საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები86988

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 21 ნოემბერს ბათუმის რკინიგზის თეატრში გაიმართა ქართული წარმოდგენა, რომელშიც მონაწილეობდნენ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი და ქუთაისელი მსახიობები.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 27 ნოემბერს სამების ეკლესიაში წირვის შემდეგ გადაიხადეს მიხეილ ივანეს ძე გაბაშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 20 მარტს ავლაბრის თეატრში მსახიობების – ალექსანდრე სოლომონის ძე იმედაშვილისა და ანეტა ქიქოძის მონაწილეობით „ოტელო“ უნდა წარმოედგინათ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 20 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი ალექსანდრე ივანეს ძე სუმბათაშვილი თბილისში ჩამოსვლას და სახაზინო თეატრის სცენაზე თამაშს აპირებდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 28 მარტს ლანჩხუთში საქველმოქმედო საღამოზე კ. ჟღენტს სეზმან ერთაწმინდელის შესახებ რეფერატი უნდა წაეკითხა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 28 მარტს ლანჩხუთში საქველმოქმედო საღამოზე ახალგაზრდა მწერლის, სეზმან ერთაწმინდელის პატივსაცემად უნდა წარმოედგინათ პიესა „ლურჯი ხალათი“.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 21 ნოემბერს ბათუმის რკინიგზის თეატრში წარმოადგინეს დრამა „შეშლილია" და ავქსენტი ცაგარლის „ბაიყუში". სპექტაკლების შემოსავალი – 482 . 65 მან. სკოლას შესწირეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 13 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსი ლუარსაბის ძე გოთვუაძე ჯარისკაცი იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 20 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ავლაბრის ქართული სახალხო წარმოდგენების მმართველი წრის გამგეობამ ალექსანდრე რაჟდენის ძე წუწუნავა საგაზაფხულო სეზონისთვის რეჟისორად მიიწვია.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 20 მარტს ბაქოში ელისაბედ ჩერქეზიშვილის პატივსაცემად სადღესასწაულო წარმოდგენა უნდა გაემართათ.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 26 ნოემბერს ქალაქის მოურავის მოადგილემ ქალაქის საქმეთა საგუბერნიო საკრებულოს საბჭოს თბილისის გუბერნატორის თანამდებობაზე დასამტკიცებლად ვლადიმერ სიმონის ძე მიქელაძე წარუდგინა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 15 ნოემბერს ქუთაისში გაიხსნა საგადასახადო ინსპექტორთა კრება, რომელზეც განიხილავდნენ სამრეწველო გადასახადის დებულებას. 22 ნოემბერს კრება დროებით შეწყდა, რადგან ქუთაისის სახაზინო პალატის თავმჯდომარე მ. ა. გრიგორაში თბილისში დაიბარეს.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 22 ნოემბერს ქუთაისში მომრიგებელ შუამავალთა კრებაზე განიხილეს იონა მეუნარგიას მოხსენება სასოფლო სასამართლოების ცვლილებების შესახებ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს სახალხო სკოლების ინპექტორმა ვ. ნ. პავლოვმა თბილისის სამაზრო მმართველობას აუწყა, რომ მთავრობამ წყნეთში სკოლის გახსნის ნება დართო და სოფელს სთხოვა, ხაზინაში შეეტანა მასწავლებლის წლიური ხელფასი 400 და მსახურის 100 მანეთი, ასევე მოემზადებინა მასალა შენობის ასაგებად.

1902

ტიპი: ნასამართლეობა

1902 წლის 17 დეკემბერს თბილისის სასამართლო პალატაში განსახილველად დაინიშნა ბათუმის ვაჟთა გიმნაზიის ყოფილი მოსწავლის, დომენტი კვახაძის საქმე. მას ბრალად ედებოდა ფრანგულის მასწავლებლის მკვლელობა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს რუსეთის ტექნიკურმა საზოგადოებამ ბაქოში დაასრულა ტექნიკური ლაბორატორიის მშენებლობა. საზოგადოების თავმჯდომარემ 1-ელ დეკემბერს ლაბორატორიის კურთხევაზე დასასწრებად მიიწვია სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი პეტრე გრუზინსკი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 7 დეკემბერს მთავარმართებლის კანცელარიის დირექტორი ტრაფიმოვი სამსახურის საქმეებზე პეტერბურგში გაემგზავრა.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ჯარისკაცი ვასილ ნახუცრიშვილი I მსოფლიო ომში, 1915 წელს, ოსმალებთან ბრძოლაში დაჭრეს.

1902

ტიპი: გარდაცვალება

1902 წლის ნოემბერში გარდაიცვალა დავით და ილია ზაქარიას ძე მელიქიშვილებისა და მართა ზაქარიას ასული ჭავჭავაძის დედა მარიამ ზაქარიას ასული მელიქიშვილისა. პანაშვიდები იყო კოჯრის ქუჩაზე, გასვენება – 1-ელ დეკემბერს, დილის 10 საათზე, ვანქის ეკლესიიიდან, დაკრძალვა – დიდუბის ეკლესიის გალავანში.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს კავკასიის საექიმო ნაწილის სამმართველოს უფროსის თანაშემწემ, ნიკოლოზ ვესელოვზოროვმა კავკასიაში საექიმო ნაწილის გავრცელების აღწერა დაასრულა და წარუდგინა კომისიას, რომელმაც დაავალა გამოეკვლია, როგორ გაუმჯობესდა ხალხში საექიმო საქმე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გრიგოლ მეგრელიშვილის ლექსი „დაუსრულებელი“.

1915

ტიპი: გარდაცვალება

1915 წლის 21 თებერვალს ნიკოლოზ რევაზის ძე ერისთავი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.

1915

ტიპი: გარდაცვალება

1915 წლის 18 თებერვალს ნიკოლოზ რევაზის ძე ერისთავი გარდაიცვალა.

1852

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ნიკოლოზ რევაზის ძე ერისთავი 1852 წლის 20 ნოემბერს დაიბადა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის თებერვალში კირიონ ეპისკოპოსს სასჯელი მოუხსნეს და პოლოცკის ეპისკოპოსად დანიშნეს.