რეგისტრირებული ფაქტები80919
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 10 თებერვალს გრიგოლ ანაშვილის სცენაზე მოღვაწეობის 10 წლის იუბილეს აღსანიშნავად ქართული წარმოდგენების მმართველმა წრემ კონსტანტინე შათირიშვილის რეჟისორობით „ციმბირელი“ წარმოადგინა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 20 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, იოსებ გიორგის ძე მონადირიშვილი ორი წელი თელავის სასულიერო სასწავლებლის პედაგოგი იყო.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წლის თებერვალში ვაჟა-ფშაველა გაციებული იყო, ამიტომ აკაკი წერეთლის დაკრძალვას ვერ დაესწრო.
1902
ტიპი: ნასამართლეობა
1902 წლის 28 ნოემბერს მადათოვის კუნძულზე მდებარე სავაჭრო საქონლის მაღაზიის მეპატრონემ, ივანე ფარსაგოვმა პოლიციის მე-9 ნაწილში განაცხადა, რომ მისი მაღაზიიდან მოსამსახურე მიხეილ ნამორაძემ სხვადასხვა დროს 200 მანეთამდე ღირებულების საქონელი გაიტანა და მჭედლების ქუჩაზე მოვაჭრე წყალობა ყაზაროვს მიჰყიდა. პოლიციამ ნამორაძე და ყაზაროვი დააპატიმრა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 20 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, იოსებ გიორგის ძე მონადირაშვილმა გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე ჩამოაყალიბა მგალობელთა გუნდი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 20 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ბათუმის სამხედრო ლაზარეთში გარდაცვლილი კალენიკე ანთაძე მშობლებმა სოფ. ბჟოლიეთში გადაასვენეს.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 20 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, იოსებ გიორგის ძე მონადირაშვილი სიცოცხლის ბოლო წლებში ქართულ გიმნაზიაში მუშაობდა მასწავლებლად.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 13 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ქართველ ქალთა ერთმა ჯგუფმა ნინო ყიფიანის თაოსნობით გადაწყვიტა, სასადილო გაეხსნა და მისი შემოსავალი ქართული კულტურის მოღვაწეთა საზოგადოებისთვის გადაეცა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 13 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მ. ბეჟაშვილმა რედაქციას ავადმყოფ ალექსანდრე აბაშელისთვის გადასაცემად მანეთი გაუგზავნა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 13 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ა. სერგოშვილმა, გ. კობიძემ და კ. ქავთარაძემ ჟურნალის რედაქციას ავადმყოფ ალექსანდრე აბაშელისთვის გადასაცემად 3-3 მანეთი გაუგზავნეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის თებერვალში ქუთაისის ბანკმა აკაკი წერეთლის ფონდს პოეტის ძეგლისთვის 1000 მანეთი შესწირა.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს მღვდელი ალექსანდრე ეპიტაშვილი მარტყოფის საკრედიტო ამხანაგობის თავმჯდომარე იყო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 15 თებერვალს ხაშურის თეატრში იუზა ზარდალიშვილისა და ანა შოთაძის მონაწილეობით სიო ჭანტურიშვილის „მორევში“ წარმოადგინეს.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის 9 თებერვალს აკაკი წერეთლის დამკრძალავი კომიტეტის ბოლო სხდომაზე გიორგი ჟურული საგანგებო კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 19 თებერვალს ქუთაისის მსახიობთა ამხანაგობას იუზა ზარდალიშვილისა და ნინო ჩხეიძის მონაწილეობით „მარგარიტა გოტიე“ უნდა წარმოედგინა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის თებერვალში კულტურის მოყვარულთა საზოგადოებას აკაკი წერეთლის ხსოვნისადმი მიძღვნილი სხდომა უნდა გაემართა, რომელზეც მოხსენებებს წაიკითხავდნენ კიტა აბაშიძე, ევგენი გეგეჭკორი, ივანე გომართელი, ალექსანდრე ჭიჭინაძე და სხვ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის თებერვალში ანასტასია კაპანაძისამ ქუთაისის ეთნოგრაფიული საზოგადოებისთვის მოაგროვა ძველი ხელნაწერები, ფული, სამკაულები, მოქარგული სამოსი, საცერული, ჭურჭელი და სხვ.