რეგისტრირებული ფაქტები84009
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 1-ელი იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ მსახიობ ვიქტორ ნიკოლოზის ძე მატარაძის სურათი დაიბეჭდა.
1810
ტიპი: ღონისძიება
1810 წელს შოშიტა ჩაჩანიძემ სხვავის მონასტერს ნ. საგანელიძე და ხიმშის მამული შესწირა.
1914
ტიპი: გარდაცვალება
1914 წლის 10 ნოემბერს 23 წლის პორუჩიკი ნ. ს. ანდრონიკაშვილი გერმანელებთან ბრძოლაში მოკლეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 2 იანვარს სახალხო სახლში ქართული თეატრის დაარსების აღსანიშნავად გიორგი ერისთავის „გაყრა“ უნდა წარმოედგინათ.
1813
ტიპი: ღონისძიება
1813 წლის 1-ელ სექტემბერს გოგია წერეთელმა ჭელიშის მონასტერს სოფელ იწის მცხოვრებნი – ბესიკ, გლახუა და ივანე მურუსიძეები შესწირა.
1827
ტიპი: ღონისძიება
1827 წელს სხვავის მონასტერში ადგილის უქონლობის გამო იოსტას წერეთელი შტატგარე მონაზონი იყო და ჯამაგირს ვერ იღებდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 21 ნოემბერს ქუთაისის თეატრში კოტე მესხის, ვალერიან შალიკაშვილის, მიხეილ გელოვანის, ტასო აბაშიძის, ვალერიან გუნიას და სხვ. მონაწილეობით „ჰამლეტი“ წარმოადგინეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 23 ნოემბერს ქუთაისის თეატრში წარმოადგინეს „დამარცხებული რომი“ ვალერიან გუნიას, ანდრია მურუსიძის, ნიკო გვარაძის, ნატალია ჯავახიშვილის, მარო მდივნისა და სხვ. მონაწილეობით.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 29 ნოემბერს სახალხო სახლში სახალხო წარმოდგენების მმართველმა წრემ წარმოადგინა „ყაჩაღები“ ალექსანდრე შანშიაშვილის, ვიქტორ გამყრელიძის, ოლღა ლეჟავას, სანდრო გოცირიძის, სოსო რომანიშვილის, გრიგოლ ანაშვილის, ვ. რატიშვილისა და სხვ. მონაწილეობით.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 13 ნოემბერს ქუთაისის თეატრში გამართულ ნატალია ჯავახიშვილის ბენეფისზე პიესა „დღენი ჩვენი ცხოვრებისა“ წარმოადგინეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 1-ელ დეკემბერს ქართველ მსახიობთა ამხანაგობის დასმა სახალხო სახლში წარმოადგინა ვოდევილი „ბებრის საღერღელით“ ვასო აბაშიძის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ნინო თოიძის, ზაქარია გომელაურის და სხვ. მონაწილეობით.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 1-ელ დეკემბერს ქართველ მსახიობთა ამხანაგობის დასმა სახალხო სახლში ალექსანდრე წუწუნავას რეჟისორობით წარმოადგინა პიესა „იმედის დაღუპვა“.
1808
ტიპი: ღონისძიება
1808-10 წლებში თამაზ მეტონიძემ და მისმა მეუღლემ თუთამ ჭელიშის მონასტერს შესწირეს ტოლას მცხოვრები გლეხები – ივანიკა, კიკოლა და ჩიჩილაკა თედორაშვილები თავიანთი მამულით.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლის 28 დეკემბერს მთავარმართებლის თანაშემწე, გენერალი ალექსანდრე ფრეზე ქუთაისში გაემგზავრა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 26 დეკემბერს ქართულმა დრამატულმა დასმა წარმოადგინა ალექსანდრე დიუმას დრამა „მარგარიტა გოტიე", რომელშიც მარგარიტას როლს ეფემია მესხი ასრულებდა.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლის 29 დეკემბერს თბილისში, ნავთლუხში, ცეცხლი გაჩნდა და დაიწვა მანდენოვის მატყლის სარეცხი ქარხანა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 27 დეკემბერს გამართულ სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების კრებაზე ანტონ ნატროშვილმა და ნიკოლოზ სულთან კრიმ-გირეიმ წაიკითხეს მოხსენებები სკოლებში „დედაენის“ სწავლების შესახებ.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წელს ავჭალის ქუჩის მცხოვრები ვლადიმერ ივანეს ძე გესლერის მეუღლე ტატიანა სახლში ქმრის არყოფნის დროს გაუჩინარდა და თან წაიღო ძვირფასი ნივთები და 400 მანეთი. პოლიციამ დაიწყო მისი ძებნა.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს სახელოსნო სასწავლების დირექტორი ოჰანეზოვი სასწავლებლის გამგე-კომიტეტის დადგენილების თანახმად თანამდებობიდან გაათავისუფლეს.