საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85213

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 22 ნოემბერს გორის რკინიგზის სადგურის მახლობლად იოსებ ალექსანდრეს ძე ჯავროვმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა ტელეგრაფის თანამშრომელი, 35 წლის იოსებ კანდელაკიშვილი, რომელიც ორი დღის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 13 ივლისის „დროებაში“ დიმიტრი ჯანაშვილის სტატია „დიდიაგაჩი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 13 ივლისის „დროებაში“ ზაქარია მთაწმინდელის ფელეტონი „ბერი ექვთიმეს მიგებება სომეხთა მოძღვრისადმი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 12 ივლისის „დროებაში“ სოსიკო ბაქრაძის ლექსი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 12 ივლისის „დროებაში“ მიხეილ ჯორჯაძის ფელეტონი „საყველ და პურე ამბები“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 12 ივლისის „დროების“ ცნობით, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და გრიგოლ ორბელიანის ლექსების ყველა კრებული გაიყიდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 11 ივლისის „დროებაში“ სოსიკო ბაქრაძის ფელეტონი „ჩაილდ-ჰაროლდის სიმღერა“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 9 ივლისის „დროების“ ცნობით, რეიხმა თბილისის სკოლების მოსწავლეები გამოიკვლია.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 5 ივლისის „დროების“ ცნობით, კუჩაევა მედიატორი იყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, რუსეთის დაზღვევისა და სასაქონლო გადაზიდვების ინპექტორი ა. ა. კრიჟანოვსკი ხომალდების „პეტრესა“ და „ეკატერინას“ შეჯახების გარემოებათა დასადგენად ბათუმში ჩავიდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 13 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა სიმონ ბესარიონის ძე ბადურაშვილის ლექსი „განწირულება“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 13 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ხარიტონ ივანეს ძე ვარდოშვილის ლექსი „მთაზე ვდგავარ“.

1916

ტიპი: ღონისძიება

ალექსი ლუარსაბის ძე გოთვუაძე I მსოფლიო ომის მონაწილე იყო.

1916

ტიპი: ღონისძიება

დიმიტრი ნიკოლოზის ძე თარხან მოურავი I მსოფლიო ომის მონაწილე იყო.

1916

ტიპი: გარდაცვალება

I მსოფლიო ომში დაღუპული დიმიტრი ნიკოლოზის ძე თარხან-მოურავი 1916 წლის 13 მარტს სოფ. ერთაწმინდაში დაკრძალეს.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 13 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსი ლუარსაბის ძე გოთვუაძეს გერმანიის საზღვართან ბრძოლის დროს 18 ჭრილობა მიაყენეს.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 13 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსი ლუარსაბის ძე გოთვუაძე მოსკოვის ქართველთა ლაზარეთში მკურნალობდა.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წლის იანვარში I მსოფლიო ომში ხელში დაჭრილი ჯარისკაცი ივ. ელ. თალაკვაძე მოსკოვის საავადმყოფოში მკურნალობდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის იანვრის ბოლოს დავით ნიჟარაძემ კონსტანტინე აფხაზს აცნობა იმერეთის კულტურული საზოგადოების წარმომადგენელთა გადაწყვეტილება, აკაკი მთაწმინდაზე ილიას გვერდით დაეკრძალათ. გადაწყვეტილება კოტე აფხაზის თავმჯდომარეობით შექმნილმა კომიტეტმაც მოიწონა.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 13 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, დიმიტრი ნიკოლოზის ძე თარხან-მოურავი I მსოფლიო ომში გარდაიცვალა.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წელს აკაკი წერეთლის რედაქტორობით გამოვიდა პირველი იუმორისტული ჟურნალი „ხუმარა“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის იანვარში აკაკი წერეთლის დამკრძალავმა კომიტეტმა ცხედრის წამოსასვენებლად აირჩია ვაჟა-ფშაველა, გიორგი ლასხიშვილი, ნიკო ნიკოლაძე, ნოე ჟორდანია და სხვ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის იანვარში აკაკი წერეთელმა გარდაცვალების შემდეგ თავისი ნების აღსრულება კოტე აბდუშელიშვილს, გრიგოლ დიასამიძეს, ივანე ელიაშვილს და სერგო ჯაფარიძეს დაავალა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის იანვრის ბოლოს დავით ოტიას ძე ნიჟარაძის თაოსნობით ქუთაისში შედგა აკაკი წერეთლის დამკრძალავი კომიტეტი, რომელიც თბილისის კომიტეტთან შეთანხმებით მოქმედებდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის იანვრის ბოლოს აკაკი წერეთლის დამკრძალავმა კომიტეტმა დაადგინა, გამოეცათ პოეტის 10 000 ცალი სურათი მოკლე ბიოგრაფიით ხალხში უფასოდ დასარიგებლად.