საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85299

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 7 ნოემბერს კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი თბილისიდან ბაქოში გაემგზავრა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 10 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ძმებ თავართქილაძეების წიგნის მაღაზიაში ნესტორ ყუბანეიშვილის მიერ შედგენილი „სახელმძღვანელო სამღვთო სჯულის სასწავლებლად საერო და სამრევლო სკოლების მოწაფეთათვის“ 30 კაპიკად იყიდებოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 12 ნოემბერს ქართული დრამატული საზოგადოება შეუძლოდ მყოფი მსახიობის, ბარბარე ავალიშვილის დასახმარებლად დავით მესხის მიერ თარგმნილ ჰერმან მელვილის დრამა „სიულივანს“ წარმოადგენდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 ნოემბერს თბილისის სასამართლო პალატამ ვექილ მელქისედეკ ფაღავას მიერ გასაჩივრებული განაჩენი განიხილა, რომლის თანახმად სოფელ აძიუბჟის ყოფილ მამასახლისს, ეკუბ კვიწინიას, ოჩამჩირის ბოქაულ ჩეჩელევის შეურაცხყოფა ედებოდა ბრალად.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 4 ნოემბერს ქუთაისის ოლქის სასამართლომ პოლიცმეისტერ კ. სვიმონოვსა და საადგილმამულო ბანკს შორის არსებული ფინანსური დავა განიხილა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 8 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მიხეილ ნასიძის წერილი „თეატრის მატიანე“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 8 ნოემბერს თბილისის სასწავლებლებში მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის სახელმწიფო მოღვაწეობის 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პარაკლისი გადაიხადეს.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 8 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მსახიობი ეფემია მესხი თბილისში დაბრუნებას და რამდენიმე სპექტაკლში მონაწილეობას აპირებდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 8 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის განცხადება 1899 წლის იანვრიდან ალმანახ „კრებულის“ გამოცემის განახლების შესახებ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 8 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ივანე არდიშვილი 1899 წლის უბის კალენდრის გამოცემას აპირებდა, რომლის ტირაჟი 5000 ეგზემპლარი იქნებოდა და 2-დან 5 კაპიკამდე ეღირებოდა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 17 ოქტომბერს სახალხო სკოლების ზედამხედველი ვ. ნ. პავლოვი სიღნაღში ერთკლასიანი დაწყებითი სკოლის გახსნას დაესწრო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 29 ოქტომბერს ანა ალექსანდრეს ასულმა ამილახვარმა გორის საკრებულოს ტაძართან არსებული სამრევლო სკოლა მოინახულა და 25 მანეთი შესწირა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სოხუმის პოლიცია იმ მძარცველების ვინაობის დადგენას ცდილობდა, რომლებმაც მიხეილ თოფურიძის სახლიდან 700 მანეთი და 1200 მანეთის ღირებულების ძვირფასი ნივთები გაიტაცეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ექიმი ტიტე სვიმონის ძე ქიქოძე თბილისის გამგეობის სასანიტარო-სამკურნალო ნაწილის რევიზიას აწარმოებდა.

1898

ტიპი: ნასამართლეობა

1898 წლის 3 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დეკემბერში თბილისის ოლქის სასამართლო მკვლელობაში ეჭვმიტანილი შიხი ტუსიშვილის საქმის განხილვას გეგმავდა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 3 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კავკასიის მთავარმართებლმა თბილისის გამგეობის წევრები ქრისტეფორე ავაკუმის ძე ვერმიშევი და ა. ა. ივანენკო დაკავებული თანამდებობებიდან დაითხოვა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მსახიობ ბაბო ავალიშვილის დასახმარებლად ქართული დრამატული საზოგადოება წარმოდგენის გამართვას გეგმავდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მომავალი სეზონიდან ქართული თეატრის წარმოდგენებში დრამატული საზოგადოების მუდმივი არტისტების გარდა ნატო გაბუნია-ცაგარელი, ანა სიმონის ასული მესხი და კოტე ყიფიანი მიიღებდნენ მონაწილეობას.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 3 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ქართულ თეატრთან დაკავშირებულ საქმეებზე ზედამხედველობა ვასილ სულხანიშვილს ევალებოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 31 ოქტომბერს ხმოსანმა ბ. პ. ვესელოვზოროვმა თბილისის გამგეობის საბჭოს შავი ჭირის ეპიდემიასთან ბრძოლის პროექტი წარუდგინა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 1-ელ ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ივ. კავთელის ფსევდონიმით ივანე ჯაჯანაშვილის წერილი „ციება და მისი შედეგი“ გამოქვენყნდა.

1898

ტიპი: ნასამართლეობა

1898 წლის 31 ოქტომბერს თბილისის სასამართლო პალატამ კლავდია ალექსანდრეს ასულ შმაკოვის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძეს, რომელსაც ირკუტსკის გუბერნიაში გადასახლება ჰქონდა მისჯილი, განაჩენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით შეუმსუბუქა და ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 1-ელ ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ კონსტანტინე ნოდიას კორესპონდენცია „ფოთი, უწესო ჯვარის წერა“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 22 ოქტომბერს გორის მაზრის სოფელ წინარეხში ახალი სკოლის შენობის კურთხევას წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები ივანე გიორგის ძე რატიშვილი და თომა მიხეილის ძე კევლიშვილი დაესწრენ. სოფელ კავთისხევში მათ იოსებ ზებულონის ძე ცხვედაძემ უმასპინძლა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 20 ოქტომბერს ხონში ელენე დიმიტრის ასულ ბახტაძის მიერ დაფუძნებული ქალთა სასწავლებელი აკურთხეს.