საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82947

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომა გაეცნო ეკატერინე გაბაშვილის წინადადებას პირველი მაისისთვის ბოლო ათი წლის განმავლობაში ჟურნალ-გაზეთებში გაბნეული მისი მოთხრობების ერთ წიგნად გამოცემის, 6-7 მოზრდილი დაუბეჭდავი მოთხრობისა და 3 საყმაწვილო მოთხრობის ან ერთ ტომად, ან პატარა წიგნებად დაბეჭდვის შესახებ. გამგეობა გაბაშვილის წინადადებას დაეთანხმა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარებით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ლანჩხუთის გამგეობის წინადადება ლანჩხუთში საზოგადოების განყოფილების მუშაობის გაგრძელების შესახებ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარებით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე საზოგადოების სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარემ, მასწავლებელმა ირაკლი ჭიპაშვილმა, გამგეობას აუწყა საზოგადოების სიღნაღის განყოფილების საზოგადო კრების გადაწყვეტილება განყოფილების გაუქმების შესახებ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარებით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარემ, მასწავლებელმა ირაკლი ჭიპაშვილმა აუწყა სიღნაღის საზოგადოების განყოფილების საზოგადო კრების გადაწყვეტილება წიგნის მაღაზიის ლიკვიდაციის შესახებ. მაღაზიის გამყიდველმა სალიკვიდაციო თანხა 1 500 მანეთი აიღო. წიგნები საბითუმო ფასად შეიძინა სიღნაღის სამაზრო ერობის წიგნის მაღაზიამ. ინვენტარი და საკანცელარიო ნივთები კი ვალის ანგარიშში კოოპერატივ „მეგობრობას“ გადაეცა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს სომხეთში დაარსდა ახალი პოლიტიკური პარტია – სოციალ-დემოკრატ მუშათა პარტია, რომლის დამაარსებლები იყვნენ: დ. ანანუნი, პ. ზაქარიანი, სტ. ზორიანი, ბ. იშხანიანი, ც. ხანზატიანი, ა. მელიქოსეფიანი, გ. პაჭიკიანი, პ. ოგანჯანიანი, ხ. სამუელიანი და ტ. ტერტადიანი. 18 იანვარს პარტიამ თავისი პროგრამა გამოაქვეყნა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიის წინამძღვრის, დეკანოზ კალისტრატე ცინცაძის „წერ. რედაქციისადმი“.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ვასილ ბარნოვის ახალი რომანი „ხაზართა სასძლო“ ქართულმა ბეჭდვითმა ამხანაგობამ შეიძინა და მოკლე ხანში ცალკე ტომად გამოიცემოდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ს. დარიანის (სერგი დანელია) ფელეტონი „შრომის ნატურალიზაცია“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სპირიდონ კედიას წერილი „ომი თუ მშვიდობიანობა“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „საზღვაო საქმეზედ“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარიამ დავითის ასული ალხაზაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრ ილია სოლომონის ძე ალხაზაშვილის მეუღლე იყო.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 18 იანვარს, 12 საათზე, მიხეილის საავადმყოფოდან ილია სოლომონის ძე ალხაზაშვილს გამოასვენებდნენ და ვერის წმინდა ნიკოლოზის სასაფლაოზე დაკრძალავდნენ.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ანასტასია დიმიტრის ასული გვაზავა სტუდენტ დავით გვაზავას დედა იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი მიხეილ იაკობის ძე გვაზავა სტუდენტ დავით გვაზავას მამა იყო.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სტუდენტი დავით მიხეილის ძე გვაზავა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მას სოხუმში დაკრძალავდნენ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გიორგი ლეონიძემ გამოაქვეყნა წერილი „თეიმურაზ პირველის გამოცემა“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ იასონ ჯავახიშვილმა გამოაქვეყნა განცხადება, რომ 16 იანვრის ნომერში გარეშეს ფსევდონიმით წერილის „კიდევ ნაციონალიზაცია“ ავტორი ის არ იყო. ამასვე ადასტურებდა რედაქციაც.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18 იანვარს ვერ მოხერხდა ქალაქის საბჭოს სხდომის მოწვევა, სადაც უნდა არჩეულიყო ქალაქის არჩევნების წინასწარ მუშაობაში დამხმარე საკონტროლო კომისია, ამიტომ ქალაქის მოურავმა ბენია ჩხიკვიშვილმა გამგეობის დადგენილებით დროებით კომისიაში მოიწვია შემდეგი ხმოსნები: პართენ გოთუა, არჩილ ჯაჯანაშვილი, პარმენ კახიანი, არჩილ რუხაძე და დავით ვაჩნაძე.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა წერილი „სრულიად საქართველოს მასწავლებელთა დელეგატების მეორე ყრილობა“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 19 იანვარს მეჰმედ ედიბმა ხოფიდან ანკარაში თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მისწერა, რომ ბათუმის ავტონომიის მომხრეებს სურდათ შეეკრიბათ 40-კაციანი ასამბლეა, რომელიც გადაწყვეტდა ავტონომიის საკითხებს, მაგრამ, რადგან ბათუმში ქართული ჯარი იდგა, ეს გადაწყვეტილება კანონიერი არ იქნებოდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ვახტანგ გარრიკის ეტიუდი „კოცნა პირველი“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა წერილი „ჩაშლილი ოინები“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „ახალი ხელშეკრულება“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სარგის კაკაბაძის „წერ. რედაქციისადმი“, რომელშიც ავტორი ეხმიანება 16 იანვრის ნომერში დაბეჭდილ გარეშეს წერილს „კიდევ ნაციონალიზაცია“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა მიხეილ ღვამიჩავას „წერ. რედაქციისადმი“, რომელშიც ის რედაქციას მიმართავს თხოვნით, დაადასტურონ, რომ 16 იანვრის ნომერში გარეშეს ფსევდონიმით გამოქვეყნებული წერილი „კიდევ ნაციონალიზაცია“ მას არ ეკუთვნის. რედაქციამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.