რეგისტრირებული ფაქტები88412
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის თებერვალში იუზა ზარდალიშვილმა და ანა შოთაძემ ხაშურში გასტროლები დაიწყეს.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის თებერვალში ქართველ მსახიობთა ამხანაგობამ რეჟისორად მიხეილ ქორელი მიიწვია.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის თებერვალში ალექსანდრე შანშიაშვილმა გაზეთ „საქართველოს“ გამოცემის უფლება მიიღო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის თებერვალში ისაკ გიორგის ძე ალხანაშვილმა ნუკრიანის პირველ დაწყებით სკოლას თავისი ხარჯით მთელი წლით, გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 15 თებერვალს ქუთაისის თეატრში ნინო ჩხეიძის მონაწილეობით „მედეა“ წარმოადგინეს.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის თებერვალში ალექსანდრე ყალაბეგიშვილი საგაზაფხულო სეზონისთვის ქუთაისის დასმა მიიწვია.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 25 იანვარს ბაქოს დრამატულმა წრემ წარმოადგინა ნინო ნაკაშიძის სოციალური დრამა „ვინ არის დამნაშავე?“ სპექტაკლის რეჟისორი იყო შალვა დადიანი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის თებერვალში ვასილ ივანეს ძე კირვალიძემ ონის სამკითხველოს თავისი ხარჯით მთელი წლით გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 25 იანვარს ბაქოს დრამატული წრის მიერ დადგმულ სპექტაკლში „ვინ არის დამნაშავე?“ შალვა დადიანმა სიკოს როლი შეასრულა, მარიამ ნაკაშიძემ ითამაშა სალიხე, ელო ანდრონიკაშვილმა – ფატი, შალვა ხონელმა – არსენა და ა.შ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 15 თებერვალს საბურთალოს თეატრი აკურთხეს, ცერემონიის შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ იოსებ იმედაშვილი, სვიმონ სვიმონიძე, თომა ნასიძე და სხვ.
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 20 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსანდრე პავლიაშვილი გარდაიცვალა.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლის 18 დეკემბერს ქალაქ ფოთის გამგეობამ სახაზინო გადასახადის გადაუხდელობის გამო გადაწყვიტა გაეყიდა არამიანსკის ქუჩაზე მდებარე დიმიტრი სმირნოვის მემკვიდრეთა ეზო აგურის სახლით.

