რეგისტრირებული ფაქტები88248
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1887
ტიპი: თანამდებობა
1887-1909 წლებში შიო ქუჩუკაშვილი თბილისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიას განაგებდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 7 თებერვალს ალექსანდრე მაისურაძემ თბილისის სახალხო სახლში სასიმღერო დილა გამართა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 31 იანვარს მიხეილ კავსაძის ლოტბარობით გამართულ კონცერტზე ვანო უსტიაშვილმა თავისი ლექსი „ჯარისკაცი“ ფანდურზე დაამღერა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 14 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობ დავით რ. შველიძის დახმარებით დაფუძნდა ბაქოს დრამატული წრე.
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 7 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, პოლკოვნიკი ლევან კონსტანტინეს ძე მამაცაშვილი დასავლეთის ფრონტზე მოკლეს.
1916
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1916 წლის 14 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მგოსანი ალექსანდრე აბაშელი ჭაობის ციებით იყო დაავადებული.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 31 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მხატვარმა გიორგი კონსტანტინეს ძე ერისთავმა რეჟისორ ალექსანდრე რაჟდენის ძე წუწუნავას დავალებით დაიწყო შალვა გიორგის ძე შარაშიძის პიესის „ავგაროზი“ სადეკორაციო ესკიზების ხატვა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 10 დეკემბერს სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებამ განიხილა ვლადიმერ მიქელაძის მოხსენება წვრილი კრედიტის მოწყობის შესახებ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 26 ნოემბერს ქართულ დრამატულ საზოგადოებას უნდა წარმოედგინა ვასო აბაშიძის მიერ თარგმნილი კომედია „გაკოტრებული აზნაური“, რომელშიც ეფემია მესხი, გიორგი კანდელაკი, გედევან გედევანოვი, ელისაბედ ჩერქეზიშვილი და დათიკო ხოსროევი მიიღებდნენ მონაწილეობას.

