რეგისტრირებული ფაქტები85221
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 13 მაისის „დროების“ ცნობით, აკაკი წერეთელი საქმიანი ვიზიტით პეტერბურგში იმყოფებოდა.
1935
ტიპი: ღონისძიება
1935 წლის 21-22 ივლისს ლავრენტი ბერიამ თბილისის პარტიული აქტივის კრებაზე კომუნისტური პარტიის ისტორიის შესწავლის აუცილებლობაზე ილაპარაკა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 18 ინვარს თბილისის თეატრში გაიმართა ნ. ა. გრედესკულის ლექცია „რუსეთი და მისი ერნი“.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 14 იანვარს თბილისის ახალი კლუბის დარბაზში გაიმართა საქველმოქმედო საღამო კონსტანტინე ანდრონიკაშვილის ხელმძღვანელობით.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 31 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მწერალი ქრისტინე დგებუაძე ავად იყო და საავადმყოფოში იწვა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 26 იანვარს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების თაოსნობით გამართულ აკაკის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე ექვთიმე თაყაიშვილმა ისაუბრა პოეტის მოღვაწეობის ხანასა და მის ღვაწლზე.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 31 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ელისაბედ ჩერქეზიშვილის სცენაზე 30-წლიანი მოღვაწეობის აღსანიშნავად ქართველი ვაჭრები ფულს აგროვებდნენ.
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 31 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, პოდპ. გ. ე. ბაბალაშვილი გერმანელებთან ბრძოლაში მოკლეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 26 იანვარს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების თაოსნობით გამართულ აკაკის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე გრიგოლ დიასამიძემ აკაკის დაუბეჭდავი ლექსები წაიკითხა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 26 იანვარს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების თაოსნობით გამართულ აკაკის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე პავლე ინგოროყვამ წაიკითხა ნაშრომი „აკაკი“.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს სოფ. მერეთში ისაია ფურცელაძის თაოსნობით გამართულ სცენისმოყვარეთა უფასო წარმოდგენაში მონაწილეობდა ელისაბედ ჩერქეზიშვილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის 17 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ქართული კულტურული კავშირის წარმომადგენლებად დრამატულმა საზოგადოებამ ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავი, შალვა ვლადიმერის ძე მესხიშვილი და ვლადიმერ ლევანის ძე გუნია აირჩია.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 17 იანვარს თბილისში გაიმართა ნ. ა. გრედესკულის ლექცია „ევროპიისთან ომი“.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 26 იანვარს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების თაოსნობით გამართულ აკაკი წერეთლის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე ნიკოლოზ ერისთავმა და გრიგოლ რობაქიძემ აკაკის ლექსები წაიკითხეს.