საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82970

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წელს ბათუმის ოლქიდან ანკარის საგარეო საქმეთა სამინისტროს ართვინისა და არტაანის მხარეების თურქეთის შემადგენლობაში შესვლის გამო მისალოცი წერილი გაუგზავნეს. წერილს ხელს აწერენ დეპუტატები აჰმედ ნურედინი და მეჰმედ ედიბი.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის იანვარ-თებერვალში მეჰმედ ედიბი ხოფიდან ანკარაში თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უგზავნიდა წერილებს ბათუმის ოლქში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წელს საქართველოს მთავრობამ რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარს, გიორგი ჩიჩერინს ნოტა გაუგზავნა. საქართველო რუსეთს სთავაზობდა, გაერთიანებულიყვნენ დასავლეთის იმპერიალიზმის ზეწოლის წინააღმდეგ.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს ბათუმში მემედ აბაშიძის რედაქტორობით გამოდიოდა გაზეთი „სამუსლიმანო საქართველო“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის იანვარ-თებერვალში ხოფიდან ანკარის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გაგზავნილ წერილებში მეჰმედ ედიბი თურქეთის მთავრობას საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებას ურჩევდა, მაგრამ თურქეთი ლონდონის კონფერენციის დასრულებამდე ასეთ მოქმედებებს მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა.

1921

ტიპი: ავტორობა

კიაზიმ ყარაბექირ ფაშას 1921 წლის ერთ-ერთი წერილის მიხედვით, თურქეთის მთავრობამ გადაწყვიტა, საქართველოს ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებოდა, რადგან მას ბოლშევიკების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყება უბრძანეს.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წელს საქართველოს მთავრობისთვის გამოგზავნილ ნოტაში რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარი გიორგი ჩიჩერინი წერდა, რომ რუსეთი აღიარებდა 1920 წლის მაისში საქართველოსთან დადებული ხელშეკრულებით დადგენილ საზღვრებს, რომლის მიხედვითაც არდაგანი და ბათუმი საქართველოს რჩებოდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს ხოფაში მყოფი მეჰმედ ედიბი, რომელიც კოორდინატორი იყო ანკარასა და ბათუმის ისლამურ საზოგადოებას შორის, ინსტრუქციებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ აჰმედ მუჰთარ ბეისგან იღებდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წელს, ტრაპიზონში ქართულ-თურქული დელეგაციების სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს, სანჯაყ-ბეგმა ჰაიდარ აბაშიძემ თავი ბათუმის წარმომადგენლად გამოაცხადა და განაცხადა, რომ ბათუმი საქართველო იყო, იქ ქართველი ხალხი ცხოვრობდა და რელიგია მთავარი არ იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს კიაზიმ ბეისა და კიაზიმ ყარაბექირის არმიის ნაწილებმა ბათუმი დაიკავეს.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს კიაზიმ ყარაბექირი თურქეთის აღმოსავლეთის ფრონტის სარდალი იყო.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს იოსებ ასლანიშვილი ექიმად მუშაობდა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს თურქეთის ჯარის ნაწილების ბათუმში შესვლის შემდეგ კიაზიმ ბეიმ თავი ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორად გამოაცხადა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს თბილისში მყოფი ანკარის მთავრობის წარმომადგენელი კიაზიმ დირიქი კავკასიაში თურქების ჯარების შესვლას ითხოვდა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს ბექირი ისლამური საზოგადოების ხელმძღვანელი იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს კიაზიმ ყარაბექირი არ ეთანხმებოდა თბილისში მყოფ ანკარის მთავრობის წარმომადგენელს, კიაზიმ დირიქს და ბოლშევიკების წინააღმდეგ ყოველგვარი სამხედრო მოქმედების დაწყების წინააღმდეგი იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის იანვრიდან მსახიობი აკაკი ალექსის ძე ვასაძე ასპინძის ბატალიონში გადიოდა სავალდებულო სამხედრო სამსახურს.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს სიმონ გურგენის ძე მდივანი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩი იყო.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს ბუდუ გურგენის ძე მდივანი საბჭოთა ხელისუფლების სრულუფლებიანი წარმომადგენელი იყო თურქეთში.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს დასაწყისში თურქეთის მთავრობამ ბოლშევიკებთან ურთიერთობის გასარკვევად მოსკოვში მიმავალი დელეგაციის ხელმძღვანელად ალი ფუატ ჯებესოი დანიშნა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის იანვრის დასაწყისში კიაზიმ ყარაბექირ ფაშამ ყარსში მიიღო მოსკოვში მიმავალი დელეგაცია, რომლის ხელმძღვანელი იყო ალი ფუად ჯებესოი.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის დასაწყისში თურქეთის მთავრობამ ბოლშევიკებთან ურთიერთობის გასარკვევად მოსკოვში მიმავალი დელეგაციის წევრებად იუსუფ ქემალ თენგირშექი და ექიმი რიზა ნური ბეი აირჩია.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს იუსუფ ქემალი იყო თურქეთის დელეგაციის ხელმძღვანელი მოსკოვის მეორე კონფერენციაზე.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წელს გიორგი ვასილის ძე ჩიჩერინმა თურქეთში ბუდუ გურგენის ძე მდივანს მისწერა, რომ თურქები ბათუმში ჯარებზე თავდასხმებსა და საქართველოს ტერიტორიების დაკავებას ხელშეკრულების უცოდინრობით ხსნიდნენ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის იანვრის შუა რიცხვებში ანკარაში მიმავალი საბჭოთა რუსეთის ელჩი ბუდუ მდივანი ყარსში კიაზიმ ყარაბექირსა და მოსკოვში მიმავალ თურქეთის დელეგაციას შეხვდა.