საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85213

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 26 დეკემბერს სახალხო სახლში პლატონ კორიშელის, იუზა ზარდალიშვილის, ვასილ არაბიძის, ალექსანდრე წუწუნავას და სხვ. მონაწილეობით „ოთხი იმერელი“ წარმოადგინეს.

1914

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1914 წელს I მსოფლიო ომში დაღუპული დიმიტრი ანდრონიკაშვილი და დაჭრილი მიხეილ ანდრონიკაშვილი ძმები იყვნენ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 11 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვასილ ალანიას წერილი „გ. მ. ხერხეულიძე (მ. ფოცხოველი)“.

1914

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ქართული გაზეთის თანამშრომელი ავ. აბესაძე I მსოფლიო ომში, 1914 წელს, დაჭრეს.

1914

ტიპი: პირადი ინფორმაცია

კაპიტანი მიხეილ ანდრონიკაშვილი I მსოფლიო ომში, 1914 წელს, დაჭრეს.

1914

ტიპი: გარდაცვალება

პორუჩიკი დიმიტრი ანდრონიკაშვილი I მსოფლიო ომში, 1914 წელს, მოკლეს.

1845

ტიპი: პირადი ინფორმაცია

აბრამ დავ. აბრამოვი 1845 წელს სოფელ შულავერში დაიბადა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 4 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე ძაძამიას თხზულება „თფუუ...“.

1914

ტიპი: გარდაცვალება

1914 წელს ქუთაისის მოურავის მოადგილის შვილი, პოდპოლკოვნიკი ალექსანდრე პავლეს ძე მოსიძე გერმანელებთან ბრძოლის დროს პოლონეთში მოკლეს.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ქალაქ თბილისის გამგეობამ გადაწყვიტა სტამბის დაარსება, რისი ხარჯთ-აღრიცხვის შედგენა დაევალა სტეფანე ჭრელაშვილს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 11 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ირაკლი დიდიძის წერილი „სამშობლოში“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს სასოფლო მრეწველობის საჭიროებათა გამოსარკვევი პროგრამის პირველი მუხლის შესახებ მოხსენების შედგენა ნ. ა. სულთან–კრიმ–გირეის მიენდო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 20 თებერვალს თბილისის ახალ კლუბში ვარდენ ლორთქიფანიძეს კონცერტი უნდა გაემართა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს ფრ. ჩარკვიანმა ნაძალადევში სახალხო თეატრის დაარსება განიზრახა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ე. დ. გორდელაძე „ზაკავკაზსკაია რეჩის“ გამომცემელი იყო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 11 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ევგენი ფურცხვანიძის მოთხრობის „დედის მკვლელი“ VI ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 11 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ელისაბედ ჩერქეზიშვილის წერილი „სამწიგნობრო მუსაიფი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 11 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიგლა მებუკის სტატია „თეატრის ისტორია, თეატრი პირველყოფილ ხალხში“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 11 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ბეგლარ ახოსპირელის უსათაურო ლექსი „აფრას გრიგალი მოუსვენარი...“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 11 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე შანშიაშვილის დრამატული პოემის „ქალი გრძნეული“ I ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 11 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შარჟი რეჟისორ მიხეილ ქორელზე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 11 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ლუკას ძე სიხარულიძის ლექსი „საქართველოდან რუსეთში“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 28 თებერვალს ქართული სიტყვაკაზმული საზოგადოების კრებაზე უნდა წაეკითხათ შიო არაგვისპირელის ახალი ნაწარმოები „გაბზარული ზარი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 20 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გაგრძელება ვახტანგ კოტეტიშვილის სტატიისა „ბ. ახოსპირელი და მისი სიმღერა“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 14 თებერვალს თბილისის სახაზინო თეატრში შიო მღვიმელისთვის გამართულ სადღესასწაულო დილაზე ივანე გომართელმა შიო მღვიმელის მოღვაწეობის შესახებ ისაუბრა.