რეგისტრირებული ფაქტები80922
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 28 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, კარლო ჩხეიძეს ფილტვების ანთება ჰქონდა.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 14 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ა. პავლიაშვილს ბაქოს დრამატული კომიტეტის წევრები მატერიალურად დაეხმარნენ.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 28 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, კარლო ჩხეიძე ავადმყოფობის გამო სათათბიროს სხდომებს ვერ ესწრებოდა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 14 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ივანე სიმონის ძე მესხიევი ხელოსანი და ვაჭარი იყო.
1902
ტიპი: გარდაცვალება
1902 წლის 5 დეკემბერს გარდაიცვალა მდიდარი სომეხი ქველმოქმედი ავეტის ჰუკასოვი, რომელმაც სხვადასხვა საქველმოქმედო და საგანმანათლებლო საზოგადოებას 130 ათასი მანეთი უანდერძა .
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 14 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, დია ჩიანელმა (დავით ჩხეიძემ) უნივერსიტეტის დაამთავრების შემდეგ ბაქოს ქალთა გიმნაზიაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 3 დეკემბერს თბილისში გამართულ ქალაქის საბჭოს სხდომაზე არშაკ ბაბოვი, ალექსანდრე ჯაბადარი, ა. ბ. ევანგულოვი, პავლე ყიფიანი, ნ. ი. თამამშევი, იოს. ტიგრანოვი და ი. ა. სულხანოვი საფინანსო კომისიის წევრებად აირჩიეს.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს თბილისის გამგეობამ ტ. ენფიანჯიანცს ქალაქსა და სოლოლაკის მთაში გვირაბის გამყვან ინჟინრებს: პ. ბრაილოვსკისა და გ. ხატისოვს შორის კონტრაქტის საბოლოო ვერსიის შემუშავება დაავალა.
1902
ტიპი: ავტორობა
1902 წელს სოფ. პერევისის სკოლის მასწავლებელმა ივანე წერეთელმა გაზეთ „ცნობის ფურცელს“ სთხოვა, დაებეჭდათ ცნობა, რომ ჭიათურის შავი ქვის მწარმოებელთა საბჭომ მათ სკოლას 100 მანეთის წიგნები გაუგზავნა. წიგნების 25% უღარიბესი ბავშვებისთვის დასარიგებლად იყო განკუთვნილი, 25% – ნახევარ ფასში გასაყიდად, ხოლო 50% გაიყიდებოდა სრულ ფასად, მიღებული თანხა ისევ საბჭოს გადაეცემოდა.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საზოგადო კრებაზე დავით კარიჭაშვილი, შიო დედაბრიშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, გრიგოლ რცხილაძე, გიორგი ლასხიშვილი, იოსებ გიორგობიანი და სხვ. საზოგადოების წევრებად აირჩიეს.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 16 დეკემბერს თბილისის საბჭოს კრებაზე ჩატარდა ქალაქის მოურავისა და მდივნის არჩევნები, კანდიდატებად ა. მ. არღუთინსკი-დოლგორუკოვი, ქ. ა. ვერმიშევი და ა. ა. ივანენკო იყვნენ წარდგენილი.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წლის იანვარში ავადმყოფ აკაკი წერეთელს სახლში სევერიან ჭოღოშვილი მკურნალობდა, ხოლო ორ დღეში ერთხელ ჭიათურიდან სხვა ექიმი აკითხავდა.
1915
ტიპი: გარდაცვალება
1915 წლის იანვარში ბარბარე ჯორჯაძის შვილიშვილი პოდპორუჩიკი ნიკოლოზ გიორგის ძე გეხტმანი ოსმალეთის საზღვარზე მოკლეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 4 იანვარს ხაშურის ქართულმა დრამატულმა წრემ ალექსანდრე ბაქრაძის „ამ დროის გმირები“ წარადგინა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 3 იანვარს სურამის კლუბში ადგილობრივმა სცენისმოყვარეებმა წარმოადგინეს „პატარა კახი“ გრ. სულიაშვილის, გივი ვლ. ღოღობერიძის და სხვ. მონაწილეობით.