“, რომელშიც გადმოცემული იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ევგენი გეგეჭკორის მიმოწერა ერევანსა და ბაქოში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან: ალექსანდრე ხატოსოვთან და ფატალი ხან ხოისკისთან, ასევე მისი დამოკიდებულება ამ კონფლიქტისა და მისი მოგვარების შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის გაზეთ „საქართველოში“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი იუწყება, რომ მალე გაიმართება ამიერკავკასიის რესპუბლიკათა საერთო კონფერენცია, რომელმაც მშვიდობიანი გზით უნდა გადაჭრას სადავო საკითხები.

