საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89993

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 4 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კახეთში მივლინებაში მყოფი საურთიერთო-სამეურნეო კრედიტის საზოგადოების გამგეობის წევრი ვლადიმერ მიქელაძე თბილისში დაბრუნდა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 4 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მივლინებით პეტერბურგში მყოფი კავკასიის მთავარმართებლის თანაშემწე ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ფრეზე თბილისში 1899 წლის იანვარში დაბრუნდებოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 6 დეკემბერს ქართულ დრამატულ საზოგადოებას ანა მესხის მიერ თარგმნილი კომედია „გამარჯვებულებს არა სჯიან“ უნდა წარმოედგინა, რომელშიც ელისაბედ ჩერქეზიშვილი, ალექსანდრა კარგარეთელი, ეფემია მესხი, გედევან გედევანოვი და დათიკო ხოსროევი მიიღებდნენ მონაწილეობას.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 2 დეკემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა მორიგი ნაწილი არჩილ დარეჯანაშვილის წერილების ციკლიდან „მცენარეთა მეტყველება, ბოტანიკა“.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 6 დეკემბერს ქართულ დრამატულ საზოგადოებას ვალერიან გუნიას მიერ თარგმნილი კომედია „პირველი ბუზი“ უნდა წარმოედგინა, რომელშიც ანა მესხი მიიღებდა მონაწილეობას.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 20 მარტს ბაქოში ელისაბედ ჩერქეზიშვილის 30-წლიანი სასცენო მოღვაწეობის აღსანიშნავად ღონისძიება გაიმართა.

1916

ტიპი: განათლება

1916 წლის 17 აპრილის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ლეო ბარამიძეს ფოთის სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 17 აპრილს იოსებ გიორგის ძე ივანიძის რეჟისორობით „დიდი მოურავი“ უნდა წარმოედგინათ.

1909

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1909 წელს ლეო ბარამიძე ქალაქ ჩიტაში გადავიდა საცხოვრებლად.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 10 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა სიკო ლეონიძის სტატია „სხივი“.

1916

ტიპი: ღონისძიება

მინა ნიკოლოზის ძე როინიშვილი I მსოფლიო ომის მონაწილე იყო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 17 აპრილის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მინა ნიკოლოზის ძე როინიშვილის ცხედარი ყვირილაში ჩამოასვენეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 17 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა, იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის სტატია ლეო ბარამიძის შესახებ.

1916

ტიპი: ღონისძიება

მ. ი. პაატაშვილი I მსოფლიო ომის მონაწილე იყო.

1904

ტიპი: ნასამართლეობა

1904-05 წლებში ლეო ბარამიძე მეტეხის ციხეში იჯდა.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 3 მარტს ლანჩხუთში 28 წლის ლეო ბარამიძე გარდაიცვალა.

1914

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1914 წელს ლეო ბარამიძეს ჭიათურის მრეწველთა საბჭოს საავადმყოფოში ოპერაცია გაუკეთეს.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 2 მარტს მინა ნიკოლოზის ძე როინიშვილი მოსკოვის მონასტრის ლაზარეთში გარდაიცვალა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 17 აპრილს თბილისის სახალხო სახლში ი. გოძიაშვილის ხელმძღვანელობით კონცერტი უნდა გაემართათ.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 17 აპრილის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მ. ი. პაატაშვილი ოსმალეთის საზღვარზე ბრძოლაში სამჯერ დაჭრეს და საავადმყოფოში იმყოფებოდა.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 17 მარტს ანა (ანეტა) სოლომონის ასული ანდრონიკაშვილი დაიღუპა შავ ზღვაში გემ „პორტუგალიისთვის“ ნაღმის სროლის დროს.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 22 ნოემბერს თბილისის სახალხო კითხვათა საზოგადოების კრებაზე გამგეობის წევრებად აირჩიეს ს. გ. კაპანაკოვი, ე. ფ. არვანიტაკისა და ალექსანდრე თხორჟეევსკი.

1914

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1914 წელს ლეო ბარამიძე, რომელსაც ნაწლავთა დაავადებები ჰქონდა, ჩიტადან საქართველოში დაბრუნდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის მარტში ქუთაისის მსახიობთა ამხანაგობამ ალექსანდრე იმედაშვილი გასტროლში მონაწილეობისთვის მიიწვია, მას ორ წარმოდგენაში უნდა ეთამაშა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ყაზბეგის ქალთა სკოლის გამგეობამ მადლობა გადაუხადა ნინო ყიფიანისას და ვერა მიქაბერიძისას, რომლებმაც სკოლას სურამში გამართული წარმოდგენიდან შემოსული თანხა გადასცეს, „ჯეჯილის" რედაქციამ კი ყველა (ცამეტი) წლის ჟურნალის ნომრები შესწირა.