რეგისტრირებული ფაქტები80906
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს თავად-აზნაურთა თეატრში გაიმართა საოპერო წარმოდგენა დედათა სკოლის სასარგებლოდ. მთავარმართებელმა გრიგოლ გოლიცინმა და მისმა მეუღლემ 200 მანეთი შესწირეს.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს თბილისის გუბერნატორს მოურავის მოადგილე მ. ს. შესტაკოვმა მოურავად არჩეული ალექსანდრ არღუთინსკი-დოლგორუკოვი, ასევე სტეფანე ჭრელაშვილი თანამდებობებზე დასამტკიცებლად წარუდგინა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 14 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ვაჭარმა ივანე სიმონის ძე მესხიევმა ჟურნალის რედაქციას 100 მანეთი გაუგზავნა სვიმონ ილიას ძე ფაშალიშვილისთვის გადასაცემად.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 4 იანვარს ბაქოში წარმოადგინეს ვ. გოგოლის „რევიზორი“, რომელშიც შალვა დადიანმა ითამაშა გოროდნიჩი, ქარქაშაძემ – ხლოპოვი, ახობაძემ – მსახური ოსიპი, გ. პავლიაშვილმა – ბობჩინსკი, ა. ჭუმბურიძემ შეასრულა დობოჩინსკის, ა. პავლიაშვილმა კი – შპეკინის როლი, ქეთო ელეფთერის ასული ანდრონიკაშვილმა ითამაშა ანა ანდრეევნა და ა.შ.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 28 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ნ. ნათაძე დეკანოზი იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 28 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ნესტორ გლახუას ძე სიხარულიძემ ეროვნული მუსიკის (ჩონგურ-ჭიანურის) მცოდნე-მოყვარულთა წასახალისებლად ორი პრემია დანიშნა. შეჯიბრება ოზურგეთში უნდა გამართულიყო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის იანვარში მსახიობმა მიხეილ ჭიაურელმა ქართველი მსახიობებისა და მწერლების ქანდაკებების გაკეთება დაიწყო.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წლის იანვარში I მსოფლიო ომში პრუსიის საზღვარზე დაჭრილი პოდპორუჩიკი ვასილ კეთილაძე გამოჯანმრთელების შემდეგ ბრძოლის ველზე დაბრუნდა.
1915
ტიპი: გარდაცვალება
ისაკ ზ. მჭედლიშვილი 1915 წელს, I მსოფლიო ომში, ოსმალეთის საზღვარზე დაჭრეს. იგი ბაქოს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის დეკემბერში ჯარისკაცმა ალექსანდრე არშაკის ძე ოგანეზაშვილმა ქართული თეატრის სააღმშენებლო ფონდს 5 მანეთი შესწირა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 28 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ბათუმის სცენის მოყვარეთა წრის რეჟისორად ალექსანდრე ჯაყელი მიწვევის შემდეგ სისტემატურად იმართებოდა წარმოდგენები.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 28 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსანდრე ჯაყელი ბათუმის სცენის მოყვარეთა წრის რეჟისორად მიიწვიეს.