საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები83082

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დარია ელიზბარის ასული თაქთაქიშვილი გიორგი თაქთაქიშვილის მეუღლე იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარიამ ისაკის ასული თაქთაქიშვილი გიორგი თაქთაქიშვილის დედა იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921-1945 წლებში ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი ემიგრაციაში საქართველოს სამუზეუმო განძს იცავდა.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წელს ივანე პაპასკირი შევიდა კომკავშირის რიგებში.

1921

ტიპი: განათლება

1921 წელს აკაკი ბელიაშვილმა დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია.

1921

ტიპი: განათლება

1921 წელს აკაკი ბელიაშვილმა სწავლა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს ალიო მირცხულავა საცხოვრებლად გადავიდა თბილისში და მუშაობა დაიწყო კომკავშირის ცეკაში ბეჭდვითი სიტყვის განყოფილების მდივნად.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წელს ალიო მირცხულავა გაწევრიანდა კომკავშირის არალეგალურ ორგანიზაციაში.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921-1923 წლებში ალიო მირცხულავა იყო ალკკ საქართველოს ინსტრუქტორი.

1921

ტიპი: ღონისძიება

ალიო მირცხულავამ ლიტერატურული საქმიანობა დაიწყო 1921 წელს.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წელს ჟურნალ „ნაკადულში“ დაიბეჭდა გიორგი ნახუცრიშვილის მოთხრობა „დაკარგული შვილები“.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს სოლომონ ცაიშვილმა მასწავლებლად დაიწყო მუშაობა ზუგდიდის მაზრაში.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წელს ივანე პაპასკირი შევიდა კომკავშირის რიგებში.

1921

ტიპი: განათლება

1921 წელს სიმონ ჩიქოვანმა სწავლა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921-24 წლებში სიმონ ჩიქოვანი მსახურობდა წითელი არმიის ქართული ნაწილების პოლიტგანყოფილებაში.

1921

ტიპი: განათლება

1921 წელს სიმონ ჩიქოვანმა დაასრულა ქუთაისის რეალური სასწავლებელი.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921-25 წლებში ალექსანდრე ბარამიძე იყო განათლების მუშაკთა პროფკავშირის საქმეთა მმართველი.

1921

ტიპი: ავტორობა

იონა მეგრელიძის ლექსთა პირველი კრებული დაიბეჭდა 1921 წელს.

1921

ტიპი: თანამდებობა

იონა მეგრელიძე იყო 1921 წელს ჩამოყალიბებული საქართველოს პროლეტარ მწერალთა ასოციაციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ხელმძღვანელი.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლისთვის „ლიტოში“ მუშაობისას გიორგი ლეონიძემ სანდრო ეულთან ერთად 50-მდე ქართული წიგნი გამოსცა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლისთვის პოლიტგანათლებაში გამოცემული წიგნებიდან აღსანიშნავია გიორგი ლეონიძის რედაქტორობით გამოცემული „რევოლუციის პოეტები“.

1921

ტიპი: განათლება

1921 წელს მემარცხენე მწერლობით გატაცებული გიორგი ლეონიძე გამოვიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921-1922 წლებში გერცელ ბააზოვმა მხატვარ უჩა ჯაფარიძესა და თეატრმცოდნე დიმიტრი ჯანელიძესთან ერთად გამოსცა ლიტერატურული ჟურნალი „ონი“.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის შემდეგ გიორგი ლეონიძემ და სანდრო ეულმა დააარსეს იუმორისტული ჟურნალი „ყუმბარა“ და წითელარმიელთა გაზეთი „წითელი არმიელი“.

1921

ტიპი: განათლება

1921 წლის შემოდგომაზე 13 იუნკერი, მათ შორის ნიკოლოზ მათიკაშვილი, სასწავლებლად საბერძნეთში, ათენის სამხედრო სასწავლებელში გაემგზავრა.